• რეკლამა
  • კონტაქტი
20:27, კვირა, 28 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

წლის განმავლობაში ინფრასტრუქტურული, სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების მიმართულებით რამდენიმე მნიშვნელოვან პროექტს განვახორციელებთ – კახა კალაძე

ალია ავტორი - ალია
13:09 01-18-2023
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
152

18-მეტრიანი ავტობუსების შესყიდვა, უსახლკაროების პროგრამა, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამა, ვაუჩერი სოციალურად დაუცველი პენსიონერებს მედიკამენტების შესაძენად – ეს იმ პროგრამების მცირე ჩამონათვალია, რომელთა განხორციელებას თბილისის მერია 2023 წელს გეგმავს.

მიმდინარე წლის ბიუჯეტსა და მის ფარგლებში განსახორციელებელ ღონისძიებებზე თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

„მინდა, მოსახლეობას შევახსენო თბილისში, 2023 წელს განსახორციელებელი პროექტები, თუმცა, დავიწყებ იმით, რომ წლევანდელი ბიუჯეტი დამტკიცდა მილიარდ 632 მლნ ლარის ოდენობით, თუმცა, გარდამავალი ნაშთი, რომელიც მათ შორის, გადაჭარბებული შემოსავლებისგან შედგება, დაემატება ამ ბიუჯეტს და ჯამურად მილიარდ 760 მლნ ლარს მიაღწევს. რაც შეეხება ბიუჯეტის შესრულებას, გასულ წელს ბიუჯეტი შესრულდა 94 პროცენტით, ხოლო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი შესრულებულია 35 მლნ ლარის გადაჭარბებით. ამ წლის განმავლობაში რამდენიმე მნიშვნელოვან პროექტს განვახორციელებთ. გვაქვს ორი მიმართულება: სოციალური და ჯანდაცვის პროგრამები, რაც უმნიშვნელოვანესი კომპონენტია ჩვენს ბიუჯეტში და ინფრასტრუქტურული მიმართულება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, 2023 წელს განსახორციელებელ პროექტებს შორის არის 200 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსის შესყიდვა. მერის განცხადებით, ეს იქნება რამდენიმეწლიანი შესყიდვა, რომელიც წელს დაიწყება. ასევე, წელსვე დაიწყება ახალი ავტობაზის მშენებლობა, აღნიშნული ავტობუსების მომსახურების უზრუნველყოფის მიზნით.

ამასთან, დედაქალაქის მერმა კიდევ რამდენიმე სოციალური პროექტის გაგრძელების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

„წლევანდელი ბიუჯეტის ფარგლებში, გაგრძელდება უსახლკაროების პროგრამა. როგორც იცით, თბილისში დარეგისტრირებული გვყავს 400-მდე უსახლკარო ოჯახი. გასულ წელს 60 ოჯახი დაკმაყოფილდა მუნიციპალური საცხოვრებლით. აღნიშნული პროგრამა წელსაც გაგრძელდება, 80-მდე ოჯახი იქნება ფართებით დაკმაყოფილებული. ჩვენი მიზანია, რომ არც ერთი ოჯახი არ იყოს დედაქალაქში უსახლკაროდ. ასევე, გაგრძელდება ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამა, რომლის ფარგლებშიც დაახლოებით, 25 ავარიული კორპუსის ჩანაცვლებაზე მიმდინარეობს საქმის წარმოება. სამწუხაროდ, თბილისში გვაქვს ბევრი ავარიული შენობა-ნაგებობა, რომელთაც ავარიულობის სხვადასხვა ხარისხი აქვს მინიჭებული. პირველი საპილოტე პროექტი წარმატებით განვახორციელეთ და წელს გვექნება შესაძლებლობა, მეტი ასეთი პროექტის განხორციელების. მთავარია, რომ დაიდო კონკრეტული გეგმა, თუ როგორ უნდა მოხდეს ავარიული სახლების ჩანაცვლება ახალი, თანამედროვე არქიტექტურით“, – განაცხადა კახა კალაძემ.

გარდა ამისა, მისივე თქმით, სოციალურად დაუცველი პენსიონერების მედიკამენტების ვაუჩერის პროგრამა შეუფერხებლად გაგრძელდება.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

მოგზაურობის დრო მოვიდა!
ახალი ამბები

მოგზაურობის დრო მოვიდა!

15:56 12-26-2025
S&P Global: თიბისი ხელოვნური ინტელექტის განვითარებით წამყვან ევროპულ ბანკებს შორისაა
ახალი ამბები

S&P Global: თიბისი ხელოვნური ინტელექტის განვითარებით წამყვან ევროპულ ბანკებს შორისაა

15:53 12-25-2025
საქართველოში პირველი ანტიკორუფციული და კომპლაენსის მართვის სისტემის ISO
ახალი ამბები

საქართველოში პირველი ანტიკორუფციული და კომპლაენსის მართვის სისტემის ISO

14:51 12-25-2025
ავტომობილის შეძენა დანაზოგის გახარჯვის გარეშე — გზამკვლევი ავტო ლიზინგის სამყაროში
ახალი ამბები

ავტომობილის შეძენა დანაზოგის გახარჯვის გარეშე — გზამკვლევი ავტო ლიზინგის სამყაროში

14:16 12-25-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved