• რეკლამა
  • კონტაქტი
07:35, პარასკევი, 23 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

თბილისის 12 მეტროსადგურს რეაბილიტაცია ჩაუტარდება

ალია ავტორი - ალია
10:59 01-25-2023
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
150

EBRD-ის მიერ გამოყოფილი სესხით, 12 მეტროსადგურს რეაბილიტაცია ჩაუტარდება, ამასთან, რამდენიმე მეტროსადგურის შესასვლელში მარტივი გადაადგილებისთვის დახრილი ლიფტები დამონტაჟდება.

როგორც თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მედიასთან ურთიერთობის მენეჯერმა, თამაზ რობაქიძემ განაცხადა, დახრილი ლიფტები დამონტაჟდება შემდეგ სადგურებზე: „გურამიშვილი“, „სარაჯიშვილი“, სადგურის მოედანი 3“ , „სადგურის მოედანი 2“ და „წერეთელი“. დახრილი ლიფტებით სარგებლობას შეძლებენ შშმ პირები, ორსულები და მოხუცები, რათა მარტივად შეძლონ გადაადგილება.

„საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBRD) შორის ხელი მოეწერა შეთანხმებებს, რომელიც გულისხმობს 50 მილიონ 600 ათასი ევროს ოდენობით სესხის გამოყოფას, ამასთან, 5 მლნ ევრო არის გამოყოფილი გრანტის სახით EBRD-ის მწვანე კლიმატური ფონდის მიერ.

პროექტის ფარგლებში უნდა განხორციელდეს 12 მეტროსადგურის რეაბილიტაცია. ესენია – მეტროსადგური „სარაჯიშვილი“, „წერეთელი“, „გურამიშვილი“, „ისანი“, „რუსთაველი“, „თავისუფლების მოედანი“, „სადგურის მოედანი 1“, „სადგურის მოედანი 2“, „ღრმაღელე“, „მარჯანიშვილი“, „ნაძალადევი“ და „300 არაგველი“. სრული რეაბილიტაცია გულისხმობს ესკალატორების და ელექტრომექანიკური დანადგარების პანელების შეცვლას, მგზავრთა ინფორმაციის შეტყობინების სისტემის განახლებას, ასევე ხანძარსაწინააღმდეგო სისტემაც იცვლება, სადგურებზე უწყვეტი კვების რეჟიმიც შეიცვლება, ესკალატორებიდან ელექტროენერგიის დაზოგვის მიზნით განხორციელდება სპეციალური პროექტი.

მოხდება სადგურის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება, კერძოდ, რამდენიმე მიწისქვეშა სადგურის შესასვლელში, კერძოდ, ეს არის „გურამიშვილი“, „სარაჯიშვილი“, სადგურის მოედანი 3“ , „სადგურის მოედანი 2“ და „წერეთელი“, დამონტაჟდება დახრილი ლიფტები. გარდა ამისა, შეიცვლება სადრენაჟო სისტემა, მოხდება ტექნიკური ხელსაწყოების შეძენა.

ამ ეტაპზე EBRD-ის მიერ სპეციალური ექსპერტი-კონსულტანტების შერჩევა მოხდება, რომლებიც დაიწყებენ პროექტის კონცეპტუალურ დიზაინს. როგორც კი მორჩებიან კონცეპტუალური დიზაინის შედგენას, დაგვეხმარებიან ტენდერების გამოცხადებაში, რაც გულისხმობს ახალი პროექტების და სამშენებლო სამუშაოების ტენდერებს“,- აღნიშნავს თამაზ რობაქიძე.

წყარო: „ინტერპრესნიუსი“

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისი კონცეპტის მომხმარებლებს პრაიმ ანაბარის გახსნა უკვე მობაილბანკიდან შეგიძლიათ
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მომხმარებლებს პრაიმ ანაბარის გახსნა უკვე მობაილბანკიდან შეგიძლიათ

15:29 10-22-2026
Visa+ საქართველოში – თიბისი და Visa საერთაშორისო გადარიცხვებს ამარტივებენ
ახალი ამბები

Visa+ საქართველოში – თიბისი და Visa საერთაშორისო გადარიცხვებს ამარტივებენ

14:56 10-22-2026
თიბისი, ბიზნესებს, 70 000₾-მდე დაფინანსებას სთავაზობს, 0%-იანი საპროცენტო განაკვეთით
ახალი ამბები

თიბისი, ბიზნესებს, 70 000₾-მდე დაფინანსებას სთავაზობს, 0%-იანი საპროცენტო განაკვეთით

14:05 10-22-2026
არქი გრანდ ავენიუს დიდი ფასდაკლების დღემდე ორი დღე რჩება, პროექტის მიმართ ინტერესი ყველა მოლოდინს აჭარბებს
ახალი ამბები

არქი გრანდ ავენიუს დიდი ფასდაკლების დღემდე ორი დღე რჩება, პროექტის მიმართ ინტერესი ყველა მოლოდინს აჭარბებს

08:01 10-22-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved