• რეკლამა
  • კონტაქტი
18:03, სამშაბათი, 17 ივნისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„სად არის ანტომონოპოლიური სამსახური? არ შეიძლება, ერთმა ან რამდენიმე კომპანიამ დააწესოს ბაზარზე ფასები და ხალხი გაყვლიფოს“ – სოსო ცინცაძე

ალია ავტორი - ალია
19:50 12-27-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
15,759

ლევან ჯავახიშვილი

„ალიას“ ესაუბრება ექსპერტი საერთაშორისო საკითხებში სოსო ცინცაძე.

– ბატონო სოსო, საქართველო მალე ახალ საერთაშორისო ენერგოპროექტში ჩაერთვება. აზერბაიჯანმა, რუმინეთმა, უნგრეთმა  და საქართველომ  ევროპის  ამ ქვეყნებისთვის მწვანე ელექტროენერგიის მიწოდების შესახებ მემორანდუმი გააფორმეს. აზერბაიჯანიდან ელექტრო კაბელი რუმინეთამდე, შემდეგ უნგრეთამდე გაგრძელდება, ხოლო საქართველო სატრანზიტო ფუნქციას შეასრულებს. აქვე შეგახსენებთ, რომ საქართველოს გავლით, აზერბაიჯანი ევროპას გაზს აწვდის, მაგრამ ამ მიმართულებითაც განხორციელდება ახალი პროექტები, რადგან აზერბაიჯანი ევროპისთვის გაზის მიწოდების მნიშვნელოვნად გაზრდას აპირებს. ვფიქრობ, ეს სერიოზული  მიღწევაა. თქვენ რას იტყვით?

– ჩავთვალოთ, რომ ეს მიღწევაა საქართველოსთვის. რუსეთ-უკრაინის ომმა, ახალი რეალობა შექმნა ევროპაში. ევროპის მიერ რუსულ გაზზე და ზოგადად, რუსულ ენერგომატარებლებზე  უარის თქმამ  მოგვიტანა ეს მნიშვნელოვანი ფუნქცია და ცხადია, ამას მოჰყვება დიდი ფული, ან გაზი და ელექტროენერგია, რომელიც საქართველოს  დარჩება იმის საფასურად, რომ აქ გაივლის ეს მარშრუტები. მე ის მაინტრესებს, შეეხება ეს რიგით მოქალაქეებს? მომავალში გაიაფდება გაზი და დენი? ეს არის საინტერესო, ეს არის მთავარი, თორემ ბიუჯეტში ფული რომ შევა თუ ნატურით დარჩება ქვეყანას გაზი და დენი, ეს ასე იქნება. აგერ, წყალს მიაქვს საქართველო, 26 000 მდინარეა და 43 ხელოვნური  წყალსაცავი გვაქვს, ერთ სულ მოსახლეზე წყლის რესურსების რაოდენობით, ევროპაში ერთ-ერთ პირველ ადგილზე ვართ, მაგრამ საქართველოში უფრო ძვირი ღირს წყალი, ვიდრე არაბეთის გაერთიანებულ საემიროებსა და კატარში, სადაც წყლის კატასტროფული დეფიციტია. მთავარია, ის მოგება, რასაც ეს პროექტები მოიტანს, ხალხთან მივიდეს, ხალხს გაუიაფდეს გაზი და დენი, ფული სოციალურ პროექტებს მოხმრდეს. თუ ასე არ მოხდა, ხალხს ცხოვრება არ გაუუმჯობესდა, მთელი საქართველო რომ  დაქსელონ ელექტროენერგიის კაბელებითა და გაზის მილებით, რა აზრი აქვს? „თაიმსში“ გამოქვეყნდა იმ ქვეყნების სია, სადაც  გაძვირდა ელექტრომატარებლები და  გაძვირდა იმ ქვეყნებში, რომლებიც რუსეთზე იყვნენ დამოკიდებულები და უარი თქვეს რუსული ენერგომატარებლების შეძენაზე, დაუწესეს მას სანქციები. იმ ქვეყნებში კი, რომელთაც სანქციები არ დაუწესეს რუსეთს, უარი არ თქვეს რუსულ ენერგომატარებლებზე, ისინი გაიაფდა. იმიტომ გაიაფდა, რუსეთი მათ იაფად, ბევრ ქვეყანაში ნახევარ ფასად ჰყიდის. ჩვენ ხომ ნავთობის დიდ ნაწილს, ელეტროენერგიის რაღაც ნაწილს  რუსეთიდან ვყიდულობთ? აქ რატომ არ იაფდება ენერგომტარებლები? არც სანქციებს შევუერთდით, არც რუსული  ენერგომატარებლების შეძენაზე გვითქვამს უარი. არადა, წესით, ნავთობი შესამჩნევად და ელექტროენერგია მცირედით მაინც  უნდა გაიაფებულიყო. ცხადია, ნავთობში ბენზინსაც ვგულისხმობ. პირიქით, ძვირდება. ყველაფერი უკუღმა რატომ ხდება ამ ქვეყნაში?

– ალბათ იმიტომ, რომ კარტერული გარიგების შედეგად, მონოპოლისტები არ უშვებენ  ფასების დაბლა დაწევას. ამ კომპანიებს ენერგომატარებლები რომ აჩუქონ, მაინც იმ ფასად გაყიდიან, როგორც დღეს ყიდიან. არა?

– კი, ეგრეა, მაგრამ სად არის ანტომონოპოლიური სამსახური? არ შეიძლება, ერთმა ან რამდენიმე კომპანიამ დააწესოს ბაზარზე ფასები და ხალხი გაყვლიფოს. მე ისიც მახსოვს, ნავთობის საერთაშორისი ბირჟაზე 1 ბარელი ნავთობი 120$ ღირდა და მოულოდნელად 80%-ზე ჩამოვარდა ფასი. მანამდე და მერეც ბევრჯერ იყო ასეთი მოულოდნელი თუ დაგეგმილი გაიაფება. ყველგან  იაფდებოდა ბენზინი და დიზელის საწვავი, საქართველოს გარდა. აქ  ჩვენი ნავთობკომპანიების ხელმძღვანელები აცხადებდნენ, ძველ ფასში გვაქვს ნაყიდი და ვერ გავაიაფებთო. 30 წლის მანძილზე, ერთხელ როგორ ვერ იყიდეს ახალ ფასში, იაფად, რომ  ხალხს შვება მისცენ? ამ მონოპოლისტებს თუ არ მიხედეს, არაფერი გვეშველება. ყოველდღე იზრდება არა მხოლოდ საწვავის ფასი, ყველაფრის ფასი, პროდუქტის, პირველადი მოხმარების საგნების, გინდა ადგილობრივი წარმოებისა იყო და გინდა უცხოური. ესეც მონოპოლიების შედეგია. პირ­ვე­ლი ან­ტი­მო­ნო­პო­ლი­უ­რი კა­ნო­ნი აშ­შ-ში ჯერ კი­დევ 1890 წელს მი­ი­ღეს, ეს იყო ან­ტიტ­რეს­ტუ­ლი, ანუ „შერ­მა­ნის აქ­ტი”, რო­მე­ლიც ვაჭ­რო­ბა­ში დის­კრი­მი­ნა­ცი­ას, მო­ნო­პო­ლი­ას ზღუ­დავ­და. ან­ტი­მო­ნო­პო­ლი­უ­რი კა­ნონ­მდე­ბ­­ლო­ბის პირ­ველი მსხვერ­პლი კონ­ცერ­ნი „სტანდარტ ოილ კომპანი“  გახ­და, რო­მე­ლიც ჯონ როკ­ფე­ლე­რის მი­ერ იყო და­არ­სე­ბუ­ლი. შე­სა­ბა­მის­მა ორ­გა­ნო­ებ­მა და­ად­გი­ნ­ეს, რომ კომ­პა­ნი­ამ ამე­რი­კუ­ლი ბაზ­რის 90%-ის მო­ნო­პო­ლი­ზე­ბა მო­ახ­დი­ნა. 1911 წელს, აშშ-ის უმაღ­ლე­სი სა­სა­მარ­თლოს გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბით, კონ­ცერ­ნი 34 და­მო­უ­კი­დე­ბელ კომ­პა­ნი­ად და­ი­ყო. სა­მი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მსოფ­ლიო ბიზ­ნესელი­ტის ყუ­რადღ­ე­ბა მიპყ­რო­ბი­ლი იყო სკან­დალ­თან, რო­მე­ლიც ბილ გე­იტ­სის კომ­პა­ნია “მა­იკ­რო­სოფ­ტის” მი­ერ ან­ტი­მო­ნო­პო­ლი­უ­რი კა­ნონ­მდებ­ლო­ბის დარ­ღვე­ვას უკავ­შირ­დე­ბო­და. ვა­შინ­გტო­ნის სა­ოლ­ქო სა­სა­მარ­თლოს გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბით, გე­იტ­სის კომ­პა­ნია ორ ნა­წი­ლად და­ი­ყო. თა­ვად ბიზ­ნეს­მენ­მა კი რამ­დე­ნი­მე ათე­უ­ლი მი­ლი­არ­დი დო­ლა­რი და­კარ­გა და მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე მდი­და­რი ადა­მი­ა­ნის სტა­ტუს­საც გა­მო­ეთხ­ო­ვა. მილირდები დაკარგა „მაიკროსოფტის“ მეორე დამფუძნებელმა, პოლ ალენმაც. არადა, მათ რაიმე კი არ დაუშავებიათ და  კარტერული გარიგებები კი არ ჰქონიათ. საკუთარი ნიჭით, შრომით და სუფთა ფულით შექმნეს ეს კომპანია, მაგრამ იმდენად მონსტრი კომპანია იყო „მაიკროსოფტი“, ამ სფეროში ამერიკის ბაზრის 80-ზე მეტს ფლობდა და სხვა კომპანიებს განვითარების საშუალება არ ეძლეოდათ, ადგნენ და კომპანია ორად გაუყვეს, რითაც სხვებს მიეცათ განვითარების შანსი. ამერიკაში როკფელერს და ბილ გეიტსს არ მოერიდნენ და ჩვენთან კიდეც, ხელისუფლებასთან შეკრულმა ვიღაც თაღლითებმა  გააღატაკეს ხალხი. ეს არის დანაშაული. იმ საერთაშორისო ენერგოპროეტებიდანაც ერთეულები იხეირებენ. ფული შევა ბიუჯეტში და მერე სხვა და სხვა გზით აითვისებენ. შესაძლოა, მცირე ნაწილი მოახმარონ სოციალურ პროეტებს, რაღაც პაკეტები გაზარდონ, ჯანდაცვასა და სოცდაუცველებს გაუზარდონ დაფინანსება, მთლად უნამუსობა რომ არ გამოუვიდეთ.

– ცალსახად მხოლოდ იმის თქმა შეიძლება, რომ ამ პროექტების განხორციელებით, საქართველოს უსაფრთოების ხარისხი გაიზრდება, ასეა?

– კი, ეგ ულაპარაკო ამბავია. ვინც ამ  პროექტებში მონაწილეობს,  ის ქვეყნები ხომ იზრუნებენ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების გაზრდაზე, ასევე, ის ქვეყნებიც, რომლებიც საქართველოს გავლით მიიღებენ გაზსა და ელექტროენერგიას. აზერბაიჯანული გაზი თურქეთის გავლით  მიდის ევროპაში და დღეს თურქეთს, ბირთვულ შეიარაღებას თუ არ ჩავთვლით, ყველა ევროპულ ქვეყანაზე ძლიერი არმია ჰყავს. მარტო თურქეთის მხარდაჭერაა ჩვენი უსაფრთხოებისთვის  დიდი ამბავი. ჩემი აზრით, ამ პროექტების მეშვეობით, აზერბაიჯანთან უფრო მჭიდრო, მეგობრული ურთიერთობა გვექნება და ხელისუფლებამ თუ მოინდომა, აზერბაიჯანთან რაც სადავო საკითხები გვქვს, მათი მოგვარება გაიოლდება. ქვეყნის უსაფროების  გაზრდის კუთხით, ამ პროექტებში მონაწილეობა, აქტივში უნდა ჩავუთვლოთ ხელისუფლებას.

თეგები: სოსო ცინცაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ჩაჯდება, თუ არა, ივანიშვილი ციხეში? – “ახლა რეალურად გაგიხსნი კარტებს და თუ მაგარი გოგო ხარ, დაბეჭდე!” – შათირიშვილი
ახალი ამბები

ჩაჯდება, თუ არა, ივანიშვილი ციხეში? – “ახლა რეალურად გაგიხსნი კარტებს და თუ მაგარი გოგო ხარ, დაბეჭდე!” – შათირიშვილი

22:49 06-13-2025
„ბახმუტის შეტევის წარუმატებლობის შემთხვევაში, რუსებს არც ფიზიკური და არც მორალური ძალა აღარ დარჩებათ თავდაცვაში გადასასვლელად“ – გიორგი თავდგირიძე
ახალი ამბები

,,რეალობა ისაა, რომ ჩვენ ვართ აშშ-სა და ევროპისთვის მტრული სახელმწიფო… რუსეთთან ალიანსი ნატო-ს სამიზნედ გვაქცევს” – რას უყვება ,,ალიას” გიორგი თავდგირიძე?

21:01 06-05-2025
“ნავროცკი რუსეთის მიერ ძებნილია, მისი აზრით რუსეთის იმპერიული მემკვიდრეობა უნდა განადგურდეს” – ვინ გახდა პოლონეთის ახალი პრეზიდენტი
ახალი ამბები

“ნავროცკი რუსეთის მიერ ძებნილია, მისი აზრით რუსეთის იმპერიული მემკვიდრეობა უნდა განადგურდეს” – ვინ გახდა პოლონეთის ახალი პრეზიდენტი

20:25 06-02-2025
აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად
ახალი ამბები

აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად

19:36 05-19-2025

ბიზნესი

სკინტლის სკანდალთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლოში დასკვნითი  სხდომა გაიმართება – დეტალები
ახალი ამბები

სკინტლის სკანდალთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლოში დასკვნითი სხდომა გაიმართება – დეტალები

15:53 06-17-2025
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

13:37 06-17-2025
ბიზნესდაჯილდოება 2025-ზე, ცხრა წლის მანძილზე ყველაზე მეტი ბიზნესი დარეგისტრირდა
ახალი ამბები

ბიზნესდაჯილდოება 2025-ზე, ცხრა წლის მანძილზე ყველაზე მეტი ბიზნესი დარეგისტრირდა

13:11 06-17-2025
სუხიშვილები არქელებისთვის – გრანდიოზული საღამო მხოლოდ არქის მაცხოვრებლებისთვის
ახალი ამბები

სუხიშვილები არქელებისთვის – გრანდიოზული საღამო მხოლოდ არქის მაცხოვრებლებისთვის

12:46 06-17-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved