• რეკლამა
  • კონტაქტი
21:51, ორშაბათი, 31 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ჩემი მეშვეობით მოხდა ამ ინტერვიუს ჩაწერა, თვითონ წერს ამ წერილებს, მე უბრალოდ გადავბეჭდე და მივაწოდე – გიული ალასანია სააკაშვილის ინტერვიუზე

ალია ავტორი - ალია
13:20 01-28-2023
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,903

მიაღწია კრემლმა და ჰყავს ახლა აქ გამოკეტილი უკვე წელიწადი და ოთხი თვეა და ფაქტობრივად, კლავენ. ეს არის კრემლის სპეცოპერაცია, რომელსაც სამწუხაროდ, აკეთებენ ქართული ხელისუფლების ხელით. – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის დედამ, გიული ალასანიამ, სააკაშვილის „შპიგელთან“ ინტერვიუს იმ ნაწილზე საუბრისას განაცხადა, სადაც სააკაშვილი ამბობს: „არ არის გამორიცხული, ზოგიერთი, მათ შორის, ვინც 2021 წლის ოქტომბერში საქართველოში ჩემს დაბრუნებას გეგმავდა, რუსეთის ჩანერგილი აგენტი იყო“.

მისი თქმით, უკრაინაში მიხეილ სააკაშვილთან მიდიოდნენ და აფრთხილებდნენ, რომ საქართველოში ოქტომბრამდე უნდა დაბრუნებულიყო.

„ამასთან დაკავშირებით გაიმართა რაღაც სპეკულაცია საზოგადოების მხრიდან, ვინ, რა, როგორ იგულისხმება. არავითარი ქართველი იქ არ იგულისხმება, არანაირად. ლაპარაკია უკრაინაზე, ახლა არის ყველაზე გავრცელებული და პოპულარული ტერმინი რუსეთში, რაც ნიშნავს საინფორმაციო ფსიქოლოგიურ სპეცოპერაციას. ჩემი შვილის შემთხვევაში მიდიოდნენ სხვადასხვა ადგილებში, სადაც ნახავდნენ, იქნებოდა აეროპორტი, კაფე, თუ ქუჩა და აფრთხილებდნენ, რომ მისი ჩამოსვლა არის აუცილებელი, ეს უნდა მოხდეს ოქტომბრამდე, უსათუოდ ოქტომბრამდე. რატომ? იმიტომ, რომ მზადდებოდა ეს ოპერაცია უკრაინაში და ამ დროს, ის არ უნდა ყოფილიყო ზელენსკის გვერდით. ეს იყო ამოცანა და ამ ამოცანას მიაღწიეს. მიაღწია კრემლმა და ჰყავს ახლა აქ გამოკეტილი უკვე წელიწადი და ოთხი თვეა და ფაქტობრივად, კლავენ. ეს არის კრემლის სპეცოპერაცია, რომელსაც სამწუხაროდ, აკეთებენ ქართული ხელისუფლების ხელით. კონკრეტულად არავისზე არ არის საუბარი. ვანო მერაბიშვილზე არაერთხელ უთქვამს იგივე, რაც იქ არის დაბეჭდილი, ადრეც უთქვამს, რომ ამ მოვლენებთან მას არანაირი კავშირი არ აქვს“, – განაცხადა გიული ალასანიამ.

კითხვაზე, როგორი ფორმით მოხდა სააკაშვილის ინტერვიუს ჩაწერა, გიული ალასანიამ განმარტა:

„ჩემი მეშვეობით მოხდა ამ ინტერვიუს ჩაწერა, თვითონ წერს ამ წერილებს, მე უბრალოდ გადავბეჭდე და მივაწოდე. თქვენ არ მოისმინეთ ბოლო დაკითხვა ბრიტანელი ექსპერტის, რომელმაც დარბაზს მიმართა და უთხრა, რომ არ უნდა დაგვავიწყდეს ვისთან გვაქვს საქმე. ადამიანის საწყისი მდგომარეობა, მისი ინტელექტი იყო ძალიან მაღალი და იმასთან შედარებით ვეღარ არის ფორმაში, მაგრამ ბევრთან შედარებით უფრო მაღალია“.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

წინანდლის ფესტივალი
ახალი ამბები

ქართველი არტისტები წინანდლის ფესტივალზე

15:28 08-31-2026
ქობულეთი, ბათუმი თუ ურეკი: სად ჯობია ბინის ყიდვა?
ახალი ამბები

ქობულეთი, ბათუმი თუ ურეკი: სად ჯობია ბინის ყიდვა?

13:28 08-31-2026
YouTube პოდკასტის „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი გულშემატკივრობის ფენომენს ეთმობა – თიბისი
ახალი ამბები

YouTube პოდკასტის „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი გულშემატკივრობის ფენომენს ეთმობა – თიბისი

13:24 08-31-2026
სილქფესტის ულიმიტო და სხვა პირობებს სპეციალურ ფასად ჩაირთავს მომხმარებელი
ახალი ამბები

სილქფესტის ულიმიტო და სხვა პირობებს სპეციალურ ფასად ჩაირთავს მომხმარებელი

13:14 08-31-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved