კახეთში ხანძარია. ეპიცენტრი თელავის მუნიციპალიტეტის სოფელი ართანაა. ცეცხლი დასახლებული პუნქტიდან 16 კილომეტრში, სავარაუდოდ, ტყის ქვედა ფენას, ხმელ ფოთლებსა და ბალახს გაუჩნდა.
არსებული ინფორმაციით, ხანძრის კერა ალპურ ზონაში, სოფლიდან 4 საათის სავალზეა და იქ მისვლა მხოლოდ ფეხით არის შესაძლებელი. ართანაში იმყოფებიან სახანძრო-სამაშველო სამსახურისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. ცეცხლის ჩასაქრობად სამუშაოები გრძელდება.
ამ ეტაპზე უცნობია რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი.
კომენტარები