• რეკლამა
  • კონტაქტი
18:24, ოთხშაბათი, 8 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ივანიშვილს უნდა მოსთხოვონ ეს, ის წყვეტს, ვინ დაიჭირონ და ვინ არა… ეგ არის, არ იციან, ივანიშვილს რომელ დამნაშავე „ნაციონალთან“ რა სახის კულუარული გარიგება აქვს და მას ვერ უბედავენ, დამნაშავეები დასაჯეო“ – სოსო ცინცაძე

ალია ავტორი - ალია
22:22 01-16-2023
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,521

ლევან ჯავახიშვილი

„ალიას“ ესაუბრება ექსპერტი, სოსო ცინცაძე.

– ბატონო სოსო, „მაგნიტსკის სიის“ ავტორი, ბილ ბრაუდერი გამოვიდა ინიციატივით, შედგეს ანალოგიური „სააკაშვილის სია“, სადაც მოხვდებიან ის ქართველი ჩინოვნიკები და პოლიტიკოსები, რომლებიც სააკაშვილის მიმართ, მისი პატიმრობის პერიოდში, წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაში იქნებიან მხილებულნი და მერე მათ სანქციები დაეკისრებათ. რამდენად რეალურია ამის გაკეთება?

– ბილ ბრაუდერი სერიოზული ადამიანია და ჰაერზე არაფერს ლაპარაკობს.ის ამერიკაში დაბადებული ბრიტანელი ფინანსისტია. მან მოახერხა და „მაგნიტსკის სიაში“, პირველ ეტაპზე შეიყვანა 60 რუსი პოლიტიკოსი და ჩინოვნიკი, რომელთაც მსოფლიოს 35 ქვეყანაში აეკრძალათ შესვლა და სხვა და სხვა სახის ფინანსური და ეკონომიკური სანქციები დაედოთ – ანგარიშები გაუყინეს უცხოეთის ბანკებში და მერე ეს ფული ჩამორთვეს. ასევე, ჩამოართვეს ქონება. მერე ეს სია გაიზარდა და სიის ახალი წევრებიც დაასანქცირეს. ბილ ბრაუდერმა მოახერხა, 35 ქვეყანის ხელისუფლება  დაეყოლიებინა, რომ „მაგნისტსკის სიის“ წევრები დაესანქცირებინათ,  35 ქვეყანაში  კანონი შეეცვალათ და მოდი  ახლა და ეხუმრე ასეთ ადამიანს.  ბრაუდერზე რუსეთმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა და სერთაშორისო ძებნაშია, თუმცა, ნებისმიერ ქვეყანაში საპატიო სტუმარია და რუსეთის მოხოვნას, რომ დააპატიმრონ, არც ერთი ქვეყანა ყურად არ იღებს. სერგეი მაგნიტსკი რუსი იურისტი, ადვოკატი იყო. რომელიც რუსეთში კორუფციის ფაქტებს იძიებდა. ბოლოს, რუსეთის ბიუჯეტიდან 212 მილიონი დოლარის მოპარვის საქმეს იძიებდა, სქემა გაშიფრა და დამნაშავეებიც დაასახელა. ამ დროს გადასახადების გადაუხდელობის ბრალდებით და დაიჭირეს. მაგნიტსკი 2009 წელს,  რუსეთის ციხეში გარდაიცვალა – მოკლეს. ეს იმიტომ გავიხსენე, რომ ბევრმა არ იცის, ვინ იყო სერგეი მაგნიტსკი და ამ დღეებში მისი სახელობის სია აკერია ყოველდღე პირზე. რაც შეეხება „სააკაშვილის სიას“. ვფიქრობ, ბილ ბრაუდერი მოახერხებს, ამ სიის შედგენას და რამდენიმე ქვეყნამ. შესაძლოა, სიის წევრები დაასანქციროს. ამ ეტაპზე, ვიდრე სანქციები ამუშავდება, უნდა გაირკვეს, ვინ რაშია დამნაშავე, სააკაშვილის მიმართ მართლა იყო არადამიანური მოპყრობა და წამება და  ვინ ანხორციელებდა მას, ეს გამოძიების საქმეა და ვინც დამნაშავე აღმოჩნდება, მათ შეიყვანენ სიაში.

– ვინ უნდა გამოიძიოს?

– უცხოელებმა უნდა გამოიძიონ, ჟურნლისტებმა, სამოქალაქო აქტივისტებმა, ადამიანის უფლებათა დამცველებმა… ოღონდ ეს არ იქნება კლასიკური სისხლის სამართლის  საქმის გამოძიება თავისი პროცედურებით. გამოძიება მოხდება იმ ფაქტებზე დაყრდნობით, რაც მათთვის ცნობილია. აბა, საქართველოს ხელისუფლების გამოძიება ბრაუდერს არ სჭირდება. თუმცა, თუ სააკაშვილი გარდაიცვალა, არაფრის გამოძიებას არ დაიწyებს არავინ. იუსტიციის მინისტრიდან დაწყებული, ციხის ბადრაგით დასრულებული, უამრავი ადამიანი მოხვდება ამ სიაში. შესაძლოა, იუსტიციის მინისტrის ზემდგომებიც მოხვდნენ სიაში და „ქართული ოცნების“  დეპუტატებიც. ბრაუდერი შეადგენს „სააკაშვილის“ სიას“ და ეს იქნება ერთგვარი დამოკლეს მახვილი ჩვენი ხელისუფლების თავზე.

– ევროკავშირის წევრი ქვეყნის რამდნიმე პოლიტიკოსმა განაცხადა, რომ სააკაშვილს თუ არ გაუშვებენ, მინიმუმ, უცხოეთში სამკურნალოდ, მაშინ საქართველომ ევროკომისიის  მოთხოვნილი 12 პუნქტიც რომ შეასრულოს, მაინც ვერ მიიღებს ევროკანდიდატის სტატუსსო. მართლა ამხელა წონა აქვს სააკაშვილის ფაქტორს საერთაშორისო პოლიტიკაში?

– მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილის დროს ბევრი მძიმე დანაშაული მოხდა, ის მსოფლიოშო მაინც რჩება რეფორმატორ პოლიტიკოსად. სააკაშვილმა მოკლე დროში მოახერხა მასობრივი კორუფციის დამარცხება. შექმნა ევროპული ტიპის საპატრული პოლიცია, სხვა და სხვა სახელმწიფო უწყებები – საჯარო რეესტრი, სამოქალაქო რეესტრი და კიდევ სხვა. დასავლეთი თვლის, რომ სააკაშვილი რეფორმატორია და თუ მის დროს დანაშაულებები ხდებოდა, ისინი დღევანდელ ხელისუფლებას უნდა გამოეძიებინა და დანმაშავენი დაესაჯა? არ დასაჯეს? ე.ი. არ ყოფილან დამნაშავენი -ასე ფიქრობენ დასავლეთში და მათ შორის, პოლიტიკოსებიც. დავით კეზრაშვილის საფრანგეთიდან ექსტრადაციის პროცესი გაიხსენეთ. ქართული მხარე მოუმზადებელი ჩავიდა საფრანგეთში და ყველამ ვიცით, ფრანგი მოსამარლე კინაღამ მწყობრიდან გამოიყვანა აქედან გაგზვნილმა პროკურორმა, იმდენ შეუსაბამობას ლაპარაკობდა. ყოველ ნახევარ საათში ერთხელ, შესვენებას მოითხოვდა, თბილისში რეკავდა ზემდგომებთან, მათ შორის, იუსტიციის მინისტრთან, თეა წულუკიანთან და იქიდან იღებდა ინსტრუქციებს. კეზერაშვილის სისხლის სამართლის ბრალდების საქმის ნაწილი, არც ფრანგულად, არც ინგლისურად არ იყო ნათარგმნი. ეს ხომ თბილისში განგებ გააკეთა ვიღაცამ? ეს უდავოა. აქ  ვიღაცას არ სურდა კეზერაშვილის ექსტრადაცია, ხელი დააფარეს და შედეგად, საფრანგეთმა არ გადმოსცა საქართველოს და პოლიტიკური თავშსაფარი მისცა. გაიხსენე, კიდევ რამდენ პოლიტიკოსს და ჩინოვნიკს მისცეს პოლიტიკური თავშესაფარი ევროპის ქვეყნებმა. ამან გააჩინა ეჭვი, რომ სააკაშვილის ხელისუფლების წარმომადგენლებზე მიმდინარეობდა პოლიტიკური დევნა, ადგილი ჰქონდა შერჩევით მართლმსაჯულებას. ეს  აზრი იმანაც განუმტკიცა ევროპელებს, რომ მრავალი ადამიანი, რომლებიც სხვა და სხვა დანაშაულში იმხილებოდნენ საზოგადოების, მედიის მიერ, მათი დანაშაულის კონკრეტული ფაქტები დაიდო, მაგრამ  მათზე გამოძიებაც  კი არ დაიწყო. მეტიც, ბევრი მათგანი „ქართულმა ოცნებამ“ არათუ პოსტებზე დატოვა, დააწინაურა კიდეც. ეს უკვე შერჩეული სამართალია, რაც საფუძველს აძლევს დასავლეთს, არ დიჯეროს ის ბრალდებები, რის გამოც თავად სააკაშვილი გაასამართლეს. „ქართული ოცნების“ მომხრეები ამერიკის ელჩს, ამერიკელ სენატორებს, ევროკავშირის გავლენიან პოლიტიკოსებს დაჰკიჟინებენ, „ნაციონალებმა“ ბევრი დანაშაული ჩაიდინეს,  სააკაშვილი იყო მაშინ პრეზიდენტი და  ამაზე ხმას რატომ არ იღებთო. კაცო, თუ დანაშაული ჩაიდინეს, დასაჯოს „ქართულმა ოცნებამ“, ეგენი არიან ხელისუფლებაში. ვინც უნდათ, იმათ სჯიან. უცხოელ პოლიტიკოსებსა და დიპლომატებს კი არ უნდა უძახონ, რომ „ნაციონალებმა“ ბევრი დანაშაული ჩიდინეს და არაერთი მათგანი მართლა იმსახურებს ციხეს, ბიძინა ივანიშვილს უნდა მოსთხოვონ ეს, ის წყვეტს, ვინ დაიჭირონ და ვინ არა.  ეგ არის, არ იციან, ივანიშვილს რომელ დამნაშავე „ნაციონალთან“ რა სახის  კულუარული  გარიგება აქვს და მას ვერ უბედავენ, დამნაშავეები დასაჯეო. „ქართულ ოცნებას“ შეპირებული  სამართლიანობა, რომ აღედგინა, ეს  სიტუაცია აღარ იქნებოდა. მოკლედ, ვითარება ასეთია. დასავლეთი ამ ეტაპზე  სააკაშვილის დანაშაულებებს არ განიხილავს, სისხლის სამართლის დანაშაულებების განსჯაში არ შედის. მათთვის საკმარისია ამერიკელი ნევროლოგის, ემანუელ ლახანის სამედიცინო დასკვნა, რომ სააკაშვილი მძიმედ არის ავად. ლახანი ვუნდერკინდი იყო, 12 წლისა უნივერსიტეტის სტუდენტი გახდა და დიდი ავტორიტეტია მსოფლიოს სამედიცინო წრეებში. იმავეს ამბობს ექიმი ჯეიმს კობი, ნობელის პრემიის ლაურეატი, სააკაშვილი მძიმე ავადმყოფიაო. მათი სამედიცინო დასკვნების საფუძველზე, სააკაშვილს ეკუთვნის, სულ მცირე, უცხოეთში მკურნალობა, რადგან ის დაავადებები, რაც  მათ დასკვნებშია, ევროპელი პოლიტიკოსები ჯეიმს კობის და ემანუელ ლახანის დასკვნებს ეყრდნობიან და იმიტომაც  ითხოვენ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებას. ხედავენ, რეალური საფრთხე, რომ ციხეში მოკვდეს. არა მგონია, სააკაშვილის ფაქტორმა ხელი შეუშალოს ევროკანდიდატის სტატუსის მიღებას, თუკი ჩვენი ხელისუფლება ევროკომისიის 12 მოთხოვნას შეასრულებს. თუმცა, სააკაშვილი თუ დაიღუპა, მაშინ მთელ დასავლეთთან გაგვირთულდება ურთიერთობა. ხელისუფლება ცეცხლს ეთმაშება და ვერ ხვდება.

 

თეგები: სოსო ცინცაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

16:35 04-08-2026
„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო
ახალი ამბები

„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო

14:12 04-07-2026
ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?
ახალი ამბები

ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?

17:52 04-06-2026
თიბისის მოსწავლის ბარათი- მარტივი გზა ფინანსური დამოუკიდებლობისა და გონივრული ხარჯვისთვის
ახალი ამბები

თიბისის მოსწავლის ბარათი- მარტივი გზა ფინანსური დამოუკიდებლობისა და გონივრული ხარჯვისთვის

14:22 04-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved