საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედა, გიული ალასანია ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილმა ლევან ხაბეიშვილის გამარჯვება მიულოცა. მისი თქმით, დიდი სურვილი აქვს პარტიაში ყველას ახსოვდეს, რომ ძალა ერთობაშია.
“არანაირი არც არჩევნების პროცესში, არც თვითონ ეს იდეა, არაფერში არ ჩარეულა, მთელი ეს პერიოდი. მაგრამ ახლა, ეს პოზიცია არის, ძალიან დიდი პატივს ვცემო ნიკა მელიასო, მიმაჩნია, რომ ის ნამდვილი გმირიაო, მაგრამ ახლა დღეს ვულოცავო ლევან ხაბეიშვილს, ვუსურვებ ძალიან დიდი წარმატებებს. და კიდევ ძალიან დიდი სურვილი აქვს ყველას ახსოვდეს, რომ ძალა არის ერთობაში და არავითარ დაშლაზე რომ არ იყოს ლაპარაკი”, – თქვა გიული ალასანიამ.
კომენტარები