• რეკლამა
  • კონტაქტი
12:07, სამშაბათი, 26 მაისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ეს ხომ არ შევარდა სადაც ხალხი იყო, ხალხი თვითონ წამოეგო ასე გამოვიდა – გენერალი გიორგი სურმავა საგარეჯოში მომხდარზე

ალია ავტორი - ალია
11:01 01-21-2023
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
512

ეს ხომ არ შევარდა სადაც ხალხი იყო, ხალხი თვითონ წამოეგო ასე გამოვიდა, ჯობს გმირობა არ ჩავიდინოთ და ცოცხლები დავრჩეთ, მე არ ვაკნინებ მათ ვინც დასახმარებლად მივიდა, მაგრამ ფაქტია, რომ 10 ადამიანი სახლიდან გაუსვლელად მიიზიდა, მომზადებული არ არის საზოგადოება საგანგებო მდგომარეობისთვის, – ამის შესახებ გენერალმა გიორგი სურმავამ „პალიტრას“ ეთერში, საგარეჯოში მომხდარ ტრაგედიაზე საუბრისას განაცხადა.

გენერლის განცხადებით, მსგავსი ვითარებებისთვის საზოგადოების მოუმზადებლობაზე ის ფაქტი მეტყველებს, რომ ადამიანები თავის გადარჩენის ნაცვლად სხვადასხვა მიზეზებით დანაშაულის ადგილისკენ მიდიოდნენ.

„აღმოჩნდა, რომ ჩვენ საზოგადოება მზად არ ვართ ამისთვის. შუაღამისას, პატარა ქალაქში, საგარეჯოში 5 ადამიანს კლავს და ხუთს აზიანებს. არ მგონია, რომ სნაიპერი ყოფილიყო. ჩვეულებრივი იარაღია კალაშნიკოვი, მანძილები იყო დაახლოებით 50-100 მეტრი. არაფერი სნაიპერობა იმას არ სჭირდება, რომ 50-100 მეტრში ადამიანს მოარტყა. ეს ხომ არ შევარდა სადაც ხალხი იყო, ხალხი თვითონ წამოეგო ასე გამოვიდა, მესი გადასარჩენად მიდიოდა.

გარდაცვლილი გმირებიც არ არის საჭირო, ჯობია გმირობა არ ჩავიდინოთ და ცოცხალი დავრჩეთ. არ ვაკნინებ იმ ადამიანებს, ვინც დასახმარებლად მივიდა, მაგრამ ფაქტია, რომ შუაღამისას ადამიანმა თავისი სახლიდან მოიზიდა ეს 10 ადამიანი და ფაქტობრივად გაანადგურა სახლიდან გაუსვლელად. ზოგი ცნობისმოყვარეა, ზოგი გარბოდა პირდაპირ  სროლის დირექტრისაზე და არა გვერდებზე და არა გვერდებზე, მომზადებული არ ვართ, საგანგებო მდგომარეობებისთვისაც არა ვართ მომზადებული“, – აცხადებს გიორგი სურმავა.

ცნობისთვის, 20 იანვარს, ღამის საათებში, საგარეჯოში, ერთ-ერთი კორპუსის აივნიდან შეიარაღებულმა პირმა ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლა დაიწყო.

გამოძიების ინფორმაციით, საგარეჯოში მომხდარი სროლის შედეგად დაჭრილია 5 პირი. გარდაცვლილია სულ 6 ადამიანი, მათ შორის, ერთი პოლიციელი და, ასევე, თავდამსხმელი, რომელმაც სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

თავდამსხმელი საგარეჯოს მკვიდრი 49 წლის კაცია.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026
,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

18:08 05-25-2026
დამოუკიდებლობა შენი გადაწყვეტილებაა
ახალი ამბები

დამოუკიდებლობა შენი გადაწყვეტილებაა

14:51 05-25-2026
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ZEG – Tbilisi Storytelling Festival-ი გაიმართება
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ZEG – Tbilisi Storytelling Festival-ი გაიმართება

15:46 05-22-2026
“პსპ ფარმა” თბილისის მუნიციპალიტეტის ბენეფიციარებს მედიკამენტებს კვირის ნებისმიერ დღეს ფასდაკლების დღეების ფასად მიაწვდის
ახალი ამბები

“პსპ ფარმა” თბილისის მუნიციპალიტეტის ბენეფიციარებს მედიკამენტებს კვირის ნებისმიერ დღეს ფასდაკლების დღეების ფასად მიაწვდის

14:35 05-22-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved