• რეკლამა
  • კონტაქტი
17:02, პარასკევი, 15 მაისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„გახარიას ამის “ერთი ადგილი” საიდან?“ – დავით ქართველიშვილი

ალია ავტორი - ალია
19:37 12-23-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
552

„ხალხის ძალის“ წევრი, დავით ქართველიშვილი:

„როდესაც „კანონიერი მოღალატე”, მედროვე და უმადურობის ეტალონი – გიორგი გახარია, ქვეყნის განვითარების ბოლო 30-35 წელიწადში დაშვებულ შეცდომებს და პასუხისმგებლობას მოქმედ ხელისუფლებას აკისრებს, ძნელია არ დაეთანხმო თუნდაც მასთან მიმართებით აღმოცენებულ გარემოებაში. წინააღმდეგ შემთხვევაში “ექსპერტ” ხუხაშვილის რეკომენდაციით ეს “დაბალი სოციალური საფასურის” მქონე “ტროას სახედარი” რანაირად აღმოჩნდებოდა დღეს თავის უზნეობის პიკზე?

როდესაც ქართველობაზე, კაცობაზე, ზნეობაზე ტესტ-ვერ-ჩამბარებელი ეს მერამდენე ექსპერიმენტალური ნიმუში, “პერსონალიზებული პასუხისმგებლობით” ემუქრება ხელისუფლებას, რომელსაც მისნაირი უ-სამშობლო და ამორალური არარაობების მიერ დატოვებული “ავგიას თავლების” გაწმენდა უწევს მათ მიერ უხვად დატოვებული “განავალისაგან” – მაინც ეკითხები საკუთარ თავს: ღირს კი ამ ერთპროცენტიან “პოლიტიკოსებს” შენი დრო დაუთმო თუნდაც პასუხის გასაცემად?

მაგრამ ამაშია სწორედ ის უბედურება, რომ ბიძინა ივანიშვილის ხელით ნაგავიდან და ტალახიდან აღმოცენებული მოღალატეთა ეს ლეგიონი – დღეს ყველგან, საქართველოს გარდა, იმ “ბრენდებს” წარმოადგენენ, რასაც ყოფილი პრეზიდენტი, პრემიერი თუ მინისტრი ჰქვია. და ამ ბრენდებს ამოფარებულები ისინი ურცხვად, უსინდისოდ იმ თავის გუშინდელ “მამა-მარჩენალს” აგინებენ, ვისი წყალობითაც – თუნდაც ბრენდის სახით, დღეს ხმის ამოღების უფლება მოიპოვეს.

საქართველოში განვითარებული ღალატის ამ არნახული ვაქხანალიის ფონზე, არაკაცობის და ზურგში დანის ჩარტყმის 30-ვერცხლიანი საფასურიც აღარა მგონია ნომინალად ითვლებოდეს. აშკარად გაუფასურდა! ვერც იუდა ისკარიოტელთან მივლენ ახლოს, რომელსაც შემორჩენილი სირცხვილის უკანასკნელმა წვეთმა უკარნახა – რაც უნდა გაეკეთებინა ღალატის შემდეგ. გახარიას ამის “ერთი ადგილი” საიდან? საქართველოს ისტორიის სანაგვეზე გადასროლილი კიდევ ერთი მაზაკვალი…”

თეგები: დავით ქართველიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“როგორ ეხმარება საქართველო კრემლს ნავთობის სანქციების გვერდის ავლაში” – ნიდერლანდური მედიის სკანდალური სტატია ყულევზე
ახალი ამბები

“როგორ ეხმარება საქართველო კრემლს ნავთობის სანქციების გვერდის ავლაში” – ნიდერლანდური მედიის სკანდალური სტატია ყულევზე

13:35 05-07-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026
,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026

ბიზნესი

შენი საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის – ნახე, რა სიახლეები დაემატა თიბისის მობაილბანკს
ახალი ამბები

შენი საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის – ნახე, რა სიახლეები დაემატა თიბისის მობაილბანკს

15:12 05-15-2026
ექსპრეს ლომბარდი საპროცენტო განაკვეთების გამჭვირვალობის ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდი საპროცენტო განაკვეთების გამჭვირვალობის ახალ სტანდარტს ამკვიდრებს

13:25 05-15-2026
დაიწყე კარიერა ტექნოლოგიებში თიბისი IT აკადემიასთან ერთად
ახალი ამბები

დაიწყე კარიერა ტექნოლოგიებში თიბისი IT აკადემიასთან ერთად

14:14 05-14-2026
სტერეოტიპი – მიკროავტობუსი საშიშია – რა იწვევს შიშს რეალურად?
ახალი ამბები

სტერეოტიპი – მიკროავტობუსი საშიშია – რა იწვევს შიშს რეალურად?

20:31 05-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved