• რეკლამა
  • კონტაქტი
08:19, ორშაბათი, 31 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„სამწუხაროდ, პრეზიდენტის ნაცვლად, ხელში შეგვრჩა უცხო ქვეყნების ინტერესების მსახური ბიუროკრატი“ – ვატო შაქარიშვილი

ალია ავტორი - ალია
15:31 01-21-2023
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
471

საგანგაშოა, როდესაც მთავარსარდალი, პირდაპირი წესით არჩეული უმაღლესი თანამდებობის პირი, საკუთარ ქვეყანას უსაფუძვლო ბრალდებას უყენებს (სანქციების გვერდის ავლაში დახმარება) და თანაც მტკიცების ტვირთს მთავრობას აკისრებს. ეს ხომ ნაცმოძრაობის სტილია – მე დაგაბრალებ, შენ კი თავი იმართლე და ამტკიცე ის, რაც ბუნებაში არ მომხდარა. რა მოვთხოვოთ გონჩარენკოს, ფოტიგას ან იან კელის, როდესაც ჩვენივე პრეზიდენტი გვევლინება ანტიქართული კამპანიის ავანგარდში?! – ამის შესახებ სოციალურ ქსელში მოძრაობა „აი ია“-ს ერთ-ერთი დამფუძნებელი ვატო შაქარიშვილი წერს.

როგორც შაქარიშვილი აღნიშნავს, სამწუხაროდ, პრეზიდენტის ნაცვლად, ხელში შეგვრჩა ამერიკის ელჩის თანაშემწე, უცხო ქვეყნების ინტერესების მსახური ბიუროკრატი. მისივე თქმით, ნაცვლად იმისა, რომ ქართული საზოგადოების უდიდესი ძალისხმევის ხარჯზე არჩეული პრეზიდენტი ეროვნულ ინტერესებს იცავდეს, ის აგრძელებს ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებს „სამწუხაროდ, პრეზიდენტის ნაცვლად, ხელში შეგვრჩა ამერიკის ელჩის თანაშემწე, უცხო ქვეყნების ინტერესების მსახური ბიუროკრატი.

ნაცვლად იმისა, რომ ქართული საზოგადოების უდიდესი ძალისხმევის ხარჯზე არჩეული პრეზიდენტი ეროვნულ ინტერესებს იცავდეს, ის აგრძელებს ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებს. საგანგაშოა, როდესაც მთავარსარდალი, პირდაპირი წესით არჩეული უმაღლესი თანამდებობის პირი, საკუთარ ქვეყანას უსაფუძვლო ბრალდებას უყენებს (სანქციების გვერდის ავლაში დახმარება) და თანაც მტკიცების ტვირთს მთავრობას აკისრებს. ეს ხომ ნაცმოძრაობის სტილია – მე დაგაბრალებ, შენ კი თავი იმართლე და ამტკიცე ის, რაც ბუნებაში არ მომხდარა. რა მოვთხოვოთ გონჩარენკოს, ფოტიგას ან იან კელის, როდესაც ჩვენივე პრეზიდენტი გვევლინება ანტი-ქართული კამპანიის ავანგარდში?! რისკენ მოგვიწოდებს ქალბატონი პრეზიდენტი – უკრაინის მიმართ სოლიდარობა, საკუთარი მოსახლეობის და ქვეყნის დაზიანებით გამოვხატოთ?!

ყველამ ვნახეთ, რა შედეგი მოუტანა 2019 წელს, “გავრილოვის” წინასწარ დაგეგმილმა პროვოკაციამ ჩვენს ქვეყანას. როგორ დააზიანა ეკონომიკის ის სფეროები, სადაც უამრავი ჩვენი მოქალაქეა დასაქმებული და საიდანაც არა მარტო ბიზნეს-ელიტა, არამედ ათი ათასობით ქართული ოჯახი იღებდა შემოსავალს. ქალბატონო (პ)რეზიდენტო, იქნებ დაინტერესდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყნების დღემდე არსებული სავაჭრო ურთიერთობებით რუსეთთან, პირდაპირ თუ სხვა გზებით! საკუთარი ხალხის და სახელმწიფოს დამუნათებამდე, იქნებ იმ კონკრეტული პროდუქტების ჩამონათვალი გენახათ, რასაც აშშ რუსეთიდან დღემდე ყიდულობს! ან იქნებ თქვენს კოლეგა, კასიანოვისთვის გეკითხათ, რატომ მიმართა უკრაინამ ევროკავშირს, რომ ბელარუსზე სანქციები არ გავრცელებულიყო?! თქვენ ამ სიყალბეს უნდა ებრძოდეთ ქართველ ხალხთან ერთად და არა პირიქით – სიყალბით ერჩოდეთ საკუთარ სახელმწიფოს!“- წერს ვატო შაქარიშვილი Facebook-ზე.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
ახალი ამბები

Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის

18:49 08-30-2026
სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved