• რეკლამა
  • კონტაქტი
06:13, ორშაბათი, 14 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ახლა, რაღას ხლართავთ, რა გეგმა გაქვთ, ბოლოს და ბოლოს მართლა არაფრის აღარ გრცხვენიათ?” – ლევან ნიკოლეიშვილი

ალია ავტორი - ალია
17:24 01-09-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
328

სააკაშვილის ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსანი, ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი ანდრეი კასიანოვის განცხადებას ეხმაურება:

„თუ რას ნიშნავს მეგობარი ქვეყანა, ალბათ უპრიანი იქნებოდა უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებლისთვის, და ასევე, უკრაინის ოფიციალური პირებისათვის გადაგვეგზავნა, ცხადია უკრაინული ენით და დაწყებული რუსული ენით დამთავრებული. რუსულადაც იმიტომ ბევრმა უკრაინული არ იცის და რუსულად უფრო სიამოვნებით მეტყველებენ (მაგალითად, არახამია!).

იქნებ მეგობრობა ის ჰგონიათ, საქართველოდან უამრავი ძებნილი ჰყავთ შეფარებული, ზოგი დაბალ და ზოგიც მაღალ თანამდებობაზე დანიშნული, რომლებიც დროდადრო კი ხან ჩვენი ქვეყნის კანონიერად არჩეული ხელისუფლების დამხობას ფიქრობენ, ხანაც ტანკებით გადავლას გვპირდებიან?!

იქნებ მეგობრობა ის ჰგონიათ, სააკაშვილი, რომელიც საქართველოში შემოპარვამდე მაღალ თანამდებობას, რომ იკავებდა და დროდადრო რევოლუციას გვიანონსებდა?! იქნებ მეგობრობა ის ჰგონიათ, როცა მათი მაღალი ხელისუფლების წარმომადგენლები ხანაც ომში ჩვენს ჩათრევას ცდილობდნენ ხანაც რუსეთთან კავშირებს ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე გვაბრალებდნენ?!

ახლა კი რაც შეეხება უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემის „ბუკის“ უკან გადაცემას, ბატონო კასიანოვ, ეს „ბუკი“ ჩვენ საჩუქრად კი არ მიგვიღია, არამედ მამასისხლად ვიყიდეთ თქვენგან უკრაინელებისგან! ჩვენ თუ იარაღით არ დავეხმარეთ ომს ვერ იგებთ? კი მაგრამ ამდენი თანამედროვე შეიარაღება და ტექნიკა რასაც დასავლეთიდან იღებთ საკმარისი არ არის! ჩვენი იარაღი წყვეტს ყველაფერს თუ გამოცდას გვიწყობთ დაგეხმარებით თუ არა?!

ერთხელ გითხრეს ოფიციალურად, რომ იარაღით ვერ დაგეხმარებით, ერთი უბრალო მიზეზიდან გამომდინარე ჩვენივე თავდაცვის უნარიანობისათვის გვჭირდება. მაშ რატომ დგება საკითხი კვლავ პროვოკაციულად?! ისე, რატომ არ ინტერესდებით რამდენი სამხედრო სამსახურისათვის და ომისათვის ვარგისი უკრაინის მოქალაქეა საქართველოში თბილად გაყუჩებული, სხვათა შორის რუსეთიდან ჩამოსულებისგან ვერაფრით გაარჩევ ერთმანეთში მშვენივრად საუბრობენ რუსულად!

ისე რა მაინტერესებს იცით, ჩვენ საქართველომ რომ გთხოვოთ, ყველა ჩვენი ძებნილების გადმოცემა გადმოგვცემთ?! მაგალითად, ბუკის სანაცვლოდ?! ბატონო კასიანოვ, ჩვენ თქვენთან ვალში არ ვართ: თუ უკრაინიდან რამე შეიარაღება მიგვიღია, მხოლოდ ფულის სანაცვლოდ ანუ გვიყიდია, დევნილები მივიღეთ, დავაბინავეთ და დავაპურეთ, ჰუმანიტარული ტვირთებით არაერთხელ დაგეხმარეთ, ყველა საერთაშორისო ფორუმზე მხარი დაგიჭირეთ! თქვენ სანაცვლოდ რას აკეთებთ-ჩვენ ძებნილებს და კრიმინალებს ინახავთ, რუსებთან კავშირებს გვაბრალებთ, ჩვენი ომში ჩათრევა არაერთხელ სცადეთ, სააკაშვილი ასარევად შემოაპარეთ, გეგონება ერთ კინკილა საჰაერო თავდაცვის სისტემაზე, „ბუკზე“ იყოს დამოკიდებული ომის ბედი ისე ითხოვთ, დასავლეთის დახმარება რას უშვებით, აღარ გყოფნით თუ არ იყენებთ ?!

ახლა, რაღას ხლართავთ, რა გეგმა გაქვთ, ბოლოს და ბოლოს მართლა არაფრის აღარ გრცხვენიათ?”

თეგები: ლევან ნიკოლეიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის ულიმიტო ინტერნეტი და მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიური პირობით
ახალი ამბები

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის ულიმიტო ინტერნეტი და მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიური პირობით

16:52 09-12-2026
ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია
ახალი ამბები

ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია

16:16 09-12-2026
„ბიტნეტის“ კრიპტო ტრანზაქციების მოცულობა და ხასიათი ეჭვს იწვევს, რომ ის ფინანსურ პირამიდებთან მჭიდრო კავშირშია – აფბა
ახალი ამბები

„ბიტნეტის“ კრიპტო ტრანზაქციების მოცულობა და ხასიათი ეჭვს იწვევს, რომ ის ფინანსურ პირამიდებთან მჭიდრო კავშირშია – აფბა

21:28 09-11-2026
მეტი დრო ინვესტირებისთვის — თიბისის მობაილბანკის ინვესტიციების პლატფორმაზე სავაჭრო საათები გაიზარდა
ახალი ამბები

მეტი დრო ინვესტირებისთვის — თიბისის მობაილბანკის ინვესტიციების პლატფორმაზე სავაჭრო საათები გაიზარდა

17:15 09-11-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved