• რეკლამა
  • კონტაქტი
14:20, პარასკევი, 28 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„გამოდის უმრავლესობის წარმომადგენელი, სიბილწეს ამბობს ადამიანთან დაკავშირებით და მას ტაშს უკრავენ…“ – დავით უსუფაშვილი

ალია ავტორი - ალია
02:08 12-23-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
201

„ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი დავით უსუფაშვილი „პალიტრანიუსის“ ეთერში აცხადებს:

„მომწონს – არ მომწონს, მისი ხედვები ასეთი ან ისეთია – ეს ამბავი მორჩა. ყველაზე უფრო არაადამიანურ ვითარებაში მყოფია ყველა პატიმარი, ვინც ციხეშია. ამ ადამიანზე არ შეიძლება ქილიკი, საკანში თუ საავადმყოფოს პალატაში მისი რაღაც ტიპის ქმედებების გამოფენა. იუსტიციის მინისტრი ასე იქცევა, ბავშვები რომ იჩხუბებენ ქუჩაში და ამბობენ – იმან ჯოხი ჩამარტყა, მე კიდევ ქვა ვესროლეო. გამოდის იუსტიციის მინისტრი და ამბობს – ისეთ რამეებს გვაბრალებენ, რომ აი, გაჩვენებთ, რაშია სიმართლე. არ ვიცი, რას შევადარო ეს არაადამიანური მოპყრობა – ეს პოლიტიკის მიღმაა. მერე ამ მინისტრს ხელისუფლება ტაშს უკრავს. გამოდის უმრავლესობის წარმომადგენელი, სიბილწეს ამბობს ადამიანთან დაკავშირებით და მას ტაშს უკრავენ…

…საქმე გვაქვს არა ქვეყნის მმართველ ხელისუფლებასთან, არამედ საკუთარი პერსონალური ვნებების, სურვილების და ჟინების დამკმაყოფილებელ ადამიანებთან. სხვანაირად არ მესმის, როგორ შეიძლება ქვეყნის მართვის სადავეებთან მყოფმა ადამიანმა, რომელსაც ამხელა პასუხისმგებლობა გაკისრია ვიღაცაზე ასეთი შეფასება გააკეთო, რომ სიმულიანტობს – „შევხედე და ასე დავადგინე“, „არც ისე ავადაა“ და ა.შ. ეს ხომ იმას ნიშნავს, რომ ადამიანები არ ფიქრობენ ქვეყანაზე და სახელმწიფოში იმ სტანდარტების დამკვიდრებაზე, რაც უფრო მაღალია, ვიდრე რომელიმე ადამიანი. ამიტომ, სამწუხაროდ, გრძელდება ტრაგედია, რომელშიც უკვე ძალიან სახიფათო თემებია ჩართული. სხვა ქვეყნებშიც ხდება – ყოფილი პრეზიდენტები თუ პრემიერები გისოსებს მიღმა აღმოჩნდებიან ხოლმე, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ გისოსებს მიღმა მომწყვდეული პოლიტიკური მოწინააღმდეგე უმწეო მდგომარეობის გამოყენებით უნდა გაანადგურო და ყველა შესაძლო პატივი და ღირსება აჰყარო, დასცინო, მის თაობაზე იმ ტიპის ხუმრობები თქვა, რაც დაუშვებელია, იყენებდე ტერმინებს, რაც პარლამენტის შენობაშიც კი გვესმის. ამ ვითარებაში სახელმწიფოებრივ სტანდარტებზე ვერ ვსაუბრობთ. მაგალითად, ომს თავისი კანონები აქვს, ომში ვაჟკაცობა ნიშნავს იმას, რომ მოწინააღმდეგეს ვაჟკაცურად ებრძოლო, მაგრამ მერე დატყვევებულ მოწინააღმდეგეს ვაჟკაცურად მოეპყრო და მისი ღირსების დაცვა ღირსების საქმედ გაიხადო. ყველგან ასე ხდება, რომ ადამიანები გამოვირჩევით იმით, რომ გვაქვს იმაზე მეტი, ვიდრე სამაგიეროს გადახდაა“

თეგები: დავით უსუფაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

გაიაქტიურე 28 აგვისტოს სილქფესტის სასურველი პაკეტი სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

გაიაქტიურე 28 აგვისტოს სილქფესტის სასურველი პაკეტი სპეციალურ ფასად!

09:00 08-28-2026
სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved