• რეკლამა
  • კონტაქტი
19:09, პარასკევი, 23 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალა“ განცხადებას ავრცელებს

ალია ავტორი - ალია
10:51 01-30-2023
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
229

მოძრაობა „ხალხის ძალა“ მორიგ განცხადებას ავრცელებს.

„რამდენიმე დღის წინ, მიხეილ სააკაშვილმა გერმანული მედიის წინაშე აღიარა, რომ აგენტია. დადასტურდა, რასაც დიდი ხანია ვამტკიცებდით – წარსულში საქართველოს პრეზიდენტად გამწესებული პირის სატვირთო კონტეინერში მოთავსება და საქართველოში გამოგზავნა ისე დაიგეგმა, რომ გეგმის შინაარსის შესახებ ის წესიერად ინფორმირებულიც კი არ იყო. ასეთია აგენტის ხვედრი: პატრონის ნებისმიერ დავალებას ის კითხვის დასმის უფლების გარეშე უნდა დაემორჩილოს.

მონობის არჩევის თავისუფლება თანამედროვე ფსევდოლიბერალიზმის ერთ-ერთი უმთავრესი იდეოლოგიური საყრდენია. სწორედ ამ საყრდენზე დგას იმავე ფსევდოლიბერალების მიერ მართული აგენტოკრატიაც, რომელიც თავის თავში აგენტების, ანუ მონების მმართველობას მოიაზრებს.

უცხო ქვეყნის აგენტობა იმთავითვე მონობას ნიშნავს, განურჩევლად იმისა, თუ რომელი სახელმწიფოს სამსახურში დგახარ – რუსეთის, ამერიკის თუ სრულიად უწყინარი ახალი ზელანდიის. აგენტად კურთხევისას, ხელს აწერ პირობას, რომ პატრონის ნებისმიერ დავალებას თვალდახუჭული შეასრულებ. შესაბამისად, აგენტისა და მონის მდგომარეობებს შორის არავითარი არსებითი განსხვავება არ არის. ეს, თავის მხრივ, ნიშნავს, რომ ნებისმიერი აგენტი დაღდასმულია მონის ფსიქოლოგიით, რომლისთვისაც რამდენიმე მთავარი ელემენტია დამახასიათებელი:
– მონისთვის ცხოვრებაში არსებობს მხოლოდ ერთი ბატონი. შესაბამისად, მისთვის მოტივაციის ერთადერთი წყარო პატრონის კეთილგანწყობის მოპოვების შანსია. ისეთი მაღალი მატერიები, როგორიც ღმერთი და სამშობლოა, აგენტისთვის ნულოვანი დატვირთვის მატარებელია;
– მონა აღტაცებულია პატრონით და მისგან კეთილგანწყობის ნებისმიერ, თუნდაც უმნიშვნელო ჟესტს დიდ წყალობად იღებს;
– აგენტი როგორც სიკეთის, ისე საფრთხის ერთადერთ წყაროდ პატრონს აღიქვამს, რომლის მიმართ შიში ვერცერთ მომაკვდინებელ სტიქიასთან ახლოსაც ვერ მივა;
– მონას არასოდეს ტოვებს განცდა, რომ მისი მდგომარეობა და ბედისწერა ცვლილებას არ ექვემდებარება. აქედან გამომდინარე, მონა პატრონის ნებისმიერ დავალებას იოლად იღებს და ასრულებს, თუნდაც პატრონი მისგან მასზე ათჯერ ძლიერ გლადიატორთან სასიკვდილო ორთაბრძოლაში მონაწილეობას ითხოვდეს.

ამ ნიშან-თვისებების გათვალისწინებით, ხელისუფლების სათავეში აგენტურის ყოფნა სახელმწიფოსთვის უდიდესი საფრთხის შემცველია. სამშობლოსა და პატრონს შორის აგენტი უპირატესობას ყოველთვის პატრონს მიანიჭებს და პატრონის შიშით თუ მისი კეთილგანწყობის მოსაპოვებლად, ნებისმიერ დავალებას თვალდახუჭული მოაწერს ხელს, თუნდაც ეს დავალება საკუთარი სამშობლოს მსხვერპლშეწირვას გულისხმობდეს.

ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტორების გარდა, ჩვენს რეალობაში, აგენტს აქვს ერთი სერიოზული ცდუნება – აგენტურამ იცის, რომ პატრონი მას ეხმარება, ძალაუფლება ხელში აიღოს, ქვეყნის მოსახლეობა დაიმონოს და მის ძარცვას მიჰყოს ხელი, რაც საქართველოს მოსახელობამ თავის თავზე 2004-12 წლებში ერთხელ უკვე მძიმედ იწვნია. რეპრესიები, ბიზნესის რეკეტი, კორუფცია, რაც სააკაშვილის ხელისუფლების ხელწერა იყო, სინამდვილეში, სწორედ პატრონის მიერ იყო ნაკარნახევი. ძალაუფლების დაბრუნების, ხალხის ძარცვისა და ნაძარცვის განაწილების პერსპექტივა არის ის მთავარი ცდუნება, რომელიც აგენტებს საკუთარი პატრონის უსიტყვო მორჩილებისკენ უბიძგებს.საქართველოს ერთხელ უკვე მართავდა აგენტურა და მაშინ ეს ჩვენს ქვეყანას ტერიტორიების 20 პროცენტის დაკარგვად დაუჯდა. ქართველმა ხალხმა ხელისუფლებაში აგენტურის დაბრუნება აღარასოდეს უნდა დაუშვას, რათა საქართველოში მშვიდობას და განვითარებას ფუნდამენტური საფრთხე აღარასოდეს შეექმნას“, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისი AgileXchange Georgia 2026-ის მთავარი მხარდამჭერია
ახალი ამბები

თიბისი AgileXchange Georgia 2026-ის მთავარი მხარდამჭერია

14:06 10-23-2026
ტექ ჯილდო ლოს-ანჯელესიდან – თიბისი Kong Innovator Awards 2026-ის გამარჯვებულია
ახალი ამბები

ტექ ჯილდო ლოს-ანჯელესიდან – თიბისი Kong Innovator Awards 2026-ის გამარჯვებულია

13:48 10-23-2026
სილქფესტი ულიმიტო კომბინაციებს და დიდი მოცულობის პაკეტებს სპეციალურ ფასად თავაზობს მომხმარებლებს
ახალი ამბები

სილქფესტი ულიმიტო კომბინაციებს და დიდი მოცულობის პაკეტებს სპეციალურ ფასად თავაზობს მომხმარებლებს

13:10 10-23-2026
თიბისი კონცეპტის მომხმარებლებს პრაიმ ანაბარის გახსნა უკვე მობაილბანკიდან შეგიძლიათ
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მომხმარებლებს პრაიმ ანაბარის გახსნა უკვე მობაილბანკიდან შეგიძლიათ

15:29 10-22-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved