• რეკლამა
  • კონტაქტი
19:40, სამშაბათი, 13 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რა მითითება აქვთ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს და რამდენი მილიონი უღირს ივანიშვილს იმისთვის, რომ სააკაშვილი გამოკეტილი ჰყავდეს

ალია ავტორი - ალია
21:14 12-22-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
16,522

ანი დვალიშვილი

პარადოქსია, მაგრამ მთავარ თემად ისევ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა გვაქვს. პარადოქსია იმიტომ, რომ რეალურად, მსოფლიოში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების ფონზე, ახლა უნდა წყდებოდეს არამარტო ჩვენი ქვეყნის საგარეო კურსი და სამომავლო სტრატეგია (რომელიც ათეულ წლებზე იქნება გათვლილი), არამედ სხვა, სტრატეგიული მნიშვნელობის თემები. საკანონმდებლო ორგანო კი იმით არის დაკავებული, დეპუტატებმა არ იშიმშილონ და სააკაშვილი დარჩეს თუ არა საავადმყოფოში. იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ამაყად კი განაცხადა, სააკაშვილის მკურნალობაზე ერთ წელიწადში 200 ათასი დავხარჯეთო, მაგრამ ეს მის წისქვილზე წყალს აშკარად არ ასხამს – ჯერ  ერთი, თუ ამბობენ, რომ ექსპრეზიდენტი ჯანმრთელადაა, რაში დასჭირდა 200 ათასი და მეორეც, მთლიანი სტატისტიკა დადეთ, რამდენი დაიხარჯა დანარჩენი პატიმრების ჯანმრთელობაზე ერთად? ნამდვილად არ ვაპირებთ, სააკაშვილს ან ხელისუფლებას დავუდგეთ ადვოკატად, მაგრამ ეს ყველაფერი უკვე სასაცილოც აღარ არის, მარაზმშია გადასული და პირდაპირ ვთქვათ – ის, რაც ახლა ხდება, „ქართულ ოცნებასაც“ აწყობს და „ნაციონალურ მოძრაობასაც“, რადგან სწორედ მიმდინარე პროცესების ფონზე, მთავარი ორი პოლიტიკური ძალაა გამოკვეთილი, კონკურენტებს ახლოსაც არ იკარებენ და პოლიტიკური პოლარიზაციაც კიდევ უფრო მყარდება, რაც სწორედ ამ ორ პარტიას აწყობს.

„ნაციონალური მოძრაობის წევრებს პირდაპირი მითითება აქვთ, რომ აგრესიულად მოიქცნენ და საჭროების შემთხვევაში, ხელიც კი მოიქნიონ. შიმშლობის დაწყებაც შემთხვევით არ მომხდარა, საახალწლოდ პარლამენტში, როგორც წესი, თავმჯდომარის მიერ გამართული ოფიციალური მიღება შედგება და ასეთ დროს მოშიმშილე დეპუტატები ძალიან ცუდი ფონი იქნება ევროპისთვის. აგრესია კიდევ უფრო გამძაფრდება და აუცილებლად შედგება ერთი მუშტი-კრივი მაინც, რადგან ევროპამ და  ამერიკამ დაინახონ, რომ საქართველოს პარლამენტში საკანონმდებლო საქმიანობა პარალიზებულია და რაიმე მოიმოქმედოს“,-გვეუბნება ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი.

მისივე თქმით, სწორედ ეს გახლდათ ერთადერთი მიზეზი იმისა, რომ შიდა პარტიული არჩევნები გადადეს და თარიღად არა დეკემბრის, არამედ იანვრის ბოლო დაასახელეს. იქამდე ძალიან ბევრი რამ უნდა გაირკვეს და უნდა გაირკვეს ისიც, თანახმა იქნება თუ არა ივანიშვილი ევროპულ სანქციებზე მიშას პატიმრობის სანაცვლოდ. ჰო, ივანიშვილმა უკვე მკაფიოდ იცის, რომ ან სააკაშვილს გაუშვებს სამკურნალოდ, ან სანქციები არ ასცდება. როგორც გვეუბნებიან, ამ ეტაპზე, ბატონი ბიძინა მზად არის სანქციებისთვის და როგორც მისი გარემოცვა გვეუბნება, ასეულობით მილიონსაც კი შეელევა იმბედნიერების სანაცვლოდ, რომელსაც სააკაშვილის ციხეში  ყოფნა ჰქვია.

მეორე მხრივ, დასავლეთი ზეწოლას პრეზიდენტზეც ახდენს და ზურაბიშვილს პირდაპირ ეუბნებიან, რომ მან სააკაშვილი უნდა შეიწყალოს. როგორც ადრე მოგახსენეთ, ასეთ შემთხვევაშიც კი, მისი განთავისუფლება, პრაქტიკულად, გამორიცხულია, რადგან გენერალურ პროკურატურაში უკვე დევს ახალი საჩივარი მიშას წინააღმდეგ და თუ ზურაბიშვილი  შეწყალების აქტს ხელს მოაწერს, მას ახალ ბრალს წაუყენებენ და სასამართლო დაპატიმრების ორდერს გასცემს. ვიღაც იტყვის, რომ ეს დასავლეთის თვალში ზედმეტად აგრესიული პოლიტიკა იქნება, მაგრამ „ოცნებას“ დასავლეთი და მისი რეკომენდაციები დიდი ხანია აღარ აინტერესებს და ამ ერთხელაც შეეცდება კრიტიკის გადაგორებას. მათთვის მთავარი იმ ადამიანთა ოდენობაა, რომლებიც მიშას დასაცავად გამოდიან, ეს ციფრი კი არ იმატებს. მეტიც, სასამართლოზე ხალხის მისაყვანად, ნაციონალურმა მოძრაობამ აღმოსავლეთ საქართველოში ყველა რესურსი ჩართო, მაგრამ საჭირო ოდენობის აქტივისტებს თავი მაინც ვერ მოუყარა. რა თქმა უნდა, შესაძლოა, მოხდეს ისეთი რამ, რაც ხალხს ქუჩაში სპონტანურად გამოიყვანს, მაგრამ ესეც ნაკლებად მოსალოდნელია, რადგან ყველაზე პასიური დრო მოდის ქართველებითვის, თან ეს ის თემაა, სადაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მართლა გამართულად მუშაობს და მათი დიდი დამსახურებაც არის, ნაციონალები საჭირო ოდენობის ხალხის მოგროვებას რომ ვერ ახერხებენ.

შესაძლოა, გაგიკვირდეთ, მაგრამ მმართველი გუნდის დეპუტატები კულუარებში უკმაყოფილებას არ მალავენ. საქმე ის გახლავთ, რომ აბსოლუტურად ყველა საჯარო სამსახურში, ხელფასები ყველაზე ცოტა, 10%-ით იმატებს, თუმცა მატება დეპუტატების ჯამაგირს არ ეხება. არადა, როცა ამხელა ხელფასი გაქვს, მატებაც საგრძნობია ხოლმე, მაგრამ პარტიის ლიდერებმა ჩათვალეს, რომ დეპუტატებისთვის ხელფასის მომატებას მოსახლეობა არ მოიწონებდა, ოპოზიცია ამაზე ახალ პოლიტიკურ თემას ააგორებდა და ამიტომ, მატება არ იქნება.

სააკაშვილის გარდა, „ოცნებას“ სხვა საზრუნავიც აქვს. რეგიონებში გახსნილ ოფისებში ახალი წლის შემდეგ უკვე ხალხი უნდა დასხდეს და მათ ხელფასიც ესაჭიროებათ. მმართველი გუნდის ოფისების გარდა, აქტიურად იხსნება „ხალხის ძალა“-ს ოფისებიც და ისინი აქტიური მუშაობის ფაზაში უკვე გაზაფხულიდან გადავლენ. ყოველ შემთხვევაში, ამ ოფისების მენეჯერებმა ზუსტად იციან, რომ 1-ელი მარტიდან სიების შედგენა და მხარდამჭერების მობილიზება უნდა დაიწყონ, თუმცა ყველაფერი ისევ მმართველ გუნდთან შეთანხმებით უნდა მოხდეს. პროექტი, რომლის მიხედვითაც, „ოცნებამ“ 2024 წლის არჩევნებში უნდა გაიმარჯვოს, ხოლო მეორე ადგილზე „ხალხის ძალა“ გავიდეს, კვლავ აქტიურად განიხილება და თუ ასე მოხდება, ჩრდილოეთ კორეას შეშურდება ჩვენი. მეორეს მხრივ, უკვე დამღლელიც არის, 1-2 ადგილს „ოცნება“ და „ნაციონალები“ რომ იყოფენ, მაგრამ ამ გადასახედიდან, ახალი პარტია უბრალოდ არ ჩანს, ისეთი, რომელიც რომელიმეს  გაეჯიბრება და კონკურენციას გაუწევს. ჰოდა, რომ არ ჩანს, სწორედ ამიტომ შექმნა მმართველმა გუნდმა „ხალხის ძალა“ და გამოაჩინა.

და ყველასგან მივიწყებული ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. ევროპარლამენტარებს როგორი დამოკიდებულება აქვთ ამასთან დაკავშირებით, გასულ კვირაში მიღებულ რეზოლუციაშიც გამოჩნდა, თუმცა „ოცნება“ მაინც არაფრის შეცვლას არ აპირებს და გადაწყვეტილებაც მიღებულია – თუ სტატუსს არ მოგვცემენ (და უდიდესი ალბათობით, არ მოგვცემენ), ყველაფერი ერთადერთ პუნქტს, პოლიტიკურ დეპოლარიზაციას დაბრალდება, რომელსაც „ოცნება“ „ნაციონალებს“ შეტენის და დასავლეთის თვალში რა გითხრათ, მაგრამ საქართველოს მოსახლეობისთვის აღნიშნული დამტკიცება პრობლემა არ უნდა იყოს. თავის მხრივ, „ნაციონალები“ ყველაფერს აკეთებენ პოლარიზაციის გაღრმავებისთვის და ფიქრობენ, რომ სტატუსის გარეშე დარჩენას მმართველ გუნდს „შეტენიან“. ამ ერთმანეთისთვის გადაბრალებაში კი, საქართველო ნელ-ნელა დასავლეთს კი არა, ზოგადად, ყველაფერს შორდება. ყველაფერი იქითკენ მიდის, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის, დასავლეთი პირდაპირ მოწოდებას გააკეთებს ხელისუფლების შეცვლის თაობაზე, თუმცა რამდენად მოახერხებს ამ ყველაფერს, ძნელი სათქმელია. ადრეც გვითქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებთ – ოპოზიციას არ აქვს მთავარი, ადამიანური რესურსი და თუ სასწაული არ მოხდა, ხალხის ქუჩაში გამოყვანა წარმოუდგენლად ჩანს. აი, სასწაულის მოხდენას ოპოზიცია ისევ დასავლეთისგან ელის…

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი – თიბისი
ახალი ამბები

შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი – თიბისი

14:33 01-09-2026
რა უნდა ვიცოდეთ მანამ, სანამ მინივენს ვიქირავებთ? – 8 წესი
ახალი ამბები

რა უნდა ვიცოდეთ მანამ, სანამ მინივენს ვიქირავებთ? – 8 წესი

13:44 01-09-2026
ექსპრეს ლომბარდში 6 იანვრიდან ოქროსა და ვერცხლის შეფასება გაიზარდა!
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდში 6 იანვრიდან ოქროსა და ვერცხლის შეფასება გაიზარდა!

16:44 01-08-2026
გრინჩი, სელფი და მანქანის გაქირავება – რა კავშირია მათ შორის მითების თანახმად?
ახალი ამბები

გრინჩი, სელფი და მანქანის გაქირავება – რა კავშირია მათ შორის მითების თანახმად?

15:22 01-08-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved