• რეკლამა
  • კონტაქტი
18:37, ოთხშაბათი, 14 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რა ახალი ჯარიმები იქნება ახალი წლიდან და როგორ ამოიღებენ თანხებს ჩვენი ჯიბეებიდან

ალია ავტორი - ალია
18:26 12-19-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
33,713

ანი დვალიშვილი

ჯარიმების ზრდის პროცესს არც თავდაცვის უწყება ჩამორჩა. თუ აქამდე სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევაზე ერთი წლით გადავადება წვევამდელს 2 ათასი ლარი უჯდდებოდა და შეეძლო ეს თანხა ყოველ წელს ეხადა, ახლა გაწვევისთვის თავის არიდება 10 ათას ლარად დაფასდა და რაც მთავარია, წვევამდელს ამ თანხის გადახდა მხოლოდ ერთხელ შეეძლება, შემდეგ კი აუცილებლად ჯარში უნდა წავიდეს. ეს ყველაფერი კი იმით არის გამოწვეული, რომ ჯარში წასვლა უბრალოდ აღარავის სურს და ძალიან ბევრი ახერხებს წელიწადში 2 ათასი ლარის გადახდას. ახლა კი… ახლა, 10 ათასი არ არის მცირე თანხა და რაც მთავარია, მისი გადახდაც მხოლოდ ერთხელაა შესაძლებელი. ამ ნაბიჯით, თავდაცვის უწყება, საჯარისო ნაწილებს აუცილებლად შეავსებს და წვევამდელთა გაწვევის იმ გეგმასაც შეასრულებს, რომელიც ბოლო წლებია, სწორედ გადადავების გამო უბრალოდ არ სრულდებოდა.

და ყველაზე საინტერესო – ტრანსპორტი. გარდა იმისა, რომ გაიზრდება ჯარიმები მოძრაობის წესების დარღვევაზე, ხელისუფლებამ განმეორებითი ტექნიკური დათვალიერებაც ფასიანი გახადა. აქამდე ასე იყო – თუ სატრანსპორტო საშუალება ტექ-დათვალიერებას პირველ ჯერზე ვერ გაივლიდა, ერთი თვის განმავლობაში, შეეძლო უფასოდ მიეყვანა ავტომობილი მორიგ ტექ-დათვალიერებაზე. რვაზე მეტი დასაჯდომი ადგილის მქონე ავტოსატრანსპორტო საშუალებისა და 3500 კგ-ზე მეტი სრული მასის მქონე, ტვირთის გადასაზიდად განკუთვნილი ძრავიანი ავტოსატრანსპორტო საშუალებისთვის, ტექ-ინსპექტირება 100 ლარი ღირდა, განმეორებითი – უფასო იყო, 1-ელი თებერვლიდან კი განმეორებითი 30 ლარი ეღირება. რაც შეეხება მსუბუქ ავტომანქანებს, რომელთა ტექ-დათვალიერება 60 ლარი ღირდა, ფასი იგივე დარჩება, განმეორებითი კი უფასო აღარ იქნება და მძღოლი 20 ლარს გადაიხდის. იმის გათვალისწინებით, რომ ტექ-დათვალიერებას ავტომობილების 70%-ზე მეტი განმეორებით გადის, ადვილი მისახვედრია, რა თანხებზეა საუბარი. ცალკე თემაა, 2003 წელს ქვემოთ შემოყვანილ ავტომობილებზე გაზრდილი გადასახადი და ზოგადად, ჯერჯერობით დღის წესრიგიდან არ არის მოხსნილი პროექტი, რომლითაც 2003 წელს ქვემოთ ავტომობილების შემოვყანა უბრალოდ აიკრძალოს. ასევე ახალი წლიდან, საპატრულო პოლიციას უფლება ექნება, ზედმეტი ხმაურისა და თვალით შესამჩნევი ჭარბი გამონაბოლქვის გამო, ავტომფლობელები პირდაპირ ქუჩაში დააჯარიმონ. ამას გარდა, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებისგან დამოუკიდებლად, დიდ ქალაქებში ივლიან სპეციალური ტექნიკით აღჭურვილი პირები, რომლებიც გამონაბოლქვის ოდენობას ადგილზე შეამოწმებენ, ჯარიმასაც გამოწერენ და პრობლემის აღმოსაფხვრელად მფლობელს 1-თვიან ვადასაც მისცემენ.

ასევე ახალი წლიდან, ოფიციალურად, მთელი ქვეყნის მასშტაბით იკრძალება გარე-ვაჭრობა და ამ შემთხვევაში, სახელმწიფოს ისეთი ჯარიმები აქვს დაწესებული, ყველაზე მაღალბიუჯეტიან ქვეყანას რომ შეშურდება. თან, საუბარი არ არის მხოლოდ ჯარიმაზე, საუბარია გასაყიდი საქონლის სრულად კონფისკაციაზე, რომელიც დაბრუნებას არცერთ შემთხვევაში არ დაექვემდებარება და ეს ეხება როგორც საკვებ პროდუქტებს, ისე ტანსაცმელს და ნებისმიერ რამეს, რაც გარე-მოვაჭრეს  გასაყიდად ექნება გამოტანილი. ვაჭრობას რაც შეეხება, კიდევ უფრო მკაცრდება რეგულაციები პლასტიის პარკების  წარმოებაზე და ქვეყანაში მათ შემოტანაზე.

არანაკლებ საინტერესოა ისიც, რომ საქართველოს მთავრობის მიერ 2023 წლისთვის დადგენილ ეკონომიკურ ზრდას საქართველოს ეროვნული ბანკი არ დაეთანხმა და უფრო დაბალი ციფრი დაასახელა. ეს კი მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ ხელისუფლების გათვლით, ყველაფერი კარგად იქნება, სებ-ის გათვლით კი – პირიქით, აუცილებლად გაძვირდება ფასები არამარტო პროდუქტზე, არამედ ზოგადად, მომსახურებაზე, რაც ეკონომიკური ზრდისთვის ხელისშემშლელი ფაქტორი იქნებას.

ამ ყველაფრის მიუხედავად, ყველა ექსპერტი თანხმდება იმაზე, რომ მომავალი წლისთვის ბიუჯეტის შევსება პრობლემებთან იქნება დაკავშირებული და ამიტომ, ხელისუფლება იძლებული გახდება, გაზრდილ გადასახადებს კიდევ გადახედოს და განსაკუთრებული ზეწოლა თამბაქოსა და ნავთობპროდუქტების სააქციზო მარკებზე მოახდინოს. ამას წინათ, დეტალურად დავთვალეთ, რომ 7-ლარიან კოლოფ სიგარეტში, აქციზებისა თუ გადასახადების წილი 5 ლარზე მეტია, ანუ რეალურად თამბაქოს ღირებულება 2 ლარიც არ არის და ნუ გაგიკვირდებათ, თუ 2023 წლის შემოდგომისთვის, თამბაქოს ფასი უცვლელი დარჩება, ხოლო აქციზის ფასი მოიმატებს და ერთი კოლოფი სიგარეტის ღირებულება 10 ლარიდან დაიწყება.

და რადგანაც  ახალი წელი მოგვადგა კარს, ჯერჯერობით ინდაურის და გოჭის ფასი აშკარად არ იკბინება. ადგილზე მიტანით, დაკლულ-გასუფთავებული, 5-კილოგრამიანი ინდაურის ფასი 100 ლარია, რაც თუნდაც შარშანდელთან შედარებით, ძვირი არაა, მაგრამ ჯერ ახალ წლამდეც დროა და სავარაუდოდ, ფასები გაიზრდება.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

კრიპტოს გამოყენება ყოველდღიურ ცხოვრებაში: გადახდები, გადარიცხვები და ციფრული აქტივები
ახალი ამბები

კრიპტოს გამოყენება ყოველდღიურ ცხოვრებაში: გადახდები, გადარიცხვები და ციფრული აქტივები

14:32 01-14-2026
ახალი პორტალი საზღვაო კურორტების უძრავი ქონების ძებნისთვის
ახალი ამბები

ახალი პორტალი საზღვაო კურორტების უძრავი ქონების ძებნისთვის

13:49 01-14-2026
შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი – თიბისი
ახალი ამბები

შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი – თიბისი

14:33 01-09-2026
რა უნდა ვიცოდეთ მანამ, სანამ მინივენს ვიქირავებთ? – 8 წესი
ახალი ამბები

რა უნდა ვიცოდეთ მანამ, სანამ მინივენს ვიქირავებთ? – 8 წესი

13:44 01-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved