• რეკლამა
  • კონტაქტი
05:59, სამშაბათი, 14 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, ზარი-“სახლში ვარ”..ეს იყო ენით აღუწერელი ემოცია…” – ეკა ხერხეულიძე

ალია ავტორი - ალია
16:47 12-31-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
82,823

ეკა ხერხეულიძე სოციალურ ქსელში წერს:

,,მეც შევაჯამებ უკვე მიწურულ 2022 წელს..
იმდენი სათქმელი დაგროვდა,იმხელა დარდი დამაქვს გულით,წლის აღმოჩენად მაინც ის მგონია,რომ უდიდესი თმენის უნარი მქონია.გაკვირვებული ვარ,ასეთსაც არ ველოდი საკუთარი თავისგან…
რაკი მთელი წელი მთლიანად ორი პატიმრის თავგადასავლებით განვლე,მათზე შევაჯამებ ჩემს განვლილ და ჯერ დაუსრულებელ განცდებს.

ზარი-“სახლში ვარ”..ეს იყო ენით აღუწერელი ემოცია..მხოლოდ ერთი ადამიანი რომ ვერ დაიტევს,ისეთი.ახლაც მახსოვს სად ვიდექი,უნივერსიტეტის ქუჩაზე.გავშეშდი…
ერთ წამში გადავავლე თვალი კარგ და ცუდ მოსალოდნელ ამბებს..
ვდგავარ ქუჩაში და გადაწყვეტილებას ვერ ვიღებ-მიშა საქართველოშია.როგორ? რანაირად? ახლა რა უნდა ვქნა? ვის ხელშია? სად არი? ათასი კითხვა მიფრინავს თავში,წვიმს,ტროტუარზე უგონოდ ჩამომდგარს ყოველი გამვლელი მანქანის ტალახს ტანზე ვიკრავ და მაინც ვერ ვფხიზლდები..რაღაც დროს გამოვერკვიე,ისევ ზარი(მეგობრის)-“ნიკას გააგებინეთ”..ახლა ის მაინც გავიგე საით წავსულიყავი..გავვარდი ჩუბინაშვილის ქუჩაზე.ეზოდან დავურეკე-ჩამოდითქო.გაგიჟდა,ხო არ გადაირიე,წვიმს,ამოდიო..არა,ჩამოდი,ვუმეორებ..ჩამოვიდა სირბილით,თვალებში შევხედეთ ერთმანეთს და სიტყვის თქმაც არ დაგვჭირვებია.ჩამეხუტა..ისევ წვიმს,მდუმარედ დავდივართ ეზოში და ვფიქრობთ.ხალხი გაოგნებული გვიყურებს..რაღაც მკითხა,ნიკა,არაფერი არ ვიცი,სულ ეგაა,რაც გითხარი,კარგი,კარგიო,დამამშვიდა…ცოტა ხანში ისევ მეგობრის ზარი-“მეგობრებს გააგებინე სიახლე”..მივედი ოფისში,ადამიანი ვერ ვნახე ვისაც ეს სჯეროდა..მილიონი კითხვა და არაფერზე პასუხი..აქვე გეტყვით,რომ სრული ბოდვაა თითქოს ჩვენგან ვინმემ რამე იცოდა,ან ვინმე სადმე უნდა დახვედროდა.ამას ვინც კადრულობს,რა თქმა უნდა,არამზადაა და დადგება დრო,როცა მთელი სიმკაცრით მოვთხოვ პასუხს,როგორი ვედრებაც არ უნდა არსებობდეს სხვებისგან.ამ ყველაფერმა ჩემს ნერვებზე გაიარა და ნამდვილად არ ვაპირებ სხვების მშვიდი ნერვებით ნაკარნახევი თხოვნების გათვალისწინებას.
მერე მოხდა ის,რაც მოხდა და ყველამ ერთად ვნახეთ..აქედან დაიწყო ჯოჯოხეთი..ახლა მეორე საოცრებას ვერ ვიჯერებდი-მიშა ციხეში..
პირველმა მე მოვინახულე.უმძიმესი შთაბეჭდილებით გამოვედი.რუსთავის ციხეში დავტოვე კაცი,რომელმაც ყველაზე მეტი გააკეთა ამ ქვეყნის მოდერნიზაციისთვის.ვითარებას ამძიმებდა შიმშილობის გამოცხადება.რა თქნა უნდა,მაშინვე დაიწყო მითქმა-მოთქმა “ვერ გაძლებს” ისევე,როგორც მანამდე-“ვერ ჩამოვა”..
გაძლო და რას გაუძლო,სანამ არ განადგურდა,მანამდე ეჯაჯგურა საკუთარ სიცოცხლეს.ყოველი დღე თავის შინაარსით რთული იყო,გამოყოფაც არ შემიძლია.რუსთავი,გლდანი,გორი,ისევ რუსთავი,ვივამედი..ეს სხვა სასაუბროა,მხოლოდ ის არის ცხადი,რომ ნიკას დაჭერამდე არ ვიყავი მარტო.ის მყავდა გვერდით და ვუძლებდით.ნიკა იმხელა ძალა იყო მიშასთვის,რაც მიშამაც ამ დრომდე არ იცის,რომ,როცა ნიკას განაჩენი ცხადდებოდა,ერთი პროცენტი არ მქონდა იმედი მისი თავისუფლების.გადავწყვიტე,რომ მის პროცესზე არ მივსულიყავი.საშინელების მოლოდინში მთელი დღე ხმამაღლა ვღრიალებდი და უცებ ფორმულას ეთერში დავინახე,გავვარდი,სტუდიიდან რომ გამოვიდა,მაგრად ჩავეხუტე,გავაფრთხილე,რომ შაკიკის წამლები თან ჰქონოდა-შემომხედა და ღიმილით მითხრა-მე მგონი,მარტო მე და შენ გვჯერა,რომ ხვალ დამაპატიმრებენო.
დააპატიმრეს..
ასე არასდროს არაფერი გამჭირვებია(ჩემმა ახლობლებმა იციან რასაც ვგულისხმობ) ნიკას პატიმრობა ისეთი დატყმა აღმოჩნდა ჩემთვის,რომ მთლიანად ამოაყირავა ჩემი ცხოვრება.უპირველესად,უსამართლობა ,მერე ყველა სხვა დანარჩენი.მთავარი მაინც ის,რომ მე გაჭირვებაში ნიკას გარეშე ცხოვრება აქამდე არ ვიცოდი და არც ის ვიცი ახლა როგორია.
ბედისწერამ იმითაც დამსაჯა,რომ ჩემი უსაყვარლესი მეგობარიც ვნახე ციხეში..ეს ერთი ადამიანისთვის მეტისმეტია.
პატიმრობაზე უსამართლო ბედი დაჰყვა ნიკას,რეალობა ისე განვითარდა,რომ მის პატიმრობაზე საუბარი უხერხულობას იწვევს და ეს კიდევ უფრო მკლავს.ვინ რა იცის რა განძია ეს ბიჭი,რამდენჯერ მიუტანია თავი სამსხვერპლოზე საქმისთვის,თავის ქვეყნისთვის,სხვების უკეთ ყოფნისთვის.არაფრისთვის ის ციხეში არ ზის გარდა იმისა,რომ მიშას გამოაცალეს ყველაზე დიდი საყრდენი.რამდენიც არ უნდა ჩაიკარგონ ბრიყვები საკუთარ “შეთქმულებებში” მიზეზი ისაა,რაც უკვე დავწერე.
ისე მიიღო პატიმრობა,თითქოს კანონიერ ქურდობაზე ოცნებობდა და გარდაუვალი გზა იყო კარიერისთვის ციხის კედლები.ზის უხმაუროდ,მტკიცედ,მომავლის უსაზღვრო იმედით და ქვეყანაზე მოფიქრალი.ყოველ პაემანზე სიცილით შემოდის,ქოცების ქოცურობას დასცინის და გადამდებ რწმენას გატანს,რომ ყველაფერი ძალიან მაგრად იქნება.მისი ყველაზე დიდი დარდი მიშას ჯანმრთელობაა,საკუთარ თავზე არც სალაპარაკო აქვს და არც სურვილი.კითხულობს დახარბებული და თვლის,რომ ეს დრო მაქსიმალურად უნდა გამოიყენოს ამისთვის.
არ ვიცი ვის როგორ გესმით,როცა ვამბობ ხოლმე-მიშა უკრაინის ომში ფრონტის ხაზზეათქო,მაგრამ ეს მართლაც ასეა.მას შემდეგ,რაც ყველა თავისუფალი ადამიანისთვის ერთად გათენდა 24 თებერვლის სისასტიკე,ადამიანი მთლიანად განცალკევდა ყველაფრისგან.ის როგორც ერთი ჯარისკაცი,რომელიც ტყვედ ჩავარდა,ისე იბრძვის უკრაინისთვის.მის პალატაში ფრონტის ხაზია-ბოლო ხმაზე აწეული უკრაინული საინფორმაციო გამოშვებების ხმა გამაყრუებლად ყვირის,უკრაინული ჯარის წინსვლა ახარებს და ცუდი ამბები აღონებს.უიარაღოდ იბრძვის ყველა შესაძლო ხერხით და დარწმუნებულია გარდაუვალ გამარჯვებაში.
“ხედავ რუსები ჩვენს თვალწინ მთავრდებიან,მაინც მოვესწარით”…
ყველას დაგვაქვს გულით ადამიანური სევდა და სიხარული.ყოველ ჩვენგანს ჰგონია,რომ უბედურებამ მისთვის მოიცალა,ძალიან მინდა ვცდებოდე.მიშას სიტყვები-“სახლში ვარ” არ მინდა სახლში სიკვდილით დასრულდეს❤️
ნიკას სიტყვები-” მე არ ვეძებ თავისუფლებას, მე უს მაქვს.მე ვეძებ სამართლიანობას, თქვენი ვალია მაპოვნინოთ” მინდა აღსრულდეს❤️
ჩემი ფიქრები მიშას პალატაში და ნიკას საკანშია.ერთად შევხვდებით უკეთესის
მოლოდინით 2023 წელს?

#თავისუფლებამიშას
#თავისუფლებანიკას
დიდება გმირებს????
გამარჯვება უკრაინას??
პ.ს-ამ ფოტოზე მე,ნიკა და მიშა ვენის გზაზე მუსიკას ვუსმენთ.კიდევ მოვუსმენთ??”

თეგები: ეკა ხერხეულიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?
ახალი ამბები

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?

15:14 07-08-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

ლომბარდი
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდი „ჰკითხე ექსპერტს“ კამპანიის ფარგლებში გადახდის მოქნილ პირობებს განმარტავს

19:38 07-13-2026
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამაში, ივნისის თვეში, 600 მეწარმე ჩაერთო
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამაში, ივნისის თვეში, 600 მეწარმე ჩაერთო

16:31 07-13-2026
ივნისის განახლებები თიბისის მობაილბანკში – გამოსცადე ახალი შესაძლებლობები და მიიღე ფულადი პრიზების მოგების შანსი
ბიზნესი

ივნისის განახლებები თიბისის მობაილბანკში – გამოსცადე ახალი შესაძლებლობები და მიიღე ფულადი პრიზების მოგების შანსი

18:05 07-11-2026
ქართული ბენტონიტი მსოფლიო ბაზარზე – „ასკანგელ ალიანსი“ ინდუსტრიას თიბისისთან ერთად ავითარებს
ახალი ამბები

ქართული ბენტონიტი მსოფლიო ბაზარზე – „ასკანგელ ალიანსი“ ინდუსტრიას თიბისისთან ერთად ავითარებს

13:36 07-10-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved