• რეკლამა
  • კონტაქტი
06:09, პარასკევი, 20 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, აფიორას წავაწყდი ე.წ. პრომეთეს მღვიმის პროექტზე… ივანიშვილს 3,4 მილიონი აშშ დოლარი დაუჯდა“ – ამირან სალუქვაძე

ალია ავტორი - ალია
21:43 12-19-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
9,740

ექსპერტი სამხრდრო საკითხებში, ამირან სალუქვაძე:

,,გემახსოვრებათ, ამას წინათ დავწერე, როგორ შეუჭამეს ბიძინა ივანიშვილს სკოლების შესაკეთებლად გამოყოფილი 80 მილიონი. ახლა მორიგ აფიორას წავაწყდი ე.წ. პრომეთეს მღვიმის პროექტზე.

მაგრამ მანამდე რა არის სასაცილო. თურმე სააკაშვილმა ყუმისთავის მღვიმე წინასაარჩევნო კამპანიისას აღმოაჩინა და მედიას ახალ ტურისტულ შესაძლებლობებზე ესაუბრა.

ამ დროს ასოციაცია “ატუს” მღვიმის რებილიტაცია უკვე 2009 წელს ჰქონდა დაწყებული, ოღონდ ჩუმად, ხმაურის გარეშე, როგორც სხვა პროექტები.

ბიძინა ივანიშვილს აღნიშნული პროექტი 3,4 მილიონი აშშ დოლარი დაუჯდა.

2011 წელს სააკაშვილმა მღვიმე საზეიმოდ გახსნა. დააკვირდით, 2012 წლის წინასაარჩრვნო პერიოდია და სააკაშვილი ივანიშვილის მიერ რესტავრირებულ ყუმისთავის მღვიმეს ხსნის და მოსახლეობას თავს აწონებს, ტურიზმით აყვავებას ჰპირდება.

სააკაშვილის ინიციატივით ყუმისთავის მღვიმეს პღომეთეს მღვიმე ეწოდა. რატომ, არ ვიცი.

2012 წლის იანვარში ბიძინა ივანიშვილმა მღვიმე სახელმწიფოს საჩუქრად გადასცა. არც ეს გაუგია ამომრჩეველს არჩევნებიდან 10 თვით ადრე და ხელისუფლებას, უფრო სწორად, სააკაშვილს მიეწერა.

მთავრობამ ტურისტული ობიექტი სამართავად დაცული ტერიტორიების ეროვნულ სააგენტოს გადასცა.

შემდეგ იწყება აფიორა. სააგენტომ მოისურვა ახალი განათების სისტემის დამონტაჟება, რისთვისაც ბიუჯეტიდან 700 ათას ლარამდე გამოიყო.

საქმე იმაშია, რომ მღვიმეში “ატუმ” გერმანული კომპანიის “გერმტეკის” ცივი განათება სპეციალურად ამ მღვიმისთვის შექმნა და დაამონტაჟა. ყველაფერო ისე გაკეთდა, რომ ეკოსისტემა მინიმალურად დაზიანებულიყო. წინასწარ სამეცნიერო კვლევები ჩატარდა.

იმის მიუხედავად, რომ საგარანტიო პერიოდი, მათი სწორად გამოყენების შემთხვევაში, სანათებისთვის 25 წელი, მთლიანი სისტემისთვის კი წელიწადნახევარი იყო, 2012 წლის იანვარში, ანუ საგარანტიო პერიოდში, ყოფილმა ხელისუფლებამ სხვა რამ გადაწყვიტა და განათებაზე 659 000 ლარი დამატებით დახარჯა. ახალი განათების სისტემა კომპანია “გესკოს” შეუკვეთა.

როგორც ნეტგაზეთი 2014 წელს წერდა, ახალი სანათები უფრო მეტ სითბოს გამოჰყოფდა, ასევე დარღვეული იყო სანათების უძრაობის პრინციპი, რითაც საგრძნობლად დაზიანდა მღვიმის ეკოსისტემა.

მოკლედ სახეზე გვქონდა:
– სხვისი გაკეთებული საქმის მითვისება წინასაარჩევნო პერიოდში;
– არაკვალიფიციურობა დაცული ტერიტორიების ექსპლოატაციისას;
– ყალთაბანდობა, ანუ უკვე შესრულებულ სამუშაოებზე, ხელახალი დაფინანსების გამოყოფა.

იმ წლებში სააკაშვილმა “ქართუს”, ანუ ბიძინა ივანიშვილის მიერ უხმაუროდ გამხორციელებული ბევრი პროექტი გახსნა: საკონცერტო დარბაზი, “ციცინათელა”, სკოლები, პატრულის რეფორმა, ჯარის აღჭურვა, სახელმწიფო ინსტიტუტების რეფორმების მხაედაჭერა და ხელფასების დაფინანსება და უამრავი სხვა.

ალბათ არც ის უნდა გაგიკვირდეთ, რომ რაგბის სტადიონებსაც კი ხსნიდა. მაგალითად. 2010 წლის ნოემბერში გახსნა რაგბის სტადიონი “შევარდენი”, რომელიც ფონდ “ქართუს” 1,5 მილიონი დოლარი დაუჯდა. სააკაშვილმა გამოაცხადა, რომ სტადიონი სახელმწიფოს მხარდაჭერით აშენდა და იქვე დააანონსა კიდევ 12 სარაგბო სტადიონის აშენება, ოღონდ, რა თქმა უნდა, არ უთქვამს, რომ იმ სტადიონების აშენებსაც ბიძინა ივანიშვილი აპირებდა.

აპირებდა და ააშენა კიდეც. ისიც ხომ გახსოვთ, ფეხბურთის სტადიონების აშენებაშიც რომ შესთავაზა დახმარება, 100 მილიონს მოგცემთო, ოღონდ ფინანსებს ჩემი ნდობით აღჭურვილი პირი გააკონტროლებსო. კონტროლი არ მოისურვეს.

ახლა კი კოლექტიური ხოშტარიები და ქვეყნის ფსევდოამყვავებელი სააკაშვილისგან დავალებული “პერესტროიკელი” კუბილიუსები ბიძინა ივანიშვილს სანქციებით ემუქრებიან. როცა არჩევნების მოგების შნო არ აქვთ, სხვა რა გზა რჩებათ, გარდა პოლიტიკური თაღლითობისა. ლობიზმის ასეთი ფორმა, თაღლითობაა.“

თეგები: ამირან სალუქვაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026

ბიზნესი

ახალი ამბები

მშენებარე ბინები ლისზე განვადებით – “ქრონომეტრის”  საცხოვრებელ კომპლექსში

13:51 03-18-2026
როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ
ახალი ამბები

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ

21:00 03-17-2026
ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი
ახალი ამბები

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი

13:38 03-17-2026
Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის
ახალი ამბები

Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის

12:19 03-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved