• რეკლამა
  • კონტაქტი
10:53, სამშაბათი, 21 ოქტომბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„რა უნდა რეალურად პუტინს? ზავი თუ ომის გაგრძელება?“ – სოსო ცინცაძე

ალია ავტორი - ალია
17:08 12-16-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
320

ლევან ჯავახიშვილი

„ალიას“ ესაუბრება, ექსპერტი სოსო ცინცაძე.

– ამერიკის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხდა, რომ თუ რუსეთის პრეზიდენტს უკრაინაში ომის დასრულების გზის ძებნის სურვილი ექნება, ის მზადაა, პუტინს ესაუბროს. ამის შესახებ ბაიდენმა ვაშინგტონში საფრანგეთის პრეზიდენტთან, ემანუელ მაკრონთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. ამ დროს, პუტინმა განაცხადა, სამხედრო სპეცოპერაცია დიდხანს გაგრძელდებაო, პარალელურად,კი, პუტინი ზავის დადების აუცილებლობაზე ლაპარაკობს. რა უნდა რეალურად პუტინს? ზავი თუ ომის გაგრძელება? თუ ზავი უნდა, რატომ არ გამოეხმაურა ბაიდენის განცხადებას, როდესაც კარგად იცის, ამერიკის ნების გარეშე, უკრაინასთან ზავს ვერ დასდებს?

– ჯო ბაიდენს ერთადერთი მოთხოვნა აქვს. რუსეთმა უკრაინიდან სრულად უნდა გაიყვანოს შეიარაღებული ძალები, მათ შორის ყირიმიდან. სრულად უნდა დათმოს ის ტერიტორიები, რაც დაპყრობილი აქვს.ეს არის მისი და ასევე, უკრაინის ხელისუფლების ურყევი პოზიცია. რუსეთი ამაზე წასვლას არ აპირებს.  ის ითხოვს, რაც დაიპყრო, ის ტერიტორიები მას დარჩეს და ომი ასე დასრულდეს. პუტინი ცდილობდა, თურქეთის  პრეზიდენტის, ერდოღანის მცდელობით დაესვა მოლაპარაკების მაგიდასთან უკრაინული მხარე და დაწყებულიყო მოლაპარაკებები თავისი პირობებით. ამ ეტაპზე ეს არ გამოვიდა. იყო რაღაც იმედი, მაგრამ უკრაინის ჯარის მიერ ხერსონის მარცხენა სანაპიროს გათავისუფლების შემდეგ, უკრაინის ხელისუფლებამ ყველანაირი მოლაპარაკება დაბლოკა. რუსეთს ახლა უნდა, ეს კონფლიქტი გაყინოს, ამით შეინარჩუნოს გარკვეული გავლენა უკრაინაზე. იგივეს გაკეთება უნდა, რაც მოლდოვაში დნესტრისპირეთის კონფლიქტის გაყინვით მოახერხა. გარკვეული პერიოდი, იგივე შესძლო საქართველოშიც, ვიდრე არ აღიარებდა აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკების დამოუკიდებლობას. ყარაბაღის კონფლიქტი გაყინა და ამით აზერბაიჯანზეც ჰქონდა გავლენა და სომხეთზეც. მერე, ლამის მთელი ყარაბაღი დაიბრუნა აზერბაიჯანმა და ეს ბერკეტი დაკარგა რუსეთმა. 2014  წლიდან უკრაინის კონფლიქტიც გაყინული ჰქონდა და როდესაც ჩათვალა პუტინმა, რომ უკრაინაში ომისთვის, ახალი ტერიტორიების დასაპყრობად  მზად იყო, მაშინ დაიწყო ომი. მოკლედ, რუსეთს უკრაინის კონფლიქტის გაყინვა უნდა, რომ დრო მოიგოს, ჯარი მოაძლიეროს და მერე, განახლებული ძალებით შეუტიოს რუსეთს. უკრაინის ხელისუფლებამ კარგად იცის ეს და იმიტომ არ უნდა ზავი. პირიქით, უკრაინის ჯარი დნეპრის მარჯვენა სანაპიროს, ხერსონის დარჩენილი ნაწილის დაბრუნებას აპირებს ამ ზამთარს. ელოდებიან, რომ მიწა გაიყინოს, რათა ტანკებს და სხვა მუხლუხოიან  ჯავშან ტექნიკას გადაადგილება არ გაუჭირდეს, ტალახში არ ჩაეფლოს. პარალელურად, გრძელდება დონბასის მიმართულებით ბრძოლები. ხომ ხედავ რა ხდება ბახმუტში, ალყა კი გაარღვია უკრაინის ჯარმა, მაგრამ დიდი მსხვერპლი იყო ორივე მხრიდან.  ამ მიმართულებით ბრძოლები გრძელდება. „სტალინგრადის ბრძოლა“ დაარქვეს რუსებმა ბახმუტი-ავდეევკას ხაზს. ვნახოთ, ჯერ უკრაინელები ისევ დიდი შემართებით იბრძვიან და ეს ზამთარი ბევრს გადაწყვეტს. ყველაფერი ახლა იმაზეა დამოკიდებული, ამ ზამთარს უკრაინა და უკრაინაში მყოფი რუსეთის ჯარი როგორ გადაიტანს. უკრაინას მთელი ენერგოსისტემა დაუბომბა რუსეთმა და გენერატორებს უგზავნის მთელი ევროპა. ბევრ კრიტიკულ ობიექტს არ მიეწოდება ელექტროენერგია. ვნახოთ, ძალიან რთული მდგომარეობაა, მაგრამ ევროპის დახმრებით უკრაინამ უნდა გადაიტანოს ეს ზამთარი. კიდევ რა არის იცი, მთავარი? უკრაინამ ახლა  ეს ინიციატივა არ უნდა დაკარგოს, პატარ-პატარა დასახლებები უნდა გაათავისუფლოს, რომლებსაც შეიძლება სტრატეგიული მნიშვნელობა არ გააჩნიათ, მაგრამ ეს მორალურად უკრაინელი ხალხისთვის, ჯარისთვის უმნიშვნელოვანესია. ეს გამარჯვების ჟინი, რაც გაათმაგდა ხერსონის დაბრუნებით, არ უნდა მინავლდეს. მტერზე მოპოვებული მორალური უპირატესობა უნდა შეინარჩუნონ, რომელიც შეიძლება გადამწყვეტიც აღმოჩნდეს ამ ომში.

– ბატონო სოსო, გერმანიაში 25 ადამიანი დააკავეს სახელმწიფო გადატრიალების ბრალდებით – ულტრამემარჯვენეები და ყოფილი სამხედროები. რა ხდება გერმანიაში?

– 80 მილიონიანი ქვეყანა 25 კაცს როგორ უნდა გადაეტრიალებინა, ჩემთვის ცოტა ძნელი წარმოსადგენია. თანაც, გერმანია აფრიკის რომელიმე ქვეყანა ხომ არ არის, სადაც წელიწადში რამდენჯერმე ხდება გადატრიალებები, დისციპლინირებული ქვეყანაა, გამართული ძალოვანი სტრუქტურებით. საგულისხმო ის არის, რომ  გადატრიალების მოსურნეებს, პროგრამა ჰქონდათ, სადაც ეწერა, რომ გერმანია 1871 წლის საზღვრებში უნდა აღდგეს. 1871 წელს, ოტო ბისმარკმა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია წაართვა. ბევრი ექსპერტი ამბობს, რომ „ნაციზმი“ მძლავრობს გერმანიაში და ულტრამემარჯვენე ძალებს გერმანელთა უფრო და უფრო დიდი რაოდენობა ემხრობა. მათ იდეებს ემხრობა, რომ გერმანიას დაკარგა ევროპაში კუთვნილი ადგილი და ის  უნდა დაიბრუნოს.  გერმანიაში სხვა საინტერესო ამბებიც ხდება, ვიდრე ამ 25 კაცს დაიჭერდნენ, გამოვიდა კანცლერი ოლაფ შოლცი და განაცხადა, გერმანია უნდა გახდეს ევროპის სამხედრო გარანტი, გვეყოფა, ამდენი თავმდაბლობა და თავდახრილი ყოფნა მეორე მსოფლიო ომის გამო, შეიარაღებაზე კვოტირება და სხვა აკრძალვებიო. რუსეთში დიდი წიოკი აქვთ, გერმანიაში “მეოთხე რაიხის“ შექმნას აპირებენო. გერმანიას არც ატომური ბომბის შექმნა გაუჭირდება და არც არავის დაეკითხება, ისე გააკეთებს. ვნახოთ, ეს გრძელვადიან პერსპექტივაში თუ მოხდება, მაგრამ ფაქტი ის არის, გერმანიას სამხედრო ამბიციები მოეძალა და ეს ევროპაში სერიოზულ ცვლილებებს გამოიწვევს. გერმანიის ყველა მეზობელ ქვეყანას აღშფოთებს ეს ამბავი, მაგრამ ხმაური ჯერ მარტო  რუსებმა ატეხეს. იციან, მეორე მსოფლიო ომის მერე, დამარცხებული  გერმანიის გაყოფის შემდეგ, მისი ტერიტორიები დღეს რუსეთისაა და არც ერთი გერმანელი დღემდე არ ეგუება ამას.

თეგები: სოსო ცინცაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“სიმსივნიანი პაციენტები წამალს ვერ ვიღებთ”; “მარტოხელა პენსიონერს, კვლევა არ დამიფინანსეთ”; “37 წლის, 2 შვილის მამამ სამსახური ვერ ვიშოვნე” – წერილები მერს
ახალი ამბები

“სიმსივნიანი პაციენტები წამალს ვერ ვიღებთ”; “მარტოხელა პენსიონერს, კვლევა არ დამიფინანსეთ”; “37 წლის, 2 შვილის მამამ სამსახური ვერ ვიშოვნე” – წერილები მერს

17:33 10-20-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

რატომ არის მაგნიტო–რეზონანსული ტომოგრაფია ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი თანამედროვე მედიცინაში?
ახალი ამბები

რატომ არის მაგნიტო–რეზონანსული ტომოგრაფია ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი თანამედროვე მედიცინაში?

18:07 10-20-2025
თიბისის მხარდაჭერით, ბაკურციხეში “ასკანელის” ქარხანა გაიხსნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, ბაკურციხეში “ასკანელის” ქარხანა გაიხსნა

15:38 10-20-2025
თიბისი კონცეპტის მრავალფეროვანი შეთავაზებები კახეთის სასტუმროებში
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მრავალფეროვანი შეთავაზებები კახეთის სასტუმროებში

18:12 10-17-2025
თიბისის მხარდაჭერით GAIA-მ ხელოვნური ინტელექტის პროფესიული შეხვედრების სერია – GAIA Meetup დაიწყო
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით GAIA-მ ხელოვნური ინტელექტის პროფესიული შეხვედრების სერია – GAIA Meetup დაიწყო

16:25 10-17-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved