Snoop Dogg-მა ილონ მასკს „ტვიტერის“ ხელმძღვანელის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურა შესთავაზა.
ამერიკელმა რეპერმა Snoop Dogg-მა საკუთარ Twitter-ზე ჩაატარა გამოკითხვა, უნდა დაიკავოს თუ არა სოცქსელის ხელმძღვანელის თანამდებობა.
გამოკითხვაში მონაწილეობა დაახლოებით 3,4 მილიონმა ადამიანმა მიიღო. მათი 81% Snoop Dogg-ის Twitter-ის ხელმძღვანელად დანიშვნის მომხრეა, 19% კი წინააღმდეგი.
შეგახსენებთ, კომპანიების, SpaceX-ის და Tesla-ს დამფუძნებელმა, ასევე, „ტვიტერის“ ხელმძღვანელმა ილონ მასკმა განაცხადა, „დავტოვებ აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობას, როგორც კი ვიპოვი ვინმეს, საკმარისად სულელს იმისთვის, რომ დაიკავოს ეს პოსტი! ამის შემდეგ მე მხოლოდ პროგრამული უზრუნველყოფისა და სერვერების გუნდებს ვუხელმძღვანელებ“.














კომენტარები