საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედამ, გიული ალასანიამ კლინიკა „ვივამედში“ შვილის მონახულებამდე განაცხადა, რომ 2008 წლის ომი გრძელდება და ის არცერთი დღე არ შეწყვეტილა.
გიული ალასანიამ დღეს კიდევ ერთხელ ხაზგასმით ისაუბრა სასამართლო პროცესების დაჩქარების აუცილებლობაზე.
“დეტალები არ ვიცი, რამდენად მისცემენ შესაძლებლობას [სასამართლო პროცესზე ჩაერთოს] ესეც არ ვიცი ჯერჯერობით. რომ საჩქაროა ამას ყოველთვის ვიმეორებ, უფრო ტენდენცია არის პროცესის გაჭიანურებისკენ. გოლდსმიტი, რომელიც დაიკითხა ძალიან მნიშვნელოვანი იყო და ეს ძალიან მნიშვნელოვანია ტოქსიკოლოგის, დევიდ სმიტის გამოკითხვა. ჩვენ ფაქტობრივად ომში ვართ, ომი გვაქვს, 2008 წლის ომი გრძელდება, არცერთი დღე არ შეწყვეტილა ეს ომი”,- ამბობს გიული ალასანია.














კომენტარები