• რეკლამა
  • კონტაქტი
19:58, ორშაბათი, 31 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

იუსტიციის სამინისტროს და სამხარაულის ბიუროს საპასუხოდ მოვამზადებთ დასკვნის დასკვნის დასკვნას – მარიამ ჯიშკარიანი

ალია ავტორი - ალია
12:05 01-27-2023
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
128

რატი ბრეგაძე არის მხარე – ის, რა თქმა უნდა, ვერ ენდობა ცენტრ „ემპათიას“ დასკვნას, რადგან იქ ცხადად წერია, რომ ციხეში წამება განხორციელდა. ასე რომ, რატი ბრეგაძის მოსაზრება ჩვენთვის ნაკლებ საინტერესოა, – ასე ეხმიანება ცენტრ „ემპათიას“ ხელმძღვანელი მარიამ ჯიშკარიანი იუსტიციის მინისტრის განცხადებას, რომ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნით, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით „ემპათიას“ დიაგნოზები სარწმუნო და უტყუარი არ არის.

როგორც ჯიშკარიანმა „ინტერპრესნიუსთან“ აღნიშნა, მათ მიერ მომზადდება დასკვნის დასკვნის დასკვნა და იუსტიციის სამინისტროს კიდევ მოუწევს მტკიცებულებების წარმოდგენა, თუ რის საფუძველზე ჩაატარეს დასკვნის ექსპერტიზა.

„აბსურდია. დასკვნის დასკვნის მომზადება რას ნიშნავს, არ ვიცი. ვინ დანიშნა სამხარაულის ბიურო ჩვენს დირექტორად, ვერ გეტყვით. ცენტრი „ემპათია“ შეისწავლის სამხარაულის დასკვნას, მომზადდება დასკვნის დასკვნის დასკვნა და კიდევ მოუწევს იუსტიციის სამინისტროს წარმოდგენა მტკიცებულებების, რის საფუძველზე ჩაატარეს დასკვნის ექსპერტიზა. გავეცნობით როგორ ჩაატარეს ეს ექსპერტიზა და საერთოდ დიაგნოზები, რომლებიც მან დაასახელა, მაგალითად, გასტროენტეროლოგიური და ნევროლოგიური თვალსაზრისით, ერთი ერთში ემთხვევა კლინიკა „ვივამედის“ დიაგნოზებს. რაც შეეხება ფსიქიატრიულ დიაგნოზს, როგორ დაადგინა სამხარაულის ბიურომ ფსიქიატრიული დიაგნოზი პაციენტის გამოკითხვის გარეშე, ეს ჩვენთვის უცნობია.

რატი ბრეგაძე არის მხარე. მასზე მიმდინარეობს გამოძიება პენიტენციურ სამსახურში განხორციელებულ არასათანადო მოპყრობაზე, გარდა ამისა, ევროკავშირს სტამბულის პროტოკოლის იმპლემენტაციაზე უამრავი ტრენინგი აქვს მოწყობილი ბრეგაძის უწყებისათვის, ამიტომ ეს დოკუმენტი მათთვის ცნობილი უნდა იყოს და შესაბამისად, ისინი მიიღებენ საკადრის პასუხს. რატი ბრეგაძე, რა თქმა უნდა, ვერ ენდობა ცენტრ „ემპათიის“ დასკვნას, რადგან იქ ცხადად წერია, რომ ციხეთა სისტემაში წამება განხორციელდა. ასე რომ, რატი ბრეგაძის მოსაზრება ჩვენთვის ნაკლებ საინტერესოა“, – განაცხადა მარიამ ჯიშკარიანმა.

ცნობისთვის, საქართველოს იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის თანახმად, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ცენტრ „ემპათიის“ მიერ გამოტანილი დიაგნოზები სარწმუნო და უტყუარი არ არის.

იუსტიციის მინისტრის განმარტებით, სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ უშუალოდ დასკვნა შეისწავლა, რომელიც ცენტრმა „ემპათიამ“ მოამზადა და ამის საფუძველზე მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

წინანდლის ფესტივალი
ახალი ამბები

ქართველი არტისტები წინანდლის ფესტივალზე

15:28 08-31-2026
ქობულეთი, ბათუმი თუ ურეკი: სად ჯობია ბინის ყიდვა?
ახალი ამბები

ქობულეთი, ბათუმი თუ ურეკი: სად ჯობია ბინის ყიდვა?

13:28 08-31-2026
YouTube პოდკასტის „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი გულშემატკივრობის ფენომენს ეთმობა – თიბისი
ახალი ამბები

YouTube პოდკასტის „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი გულშემატკივრობის ფენომენს ეთმობა – თიბისი

13:24 08-31-2026
სილქფესტის ულიმიტო და სხვა პირობებს სპეციალურ ფასად ჩაირთავს მომხმარებელი
ახალი ამბები

სილქფესტის ულიმიტო და სხვა პირობებს სპეციალურ ფასად ჩაირთავს მომხმარებელი

13:14 08-31-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved