• რეკლამა
  • კონტაქტი
01:39, ორშაბათი, 21 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ერთი კი არა, 10 მერაბიშვილი და კეზერაშვილი, რომ იყვნენ, უფრო უნდა აწყობდეთ, რატომ?“

ალია ავტორი - ალია
16:35 12-15-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
570

ლევან ჯავახიშვილი

„ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნები, იმაზე აქტუალური გამოდგა, ვიდრე ბევრი წარმოიდგენდა. პარტიაში ყველაფერი რიგზე რომ არ იყო, ამის შესახებ  კულუარული ინფორმაცია პერიოდულად ვრცელდებოდა, მაგრამ  საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი წლით ადრე თუ პარტიის თავმჯდომარის შეცვლის საკითხი დადგებოდა, ამას ბევრი არ ელოდა. რა ხდება რელურად „ნაცმოძრაობაში“? რატომ გახდა აუცილებელი ამ არჩევნების ჩატარება და რაღა მაინც და მაინც ახლა? რატომ აღარ მოსდით თვალში პარტიის ძველ ლიდერებს ნიკა მელია? ამ და სხვა საინტერესო კითხვებს, „ალიას“ ბიძინა ივანიშვილი გარემოცვასთან დაახლოებული წყარო უპასუხებს. წყაროს ვინაობას მისივე უსაფრთხოების გამო, ამ ეტაპზე ვერ ვამხელთ.

„ალიას“ წყაროს თქმით, „ნაცმოძრაობამ“ დაკარგა „ქართული ოცნებისთვის“ მთავარი ფუნქცია, „ბუას ფუნქცია“, რითაც აშინებდნენ ხალხს ყველა არჩევნების წინ. ხალხის დიდი ნაწილი „ქართულ ოცნებას“ ხმას იმიტომ აძლევდა, რომ „ნაცმოძრაობა“ არ დაბრუნებულიყო ხელისუფლებაში. ამ ეტაპზე კი, ეს პარტია ვეღარ  „ქაჩავს“ „ქართული ოცნების“  საშიში პარტიის იმიჯს..

„სრული  პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა, რომ რაც ახლა „ნაცმოძრობაში“ ხდება, ეს ბიძინა ივანიშვილისა და ამ პარტიის რამდენიმე ლიდერის გარიგების შედეგია. მათ შორის არიან, ვანო მერაბიშვილი და დავით კეზერაშვილი. მათ პარტიის ბედი არ აინტერესებთ, მათთვის მთავარი საზრუნავი ის ქონება და ბიზნესია, რაც საქართველოში გააჩნიათ და აქ ასეულობით მილიონსა და მილიარდებზეა ლაპარაკი. ნიკა მელია 2 წლის წინ აირჩიეს პარტიის თავმჯდომარედ, მაგრამ იმავე მიშა სააკაშვილთან შედარებით, ნაკლებად ქარიზმატული, ნაკლებად ხისტი და რადიკალი პოლიტიკოსია. კონსტრუქციული პოლიტიკის მომხრეა და ეს არ აწყობს ბიძინა ივანიშვილს. მას უნდა რადიკალი ტიპი „ნაცმოძრაობის“ სათავეში, რომელიც მკვეთრი ხისტი რიტორიკით იქნება გამორჩეული, რევოლუციაზე, არეულობაზე და ყველაფერზე წამსვლელის შთაბეჭდილებას დატოვებს და  მის განცხადებებზე, ხალხს „ნაცმოძრობის“ დროს ჩადენილი დანაშაულებები გაახსენდება და არჩევნებზე ეს „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ იმუშავებს – ხალხი „ნაცების“  დაბრუნების შიშით, მათ მისცემს ხმას. თუკი ნიკა მელიას თავმჯდომარეობის დროს „ნაცმოძრაობა“ ასრულებდა ბუას როლს, ეს იმიტომ, რომ პარტიის ფორმალურ ლიდერად უკრაინაში მყოფი სააკაშვილი  ითვლებოდა და პარტიაში ბოლო სიტყვა მას ეკუთვნოდა. სააკაშვილთან კონსულტაციის გარეშე, მელია მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას არ ღებულობდა. ეს ხალხმაც კარგად იცოდა, ვინ იყო პარტიის რეალური ლიდერი. „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლებაში დაბრუნება, თავისთავად ნიშნავდა სააკაშვილის პრემიერ-მინისტრობას. შესაბამისად, „ნაცების“ და მიშას ერთობლივად დაბრუნების შიში აქტიურად და ეფექტურად მუშაობდა. ახლა ვითარება შეიცვალა. სააკაშვილი ციხეშია და თუ გადარჩა, პოლიტიკისთვის აღარ ეცლება და არც მისი თავი ექნება. შესაბამისად, მოიძებნება ადამიანი, რომელიც „პატარა მიშა“ იქნება და პარტიის თავმჯდომარე გახდება. მნიშვნელობა არ აქვს, ვინ იქნება, მთავარია, ის კრიტერიუმები დააკმაყოფილოს, რაც ზემოთ ჩამოვთვალე და რაც არ გააჩნია ნიკა მელიას. ვანო მერბიშვილის გამოჩენაც ამ მიზანს ემსახურება. მერაბიშვილი „ნაცების“ სისასტიკის, მათი მმართველობის დროს ჩადენილი დანაშულებების სიმბოლოა. მერაბიშვილი პარტიის პოლიტსაბჭოში იქნება თუ პარტიის „რუხი კარდინალი“, ეს სულ ერთია, დიდი გავლენა ექნება პარტიაში. „ქართული ოცნებისთვის“ იმაზე უკეთესი რა იქნება, არჩენების წინ იძახონ, რომ  „ნაცები“ და მერაბიშვილი ბრუნდებიან. ამას დაამატეთ დავით კეზერაშვილის, პარტიის მთავარი დამფინანსებლის გამოჩენა, რომლის სახელსაც ხალხისთვის ბიზნესისა და ქონების წართმევა უკავშირდება და ეს ხდებოდა მუქარით, შანტაჟითა და წამებით. ხშირად, თავად ფინანსურ პოლიციაში აწამებდნენ ხალხს, რომელსაც კეზერაშვილი ხელმძღვანელობდა, ზოგჯერ პოლიციასა და სუს-ში. ლოგიკურად, რაც უფრო დისკრედიტირებული ადამიანები მოვლენ „ნაცმოძრაობის“ სათავეში, მით უკეთესი უნდა იყოს „ქართული ოცნებისთვის“, ერთი კი არა, 10 მერაბიშვილი და კეზერაშვილი, რომ იყვნენ, უფრო უნდა აწყობდეთ. რატომ? იმიტომ, რომ მათ ხმას საკუთარი მომხრეებიც არ მისცემენ. ვნახოთ, ვის აირჩევენ თავმჯდომარედ. ნებისმიერ შემთხვევაში აირჩევენ ადამიანს, რომელიც არჩევნების წინ შექმნის რევოლუციის, არეულობის გზით „ნაცების“ ხელისუფლებაში დაბრუნების განცდას და ზუსტად ეს უნდათ ბიძინა ივანიშვილსა და მის კლანს. ხელისუფლებას იმავე გზით შეინარჩუნებენ, აქამდე რა გზითაც ინარჩუნებდნენ. ბიძინა ივანიშვილს „ნაცების“ დაშლა რომ სდომებიდა, ამას ადრე გააკეთებდა. ხუთჯერ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე  „ნაცმოძრაობის“ ლიდერების წინააღმდეგ  315-ე მუხლით, სახელწიფო წყობილების ძალადობრივი დამხობის ბრალდებით, მაგრამ ამ მუხლით დღემდე ერთი კაციც არ დაუჭერიათ. არადა, პარტიის რამდენიმე ლიდერი რომ დაეჭირათ და სააკაშვილისთვისაც ბრალი ამ მუხლით წაეყენებინათ, დამთავრებული იყო „ნაცმოძრაობა“ – განუცხადა „ალიას“ წყარომ.

 

თეგები: დავით კეზერაშვილივანო მერაბიშვილილევან ხაბეიშვილინიკა მელია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„რასაც ივანიშვილი ახლა აკეთებს, ამ ლოგიკით ხდება… ბიძინას სხვა გათვლა აქვს“ – ბაბუნაშვილი
ახალი ამბები

„ბიძინა თურმე ამბობდა – ვინ უნდა შემცვალოს, ვინ? ვის აქვს ჩემდენი ფული?… არადა, 60 მილიარდ ევროზე იყო ლაპარაკი… ამიტომ ბიძინამ ჩემთან დაკავშირებით ნევროზი აიკიდა და განადგურება გადაწყვიტა“

20:20 07-16-2025
“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია
ახალი ამბები

“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია

14:37 07-09-2025
რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?
ახალი ამბები

რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?

23:03 07-08-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025

ბიზნესი

თიბისისა და VELI.store-ის 1-თვიანი პარტნიორობა დაიწყო – არ გამოტოვოთ განსაკუთრებული შეთავაზებები
ახალი ამბები

თიბისისა და VELI.store-ის 1-თვიანი პარტნიორობა დაიწყო – არ გამოტოვოთ განსაკუთრებული შეთავაზებები

12:53 07-19-2025
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს – თიბისი
ახალი ამბები

2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს – თიბისი

18:59 07-18-2025
თიბისი კონცეპტი, Visa და Turkish Airlines საქართველოში პირველ სამოგზაურო ბარათს ქმნიან
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი, Visa და Turkish Airlines საქართველოში პირველ სამოგზაურო ბარათს ქმნიან

15:54 07-18-2025
თიბისი უზბეკეთი ნეობანკინგის კატეგორიაში მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო ფინტექად დასახელდა
ახალი ამბები

თიბისი უზბეკეთი ნეობანკინგის კატეგორიაში მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო ფინტექად დასახელდა

11:39 07-18-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved