• რეკლამა
  • კონტაქტი
05:49, ორშაბათი, 31 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ფსიქიატრიის სფეროა ყველა ადამიანი, საკუთარი შფოთვებით…“ – გიორგი კეკელიძე

ალია ავტორი - ალია
12:03 01-20-2023
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
157

ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, გიორგი კეკელიძე საგარეჯოში მომხდარ საზარელ ტრაგედიას სოციალურ ქსელში ეხმაურება:

„იცით ალბათ, წელიწადნახევარი უმძიმეს დეპრესიას და შფოთვით აშლილობას ვებრძოდი. მას შემდეგ უამრავი ადამიანი მეხმიანება, რომელთაც წლებია სხვადასხვა სახის მენტალური სირთულეები ტანჯავთ. ზოგიერთამდე შუაღამემდე მისაუბრია, ჩემი სამოყვარულო ცოდნით და გამოცდილებით რომ ვცდილობდი დამშვიდებას. მათ შორის ყოფილი სამხედროც ყოფილა და პოსტსრესული აშლილობები დიდწილად ამგვარი პროფესიის ადამიანებს აწვალებთ. ერთია ფსიქიატრული სფეროს მოუწესრიგებელი მდგომარეობა, მეორე – მახინჯი სტერეოტიპები, საბჭოთა ტრადიციით ნაკარნახევი, უკბილო ხუმრობებით ნაპოლეონად ქცეულ ადამიანზე, სოფლის გიჟის ლეგენდები და ფრაზებად გამოთლილი გარიყვა: ,,აზრები აწუხებს”. დღესაც, როცა ვინმეს გაშავება უნდათ, სრულიად ლიბერალურ პოზიციაზე მყოფი პოლიტიკოსები ცინიკურად ამბობენ: ,,ფსიქიატრიის სფეროა”. არადა ფსიქიატრიის სფეროა ყველა ადამიანი, საკუთარი შფოთვებით, უბრალოდ არის შემთხვევები, რომელიც აუცილებელ კლინიკურ ჩარევას მოითხოვს. როცა ეს საშინელი სტერეოტიპები დაირღვევა, სფეროსაც იოლად მიეხედება. მე ვიქნები ბრძოლაში ერთი რიგითი ელჩი.
p.s. ვუსამძიმრებ ამ უდიდესი ტრაგედიის მსხვერპლთა ოჯახებს.“

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
ახალი ამბები

Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის

18:49 08-30-2026
სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved