• რეკლამა
  • კონტაქტი
08:49, პარასკევი, 17 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„დავწერე განცხადება გათავისუფლებაზე, არ შემიძლია იმ ფსიქოლოგიური ზეწოლის ატანა, რომელიც ჩემზე ხორციელდება“ – სააკაშვილის ყოფილი ექთანი

ალია ავტორი - ალია
23:19 01-29-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
793

კლინიკა „ვივამედში“ მიხეილ სააკაშვილის ყოფილი ექთანი, ნონა პანტიაშვილი „იმედის კვირასთან“ ინტერვიუში აცხადებს:

„თუ გავიხსენებ იმ პერიოდს, რა პერიოდშიც ვმუშაობდი ბატონ მიხეილთან, იყო შემთხვევები, როცა ბატონი მიხეილი არჩევით სვამდა წამალს. ზოგიერთ წამალზე აცხადებდა უარს. გვეუბნებოდა, ამ წამალს არ დავლევ. ყველა იყო დაინტერესებული, რომ გამოჯანმრთელებულიყო, მაგრამ თვითონ პაციენტი განზრახ არ იღებდა საკვებს და ზოგიერთ მედიკამენტს

ნონა პანტიაშვილის თქმით, დაწერა განცხადება, რომ მას აღარ შეუძლია კლინიკაში მუშაობა, რადგან ვეღარ უძლებს ფსიქოლოგიურ ზეწოლას:

„დავიწყოთ იმით, რომ თვითონ სასამართლოზე ბატონმა შალვამ (ხაჭაპურიძე) მთელი მსოფლიოს წინაშე განაცხადა, რომ მე ვარ ექთანი, რომელიც იმ კადრებზე იყო. იმ კადრებზე სახე მაინც იყო დაფარული. ისეთი სტრესი იყო იმის მოსმენა, რომ მე ვიყავი“, – განაცხადა ექთანმა, რომელმაც გაიხსენა, რა ხდებოდა მაშინ პალატაში. – „ნივთებს ისროდა, ეს კადრებიდანაც ჩანს. მე რომც არ ვთქვა, მგონი, მსოფლიომ ნახა ეს კადრები და არავისთვის იქნება ახალი. საწოლიდან ვარდებოდა. პაციენტი იყო აღელვებული, ვცდილობდი, დამეწყნარებინა. ვცდილობდი, ამეწია საწოლის სახელურები, რომ პაციენტი არ გადმოვარდნილიყო, რაზეც უარი მივიღე. თვითონ ნელ-ნელა იჩოჩებოდა ხან ერთ, ხან მეორე მხარეს. რეანიმაციიდანაც გამოვიყვანე ექიმები. როცა გავუკეთეთ მონიტორი, პაციენტის მონაცემები დაფიქსირდა მონიტორზე, ცოტა ხანში პაციენტმა მოიხსნა „ლიპუჩკები“ და გადაისროლა. ჩემი გადასახედიდან, ეს უფრო ჰგავდა დადგმულ სპექტაკლს, რომელშიც უნიჭიერესი მსახიობი მონაწილეობდა“.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?
ახალი ამბები

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?

15:14 07-08-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

მწერებისგან დამცავი ბადე
ახალი ამბები

ომი მწერებთან და ბრძოლის წინა ხაზი – რა ნიშნით უნდა შეარჩიო მწერებისგან დამცავი ბადე?

14:38 07-16-2026
თიბისის მხარდაჭერით, “ზეტ ტრანს გრუპმა” 100 ვაგონი შეიძინა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, “ზეტ ტრანს გრუპმა” 100 ვაგონი შეიძინა

13:59 07-16-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:18 07-15-2026
თიბისის მხარდაჭერით საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ნაკრები IOAI 2026-ის ოლიმპიადაზე იასპარეზებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ნაკრები IOAI 2026-ის ოლიმპიადაზე იასპარეზებს

14:29 07-15-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved