„ნაციონალური მოძრაობის“ ახალი თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის ქონებრივი დეკლარაციიდან, რომელიც მას გასული წლის თებერვალში აქვს შევსებული, ირკვევა, რომ მის სახელზე უძრავი ქონება არ ფიქსირდება.
მის საკუთრებაშია მსუბუქი ავტომობილი Toyota Highlander-ი, რომელიც 2020 წელს 7 000 დოლარად შეიძინა.
მასვე დეკლარაციის შევსების მომენტში სახელფასო ანგარიშზე 9 334 ლარი, ხოლო საკრედიტოზე ჯამში – 2 179 ლარი ჰქონდა.
ამასთან მისმა პარლამენტის წევრის პოზიციაზე მისმა შემოსავალმა გასულ წელს 42 412 ლარი, ხოლო თბილისის საკრებულოს წევრის პოზიციაზე 2021 წლის 1-ელ 5 თვეში 12 864 ლარი შეადგინა.
მასვე უფიქსირდება 23 500 ლარის მოცულობის სამომხმარებლო სესხი.
კომენტარები