„ლელოს“ ლიდერი, მამუკა ხაზარაძე:
„პატიმარს, ქვეყნის პრეზიდენტს უნდა მიეცეს სიცოცხლის გადარჩენის საშუალება და უფლება და რაც მალე მოხდება ეს ყველაფერი, დამთავრდება ეს ნიუსები, რომლითაც თქვენ იწყებთ და ამთავრებთ ყოველ დღე, ეს უნდა დამთავრდეს ამ ქვეყანაში, იმიტომ რომ ეს არ არის მარტო ერთი ადამიანის და ამ შემთხვევაში პატიმრის უფლების დაცვა. ჩვენ ახალი პოლიტიკური შესაძლებლობები უნდა გავხსნათ, უნდა გამოვიდეთ ამ ჩაკეტილი წრიდან, როცა ყველაზე მთავარი ნიუსი ქვეყანაში არის მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა. მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს საკითხი უნდა გადაწყდეს და ეს არ უნდა იყოს მთავარი თემა მომავალში“
კომენტარები