• რეკლამა
  • კონტაქტი
00:05, სამშაბათი, 1 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მოლდოვის ვიცე-პრემიერი საქართველოშია

ალია ავტორი - ალია
12:03 01-30-2023
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
92

მოლდოვის ვიცე-პრემიერი, ოლეგ სერებრიანი საქართველოშია. ის საქართველოს სახელმწიფო მინისტრს, თეა ახვლედიანს შეხვდა.

სერებრიანის განცხადებით, ვიზიტი საქართველოსა და მოლდოვის რეინტეგრაციის პროცესში ახალი ორმხრივი თანამშრომლობის დასაწყისი იქნება.

„ძალიან კარგი შეხვედრა მქონდა ჩემს ქართველ კოლეგასთან, მინისტრ თეა ახვლედიანთან. რეინტეგრაციის საკითხებში მოლდოვის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერის რანგში პირველად ვიმყოფები საქართველოში. სამწუხაროდ, ორივე ქვეყანას, მოლდოვასა და საქართველოს, აქვთ სეპარატიზმის პრობლემა, საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებთან, ხოლო მოლდოვის რესპუბლიკას დნესტრისპირეთის რეგიონთან მიმართებით. ორივე შემთხვევაში სეპარატიზმს აქვს მსგავსი წარმომავლობა საბჭოთა კავშირის ბოლო წლებიდან. სეპარატისტული მოძრაობები ორივე ქვეყანაში მხარდაჭერილია ერთი და იგივე ქვეყნის, რუსეთის ფედერაციის მიერ.

ახლა საჭიროა ჩვენი ქმედებების კოორდინაცია ჩვენი ქვეყნების რეინტეგრაციისა და ევროკავშირში ინტეგრაციის კუთხით. ძალიან ტურბულენტური პერიოდია შავი ზღვის რეგიონისთვის, რაც განპირობებულია რუსეთის ფედერაციის არაპროვოცირებული აგრესიით უკრაინაში. გეოპოლიტიკური გარემო შავი ზღვის რეგიონის გარშემო მნიშვნელოვნად შეიცვალა, რამაც თავის მხრივ შეცვალა კონფლიქტის მოგვარების პოლიტიკა როგორც საქართველოში, ისე მოლდოვაში.

დარწმუნებული ვარ, მექნება ორი საკმაოდ დატვირთული და წარმატებული სამუშაო დღე საქართველოში. დაგეგმილია ძალიან საინტერესო განხილვები საპარლამენტო და სამთავრობო დონეზე, მექნება შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, საგარეო საქმეთა და ეკონომიკის მინისტრებთან. ეკონომიკური მიმართულება ასევე ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე შეხვედრა მექნება სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან, რომლებიც ქვეყნის რეინტეგრაციის პროცესზე მუშაობენ. ვიმედოვნებ, ეს ვიზიტი ჩვენი ქვეყნების რეინტეგრაციის პროცესში ახალი ორმხრივი თანამშრომლობის დასაწყისი იქნება“, – აღნიშნა მოლდოვის ვიცე-პრემიერმა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

წინანდლის ფესტივალი
ახალი ამბები

ქართველი არტისტები წინანდლის ფესტივალზე

15:28 08-31-2026
ქობულეთი, ბათუმი თუ ურეკი: სად ჯობია ბინის ყიდვა?
ახალი ამბები

ქობულეთი, ბათუმი თუ ურეკი: სად ჯობია ბინის ყიდვა?

13:28 08-31-2026
YouTube პოდკასტის „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი გულშემატკივრობის ფენომენს ეთმობა – თიბისი
ახალი ამბები

YouTube პოდკასტის „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი გულშემატკივრობის ფენომენს ეთმობა – თიბისი

13:24 08-31-2026
სილქფესტის ულიმიტო და სხვა პირობებს სპეციალურ ფასად ჩაირთავს მომხმარებელი
ახალი ამბები

სილქფესტის ულიმიტო და სხვა პირობებს სპეციალურ ფასად ჩაირთავს მომხმარებელი

13:14 08-31-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved