• რეკლამა
  • კონტაქტი
22:02, პარასკევი, 23 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ჩემს ტყავზე, ყველა ამ ადამიანების ტყავზე გადაიარა „ნაციონალების“ მიერ გაფუჭებული საქმის გამოსწორებამ, როგორც სტრასბურგში, ისე ჰააგაში“ – თეა წულუკიანი

ალია ავტორი - ალია
16:44 12-19-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
149

თეა წულუკიანი ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე:

„მას მერე, რაც ჩვენ ხელისუფლებაში მოვედით, 2012 წლის ოქტომბერში, ჩემს ტყავზე, იუსტიციელების ტყავზე, პროკურორების, პოლიციელების, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, ჯარის, გენშტაბის და ყველა ამ ადამიანის ტყავზე გადაიარა „ნაციონალების“ მიერ გაფუჭებული საქმის გამოსწორებამ, როგორც სტრასბურგში, ისე ჰააგაში. ჩვენ გვახსოვს 2008 წელს, როდესაც ევროსაბჭოში საპარლამენტო ასამბლეამ გამოიტანა კენჭისყრისთვის რეზოლუციის პროექტი, სადაც ეწერა ფრაზა, რომ ვინმე სააკაშვილმა და მისმა არც თუ ისე პატარა დედამ კი არა, საქართველოს ჯარისკაცებმა დაიწყეს ომიო, ამ ფრაზას არ შეეწინააღმდეგა არც დავით დარჩიაშვილი, არც გოგა გაბაშვილი, არც ჩიორა თაქთაქიშვილი, არც ახლა ვითომ პროგრესული ტელევიზიიდან რომ გვმოძღვრავს გიორგი თარგამაძე, რომელიც მაშინ „ნაცების“ მიერ დანიშნული ოპოზიცია იყო, არც გიორგი კანდელაკი და ა.შ. მათ ერთხმად კენჭი უყარეს და მხარი დაუჭირეს ამ ფრაზას, თურმე ქართველი ჯარისკაცების მიერ ყოფილა აგვისტოს ომი დაწყებული. ამას ემატებოდა ისიც, რომ სტრასბურგსა და ჰააგაში არავითარი მტკიცებულებები არ იყო მოგროვებული და ჩვენი ხელისუფლების პირობებში ასეულობით საჯარო მოხელეს, რომლებსაც დღეს მადლობას ვუხდი, მოგვიწია, გვემტკიცებინა სიმართლე. მარტივი სიმართლე, რომ ქართველები იყვნენ მსხვერპლნი და არა თავდამსხმელები. მაშინ ისინი რეზოლუციას უჭერდნენ მხარს საკუთარი ჯარის წინააღმდეგ. ამ ხუთმა ადამიანმა, რომლებიც „ნაციონალების“ ლიდერები იყვნენ, უნდა გაგვცენ პასუხი, რატომ ჩაიდინეს საკუთარი ჯარის, სამშობლოს წინაშე ამგვარი დანაშაული, როდესაც ჩვენი ჯარი დაადანაშაულეს ომის დაწყებაში, რატომ არ აწარმოებდნენ კვალიფიციურად დავას სტრასბურგსა და ჰააგაში, სადაც ერთგანაც გავიმარჯვეთ ჩვენ და მეორეგანაც ჩვენი ყოველდღიური შრომის შედეგად“

თეგები: თეა წულუკიანი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისი AgileXchange Georgia 2026-ის მთავარი მხარდამჭერია
ახალი ამბები

თიბისი AgileXchange Georgia 2026-ის მთავარი მხარდამჭერია

14:06 10-23-2026
ტექ ჯილდო ლოს-ანჯელესიდან – თიბისი Kong Innovator Awards 2026-ის გამარჯვებულია
ახალი ამბები

ტექ ჯილდო ლოს-ანჯელესიდან – თიბისი Kong Innovator Awards 2026-ის გამარჯვებულია

13:48 10-23-2026
სილქფესტი ულიმიტო კომბინაციებს და დიდი მოცულობის პაკეტებს სპეციალურ ფასად თავაზობს მომხმარებლებს
ახალი ამბები

სილქფესტი ულიმიტო კომბინაციებს და დიდი მოცულობის პაკეტებს სპეციალურ ფასად თავაზობს მომხმარებლებს

13:10 10-23-2026
თიბისი კონცეპტის მომხმარებლებს პრაიმ ანაბარის გახსნა უკვე მობაილბანკიდან შეგიძლიათ
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მომხმარებლებს პრაიმ ანაბარის გახსნა უკვე მობაილბანკიდან შეგიძლიათ

15:29 10-22-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved