• რეკლამა
  • კონტაქტი
01:50, შაბათი, 29 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

პლასტიკის პარკების წარმოება კიდევ უფრო იზღუდება – რა იცვლება?

ალია ავტორი - ალია
15:44 12-16-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
149

2023 წლიდან ქვეყანაში პლასტიკის პარკების წარმოება კიდევ უფრო შეიზღუდება – შესაბამისი ცვლილებები საქართველოს მთავრობამ 14 დეკემბრის 571-ე დადგენილებით 2018 წლის 14 სექტემბრის №472 დადგენილ პლასტიკისა და ბიოდეგრადირებადი პარკების რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ ტექნიკურ რეგლამენტში შეიტანა. – ინფორმაციას „ბიემ.ჯი“ ავრცელებს.

პრემიერ-მინისტრის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტი საქართველოში 2023 წლის 2 იანვრიდან იმ პირებზე გავრცელდება, რომლებიც საქართველოში პლასტიკის პარკების, ოქსოდეგრადირებადი და ოქსობიოდეგრადირებადი პლასტიკის პარკების, ბიოდეგრადირებადი ან/და კომპოსტირებადი პარკების წარმოებას, იმპორტს ან/და რეალიზაციას ახორციელებენ.

ტექნიკური რეგლამენტის მოქმედება არ ვრცელდება:

• შესაფუთ პარკებზე (გარდა საქართველოს ტერიტორიაზე აკრძალულ შეფუთვისათვის განკუთვნილი პლასტიკის პარკის საქონლის ან/და პროდუქტის მიწოდების ადგილზე გამოყენება ან/და განთავსება, მასში საქონლის ან/და პროდუქტის მოთავსების მიზნით).

• პლასტიკის პარკების, ოქსოდეგრადირებადი და ოქსობიოდეგრადირებადი პლასტიკის პარკის ექსპორტის მიზნით წარმოებაზე. ამ შემთხვევაში პლასტიკის ნებისმიერი სახის პარკების ექსპორტის მიზნით წარმოებისას, მწარმოებელი ვალდებულია, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს 1 თვით ადრე წერილობით აცნობოს წარმოების დაწყებისა და დამთავრების ვადების, დასამზადებელი პლასტიკის პარკების, ოქსოდეგრადირებადი ან/და ოქსობიოდეგრადირებადი პლასტიკის პარკების რაოდენობის, ზომების, ექსპორტის ქვეყნისა და ექსპორტის განხორციელების ვადების შესახებ აცნობოს.

• არანაკლებ 50 მიკრონი სისქისა და ამავე დროს არანაკლებ 45X100 სმ ზომის (იმ შემთხვევაში, თუ პარკს აქვს ჩასაკეც(ებ)ი, პარკი იზომება ჩაკეცილ მდგომარეობაში) პლასტიკის პარკებზე;

• პოლიპროპილენის ძაფისგან მოქსოვილ პარკებზე (ტომრებზე, ჩანთებზე);

• თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვის მფლობელის მიერ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული თავისუფალი ვაჭრობის პუნქტებში გაყიდული საქონლის მოსათავსებლად განკუთვნილი პლასტიკის პარკების იმპორტსა და რეალიზაციაზე. ამასთან, თითოეულ პარკზე, კომპიუტერული შრიფტით, ქართულ და ინგლისურ ენებზე დაბეჭდილი უნდა იყოს წარწერა − „თავისუფალი ვაჭრობა“ და „DUTY FREE“;

• ნარჩენებისთვის განკუთვნილ პლასტიკის პარკებზე

ამავე დადგენილებაში შესული ცვლილებების მიხედვით მეორე მუხლით განსაზღვრულია, რომ დამტკიცებული რეგლამენტის მე-9 მუხლის მე-4 პუნქტის ამოქმედების ვადად 2023 წელის 1 ივნისია გაწერილი. კონკრეტულად კი მომდევნო წლის ზაფხულიდან მეწარმეები ნარჩენებისთვის განკუთვნილ პლასტიკის პარკზე ქართულ ან ინგლისურ ენაზე წარწერის − „ნარჩენებისთვის“ ან შესაბამისი სიმბოლოს დატანის ვალდებულება ექნებათ.

რეგლამენტის მიხედვით, საქართველოში სტანდარტთან შესაბამისი ბიოდეგრადირებადი ან/და კომპოსტირებადი პარკების წარმოებისთვის საჭირო მასალის გამოყენება და იმპორტის გარკვეული პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაშია დასაშვებია.

აღსანიშნია, რომ პლასტიკის, ბიოდეგრადირებადი და კომპოსტირებადი პარკების წარმოების, იმპორტისა და რეალიზაციის კონტროლს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი, ფინანსთა სამინისტრო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების განახორციელებენ. ხოლო წესის დარღვევისთვის პასუხისმგებლობა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით განისაზღვრება.

დადგენილებაში აღნიშნულია, რომ რეგლამენტის მიზანი პლასტიკის პარკების მოხმარებით გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე გამოწვეული მავნე ზემოქმედების შემცირებაა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

გაიაქტიურე 28 აგვისტოს სილქფესტის სასურველი პაკეტი სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

გაიაქტიურე 28 აგვისტოს სილქფესტის სასურველი პაკეტი სპეციალურ ფასად!

09:00 08-28-2026
სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved