• რეკლამა
  • კონტაქტი
14:18, ოთხშაბათი, 15 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, ამ კონკრეტული ტყუილის შემთხვევაში, მე გთავაზობთ დავორგანიზდეთ და წავიდეთ ყველა ერთად ყვარელში” – ელენე ხოშტარია

ალია ავტორი - ალია
13:04 01-16-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
2,386

,,დროას” ლიდერი, ელენე ხოშტარია:

,,ტყუული- ასე ქვია იმ გალავანს, რომელსაც აგურ აგურ გვიშენებს რეჟიმი, რომლის ცემენტს ზოგჯერ ჩვენვე გვაზელინებს, სანამ კედელს შეამაგრებს და რომელშიც უნდა გამოვიკეტოთ. გამოვიკეტოთ წარსულის იმ ეროვნული და ევროპული ტრადიციებისგან, რომელიც თავისუფლებას, მრავალფეროვნებას და განვითარებას ქმნიდა საუკუნის დასაწყისში და გამოვიკეტოთ ევროპული მომავლისგან, რომელიც ხელის გაწვდენაზეა, მაგრამ შუაში კედელი შენდება.

ტყუილია, რომ ყვარელმა არ მიიღო ლევან ბერძენიშვილი, პირიქით, მას იქ ელოდებოდნენ. ამიტომ დააორგანიზეს ხალხი, დაავალეს მიდითო, პოლიციას აუკრძალეს საკუთარი ფუნქციის შესრულება. ტყუილია, რომ ისტორიაზე არ შეიძლება მსჯელობა ან ვინმე ამ მსჯელობისგან ბრაზდება და გიჟდება და გამორბის სახლიდან. ტყუილია, რომ ისეთი ველურები ვართ, თითქოს არ შეგვიძლია ძალადობის გარეშე საკითხების გადაჭრა და აუცილებლად უნდა მივუვარდეთ ერატმანეთს. ტყუილია, მაგრამ კარგად ორგანიზებული. ტყუილი იყო დავით გარეჯი წაგვართვეს, ტყუილია, რომ რუსთაველზე ძალადობით დარჭობილი რკინის კონსტრუქცია ჯვარია ან რამე კავშირი აქვს რელიგიასთან. ტყუილია, როდესაც შედიხარ სასამართლო დარბაზში და ვინც იქ ზის მოსამართლეა, ტყუილია, რომ რუსთაველიზე პარლამენტის შენობაში შეკრებილი ხალხი პარლამენტია, ტყუილია, რომ ვინმე ომში გვითრევს. ეს მხოლოდ ის ტყუილებია, რომელიც აბსოლუტურად ყველამ შემსრულებელმაც და დამკვირვებელმაც ვიცით, რომ ასეა. ეს არ არის განსხვავებული აზრი, ფაქტობრივი ტყუილია, მოგონილი და დაორგანიზებული.

სიმართლე არის ის იარაღი, რომელიც ამ კედელს არ ააშენებინებს. ამას კონკრეტული გამოვლინება აქვს, სიმართლე არ არის აბსტრაქტული, ფაქტია. ამიტომ რეჟიმთან ბრძოლაში, ტყუილის არდაჯერება, არ მიღება, არ მონაწილეობა, ’არდაკიდება’, უკვე იარაღია. თან ყოველ ჯერზე, რადგან ყოველ ჯერზე, როცა არ ვამბობთ სიმართლეს ის კედელი იზრდება და მერე ერთიანად დანგრევა ბევრად უფრო რთული იქნება.

ამ კონკრეტული ტყუილის შემთხვევაში, მე გთავაზობთ დავორგანიზდეთ და წავიდეთ ყველა ერთად ყვარელში, ვიყოთ ბევრნი და მოვუსმინოთ და მსურველებს მოვასმენინოთ ლევან ბერძენიშვილის ლექცია. მხოლოდ იმ მიზნით, რომ ამ ტყუილის კიდევ ერთი აგური ვერ დაარჭონ ამ გალავანს. ვეკამათოთ ბატონ ლევანს თუ ასეთი სურვილი გვაქვს, მაგრამ არ გავატაროთ ეს ტყუილი და არ მივიღოთ ამ სახით მომაწილეობა ჩვენი მომავლის ნგრევაში.

Ps Levan Berdzenishvili თქვენ დამშვიდებას ვერ გაკადრებთ, მაგრამ პატივისცემას გამოვხატავ, ვისარგებლებ მომენტით:-)

თეგები: ელენე ხოშტარია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?
ახალი ამბები

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?

15:14 07-08-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

მანქანის კონდეციონერი
ახალი ამბები

“ფრეონი აკლია, ძმაო” – დიდი საზაფხულო აფერა – როგორ ამოიცნო მანქანის კონდიციონერის პროფესიონალი ხელოსანი

19:27 07-14-2026
N1 ქსელი სამოგზაუროდ – “სელფის” როუმინგის კამპანია
ახალი ამბები

N1 ქსელი სამოგზაუროდ – “სელფის” როუმინგის კამპანია

16:39 07-14-2026
თიბისი ტექსკოლა – ონლაინ ტექგანათლება, რომელიც საქართველოს ყველა რეგიონს აერთიანებს
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლა – ონლაინ ტექგანათლება, რომელიც საქართველოს ყველა რეგიონს აერთიანებს

13:46 07-14-2026
ლომბარდი
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდი „ჰკითხე ექსპერტს“ კამპანიის ფარგლებში გადახდის მოქნილ პირობებს განმარტავს

19:38 07-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved