• რეკლამა
  • კონტაქტი
02:39, ხუთშაბათი, 2 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“აშშ-ის სპეცსამსახურები ყველაფერს გააკეთებენ მათი ქართველი აგენტის გადარჩენისთვის!” – ხოფერია სააკაშვილზე

ალია ავტორი - ალია
10:32 12-26-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
647

ყოფილი დეპუტატი, ხათუნა ხოფერია საქართველოს მესამე პრეზიდენტს აშშ-ის აგენტს უწოდებს და წერს, რომ “აშშ-ის სპეცსამსახურები ყველაფერს გააკეთებენ მათი ქართველი აგენტის გადარჩენისთვის”.

 

“რაც უფრო მძაფრდება სააკაშვილის გარშემო ტყუილ-მართალი, ზეწოლა-მუქარები, ავანტიურა-სიმულაციები, მით უფრო კარგად იკითხება ამერიკის სპეცსამსახურების ხელწერა!

 

დიახ, აშშ-ს სპეცსამსახურები ცდილობენ და გარწმუნებთ, ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რათა გადაარჩინონ საკუთარი იმიჯი და ერთხელ და სამუდამოდ დაარწმუნონ ყველა, რომ მათ ძალუძთ თავიანთი აგენტურის დაცვა!

 

ნავალნი, ლიტვინენკო, მილინკევიჩი, ტიხანოვსკაია, და ბოლოს სრულიად სამარცხვინო გაცვლა ვიქტორ ბუტის… ეს ის რამოდენიმე აგენტია, რომელთა დაცვა და გადარჩენა ამერიკის “ჩეკისტებმა” ვერ შეძლეს… ანუ პროექტები ჩაუვარდათ… გარწმუნებთ, ასეთი ჩამონათვალი გრძელია და ამგვარი ფინალით დასრულებული აგენტების ცხოვრება, ბევრ კითხვებსა და დიდ უნდობლობას იწვევს სერიოზული რისკების ქვეშ მოქმედ ჯეიმს ბონდებში.

 

ჰო და, ამას თუ დაემატა “დემოკრატიის შუქურად” წოდებული, საქართველოს ორგზის პრეზიდენტის, უკრაინის რეფორმების მამის -მიხეილ სააკაშვილის აგენტურული საქმიანობის სამრცხვინო ფინალი, ბევრი “მოქმედებაში ჩაშვებული” პროექტი დადგება კითხვის ნიშნის ქვეშ! ან საერთოდ გამოვა კონტროლიდან.

 

დიახ, აშშ-ს სპეცსამსახურები ყველაფერს გააკეთებენ მათი ქართველი აგენტის გადარჩენისთვის! პირველ რიგში კი, საკუთარი იმიჯის გადარჩენისთვის!
დღეს მიშას “სვაბოდაზე” გაშვების ორი გზა არსებობს:

 

1. პრეზიდენტის შეწყალება.
2. სასამართლოს გადაწყვეტილება,
სასამართლოს მიერ სააკაშვილისთვის სასჯელის შეჩერების (გადავადების… როგორც არი რაა…) გადაწყვეტილების მიღება პირდაპირ ასოცირდება ხელისუფლებასთან და ახდენს მის სრულ დისკრედიტაციას. ამერიკელებისთვის ეს ვარიანტი იდეალურია, რადგან საკუთარი აგენტურის დაცვის დემონსტრირებასთან ერთად, საქართველოს მმართველი პოლიტიკური ძალის (რომელსაც საკმაოდ მაღალი მხრდაჭერა აქვს სამშვიდობო პოლიტიკიდან გამომდინარე) სერიოზულ დასუსტებას და უფრო მეტიც, საკუთარი მხარდამჭერების მხრიდან პრობლემების შექმნასაც მოახერხებენ. ანუ, ორი კურდღლის დაჭერას შეძლებენ.

 

პრეზიდენტის მხრიდან სააკაშვილის შეწყალების მიღწევა აშშ-ის სპეცებისთვის არ მგონია პრობლემას წარმოადგენდეს. რა თქმა უნდა, ამ ნაბიჯს სალომე ზურაბიშვილი გადაყვება. მიშა, ქალაქის თავი ნოშრევანივით, გავგიჟდი- გავცოფდის ძახილით შემოცხებს ფერხულს… მაგრამ ეს იქნება ერთი აგენტის ხარჯზე, მეორე აგენტის გადარჩენა… ანუ, თხა ვიყიდე, თხა გავყიდე… საქართველოს ხელისუფლება კი, დიდი ალბათობით, უფრო განიმტკიცენს პოზიციებს… არა და, როგორ სურთ, როგორ სჭირდებათ ქართული სახელმწიფოს გატეხვა!!!…
დღეს ასეთი დილემის წინაშეა მსოფლიო “უსაფრთხოების სამსახურები”.

 

იმასაც ნუ დავივიწყებთ, რომ თავკონტროლდაკარგული სააკაშვილი აუცილებლად ალაპარაკდება. ალაპარაკდება საქართველოს ციხეში თუ ვივამედის პალატაში. ალაპარაკდება საქათველოს საზღვრებს გარეთაც, როდესაც მას, მისთვის სასურველ დაფნის გვირგვინს არ დაადგამენ თავზე. როდესაც არ ჩართავენ უმაღლესი რანგის პოლიტიკურ პროცესებში… არა და, რავარი ჩასართავია?!… სწორედ ამიტომ დაადუმებენ!
დანარჩენი იხილეთ ჩემ წერილში, რომელიც მიშას მივწერე.
P.S.
ჩემთვის, სულ ერთია, რომელი სცენარით მიაღწევენ “ვიღაცეები” სისხლის სამართლის დამნაშავის გაშვებას! ჩემთვის მიუღებელია სიმართლისთვის და სამართალისთვის სახეში შეფურთხების მცდელობა! სასწორის პინაზე ჩემი სამშობლოს სახელმწიფოებრიობა და თავისუფლება დევს და არავისთვის ანგარიშის გაწევას არ ვაპირებ! უფრო მეტიც!… მინდა, რომ ყველამ თავის ბოზ მამიდას მიხედოს!”, – წერს ხოფერია.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

აიქეში – ციფრული პროგრამა ბიზნესის ონლაინ სამართავად
ახალი ამბები

აიქეში – ციფრული პროგრამა ბიზნესის ონლაინ სამართავად

15:30 04-01-2026
რა უნდა გაითვალისწინო, თუ სამოგზაუროდ ესპანეთში მიდიხარ
ახალი ამბები

რა უნდა გაითვალისწინო, თუ სამოგზაუროდ ესპანეთში მიდიხარ

14:07 03-31-2026
კოლაგენი: რატომ არის ის აუცილებელი ახალგაზრდული კანისა და ჯანმრთელი სხეულისთვის?
ახალი ამბები

კოლაგენი: რატომ არის ის აუცილებელი ახალგაზრდული კანისა და ჯანმრთელი სხეულისთვის?

19:33 03-30-2026
მინუს 64 კილო 1 წელში – რა დროში ჩანს ბარიატრიის პირველი შედეგი და როგორია ცხოვრება ოპერაციის შემდეგ? – ხატია ბურჯანაძე
ახალი ამბები

მინუს 64 კილო 1 წელში – რა დროში ჩანს ბარიატრიის პირველი შედეგი და როგორია ცხოვრება ოპერაციის შემდეგ? – ხატია ბურჯანაძე

15:55 03-30-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved