• რეკლამა
  • კონტაქტი
17:22, სამშაბათი, 21 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ეჭვი მეპარება ისეთი ოპონენტი, კონკურენტი და მეტოქე, როგორც სააკაშვილია, ცოცხალი გაუშვან ციხიდან“ – პაატა ზაქარეიშვილი

ალია ავტორი - ალია
20:51 01-09-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
293

ვხედავთ, როგორ არ ჩამოდის სცენიდან სააკაშვილი, მსოფლიოში საქართველოზე მის გამო საუბრობენ, – ამის შესახებ პოლიტოლოგმა პაატა ზაქარეიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ საქართველოს მესამე პრეზიდენტზე, მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა.

პაატა ზაქარეიშვილის თქმით, მიხეილ სააკაშვილის თემა არის ნიმუში იმისა, როგორი „ავადმყოფია არა სააკაშვილი, არამედ სახელმწიფო“.

„აღტაცებული ვარ, ეს ერთი ადამიანი, როგორ ქმნის თავისი თავისგან პოლიტიკოსს და ანგარიშგასაწევ ძალას. მისი ავადმყოფობა და ციხეში ყოფნაც კი, საავადმყოფოში ყოფნაც კი, ყველაფერი პოლიტიკური დღის წესრიგია.

ვხედავთ, როგორ არ ჩამოდის სცენიდან, მასზე საუბრობენ საქართველოში და მსოფლიოში საქართველოზე მის გამო საუბრობენ. ზოგადად, ეს არ არის კარგი, მაგრამ ეს არის რეალობა, კეთილი უნდა ვინებოთ და რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ.

ჩემთვის ყველაზე მიუღებელია უკვე არა სააკაშვილის და „ნაციონალური მოძრაობის“ ბედი, არამედ როგორ მოქმედებს სახელმწიფო, როგორ ხდება შურისძიება ძველი ხელისუფლების მიმართ, ეს არის გამაოგნებელი. სააკაშვილი ჩემთვის არის ნიმუში იმისა, როგორი ავადმყოფია არა სააკაშვილი, არამედ სახელმწიფო“, – განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

ასევე, პაატა ზაქარეიშვილის განცხადებით, მას ეჭვი ეპარება, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მიხეილ სააკაშვილი ციხიდან გაუშვას, რადგან მათ მიხეილ სააკაშვილის „დაბეჩავებული“ მდგომარეობა სჭირდებათ.

“ “ქართული ოცნება“ იმდენად არის ჩაბღაუჭებული ძალაუფლებაზე, იმდენად ყველაფრის მკადრებელია, რომ ეჭვი მეპარება ისეთი ოპონენტი, კონკურენტი, მეტოქე, როგორც სააკაშვილია, ცოცხალი გაუშვან ციხიდან. მე არ მგონია, რომ მისი სიკვდილი უნდათ, მაგრამ მათ უნდათ მისი დაბეჩავებული მდგომარეობა. ღმერთმა დაიფაროს და თუ გარდაიცვალა, ეს არ იქნება კარგი საქართველოსთვის, მაგრამ არ იქნება ტრაგედია „ქართული ოცნებისთვის“. მათ ურჩევნიათ, რომ არ მოკვდეს და მომაკვდავ სააკაშვილს მუდმივად ყურადღება მიჰქონდეს. წელი მთავრდება და იწყება მისი თემით, ხოლო სიღარიბე, ეკონომიკა, გეოპოლიტიკური გამოწვევები, უმუშევრობა – არაფერზე არ არის საუბარი. ეს უნდა „ქართულ ოცნებას“. მათ იციან, რომ ოპოზიცია არის სუსტი, ამიტომ ურჩევნიათ სააკაშვილის „ჰაერში ყოფნა“. განეიტრალება იქნებოდა უკრაინაში რომ გაეშვათ ომის დროს, მაგრამ მათ სჭირდებათ ასეთი სააკაშვილი, თან იქნება აქტიური თემა და თან არ გადავა წითელ ხაზებს. ჯერჯერობით ამ ტემპერატურას იკავებენ, თუმცა შეიძლება სიტუაცია გაექცეთ ხელიდან“, – განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

პაატა ზაქარეიშვილმა გადაცემაში საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ მიხეილ სააკაშვილის შეწყალების შესაძლებლობაზეც ისაუბრა.

მისი თქმით, ზურაბიშვილის განცხადებებში პოზიციის ცვლილებები შეინიშნება, თუმცა არ ჩანს, რომ სააკაშვილს აუცილებლად შეიწყალებს.

„პოზიციის ცვლილებებს ვხედავ, მაგრამ არა იმდენად, რომ აუცილებლად შეიწყალებს. მან ზედიზედ ორჯერ მკაფიოდ და ცალსახად თქვა: „არა და არასდროს“, ის ამას აღარ იმეორებს. ეს იმას შეიძლება ნიშნავდეს, რომ გამორიცხული არაფერი არაა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ აუცილებლად შეიწყალებს. მან შუალედური პოზიცია დაიკავა და ეს არის შეტყობინება პირველ რიგში ხელისუფლებისათვის, რომ მიხედეთ სააკაშვილს იმიტომ, რომ გამორიცხული არაფერია, თუ სხვა გზა არ იქნება, შეიძლება მომიწიოს, რომ შევიწყალო“, – განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

თეგები: პაატა ზაქარეიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

თიბისი Euromoney-ის რეგიონული ჯილდოს მფლობელია
ახალი ამბები

თიბისი Euromoney-ის რეგიონული ჯილდოს მფლობელია

14:31 07-21-2026
წინანდლის ფესტივალი
ახალი ამბები

წინანდლის ფესტივალი: პან-კავკასიური ახალგაზრდული ორკესტრი მე-8 სეზონზე ოთხი კონცერტით წარდგება

14:02 07-21-2026
ეპილაცია
ახალი ამბები

ალექსანდრიტი, დიოდი, თუ ნეოდიუმი? – მითები და სიმართლე ეპილაციის ტიპებზე

14:49 07-20-2026
თიბისის და FMO-ს პარტნიორობა – $210 მილიონი ბიზნესების და მწვანე ინიციატივების მხარდასაჭერად
ახალი ამბები

თიბისის და FMO-ს პარტნიორობა – $210 მილიონი ბიზნესების და მწვანე ინიციატივების მხარდასაჭერად

14:01 07-20-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved