• რეკლამა
  • კონტაქტი
02:58, შაბათი, 11 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

აფეთქება ახალქალაქში – არსებული ინფორმაციით, ქალს საჩუქრის ყუთით ასაფეთქებელი გაუგზავნეს

ალია ავტორი - ალია
16:20 12-15-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
254

ახალქალაქში ე.წ სამხედრო დასახლებაში მდებარე N500 კორპუსში მცხოვრებ ინგა მაისურაძის სახლში აფეთქება მოხდა. როგორც მისი მეზობლები და ახლობლები აცხადებენ, ასაფეთქებელი ნივთიერება საჩუქარში იდო. მომხდართან დაკავშირებით შსს-ს თანამშრომლებმა ერთი პირი დააკავეს – ინფორმაციას „სამხრეთის კარიბჭე“ ავრცელებს.

აფეთქება კორპუსში 13 დეკემბერს, გვიან საღამოს, დაახლოებით 23:00 საათისთვის მოხდა. როგორც  მეზობლები ამბობენ,  თავდაპირველად ეგონათ რომ გაზმა გაჟონა.

„დიდი ხმა იყო თავიდან გვეგონა, რომ გაზი აფეთქდა ან წვრთნები იყო, მაგრამ როგორც ახლა ამბობენ გაზი არაფერ შუაშია. იმხელა აფეთქება იყო, რომ ორივე ფანჯარა ჩაიმსხვრა“ , –ამბობენ ადგილობრივები.

სურიკ ღაზარიანი ერთ–ერთი პირველია, რომელიც ინგა მაისურაძის სახლში მომხდარ აფეთქებას შეესწრო.

„სახლში ვიყავი, მე მეოთხეზე ვცხოვრობ, ეს გოგო მესამეზე. მეორე სართულზე მქონდა საქმე, სახლიდან რომ გამოვედი მაშინ აფეთქდა. უცბად ცეცხლი გაჩნდა, ამ დროს კარი გაიღო და ეს გოგო გამოვარდა ყვირილით. არ ვიცოდი რა მოხდა. მეზობლები გარეთ გამოვრბოდით, გაზი გვეგონა, მაგრამ ინგამ გვითხრა რომ გაზი არ არის,  ეს ერთი აფეთქება იყო და მეტი არ იქნებაო. არ ვიცი რა იყო მაგრამ, რაღაც ძლიერი აფეთქდა,  მე მის ზემოთ ვცხოვრობ და ჩემი სახლიც დაზიანდა“,- ამბობს „სამხრეთის კარიბჭესთან“  სურიკ ღაზარიანი.

ინგა მაისურაძის ოჯახის ახლობელი და მეზობელი მალხაზ მაისურაძე გვიყვება, რომ აფეთქებამდე რამდენიმე ხნით ადრე, მეზობელს ინგას სახლის კართან, სასაჩუქრე ყუთი დაუნახავს, რომელიც მოგვიანებით მაისურაძემ სახლში შეიტანა.

„ინგა ჩემთან შეიყვანეს სახლში, შეშინებული იყო დაზიანებები არ ჰქონდა. მეზობელს დაუნახავს, რომ კარებთან იდო საჩუქრის ყუთი, შამპანურები და ტორტი ყოფილა. ინგამ როგორც პოლიციელებს მოუყვა, ყუთი რომ გაუხსნია იქ ყოფილა კიდევ რაღაც  შეხვეული. არ ვიცი რა იფიქრა, ვიღაცისთვის დაურეკავს შიგნით კიდევ მწვანე რაღაც დევსო. ეს ოთხში დასარეკად გასულა, ამ დროს სამზარეულოში აფეთქებულა“,- გვითხრა მალხაზ მაისურაძემ.

მისივე თქმით დაკავებულია ერთი პირი, მაგრამ ვინ,  არ იცის.

ინგამ მაისურაძემ, რომ საჩუქარი მიიღო, ამას თავის და, ნინო მაისურაძეც გვიდასტურებს: „ვიცი რომ რაღაც საჩუქარი მიიღო ცელოფნით და კართან იდო, მაგრამ ვინ მიუტანა და რა მოხდა ეს დეტალები არ ვიცი“,- ამბობს იგი.

ჩვენი იქ ყოფნის დროს, ბინაში მოვიდა ინგა მაისურაძეც, მაგრამ პოლიციის თანამშრომლებმა მასთან გასაუბრების უფლება არ მოგვცეს.

გუშინ მომხდარ ფაქტზე შსს-მ გამოძიება სსკ-ს 229-ე მუხლით დაიწყო, რაც აფეთქებას გულისხმობს, მათივე ინფორმაციით,  დაკავებულია ერთი პირი. ამ ეტაპზე ჩვენთვის უცნობია რეალურად რამ გამოიწვია აფეთქება. რედაქცია ამ თემაზე აგრძელებს მუშაობას.

ცნობისთვის, ინგა მაისურაძე 2021 წლის თვითმართველობის არჩევნების დროს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი იყო, როგორც მაშინ „სამხრეთის კარიბჭესთან“ განაცხადა, პარტიის დატოვება ზეწოლის და მუქარის გამო მოუხდა, აღნიშნულთან დაკავშირებით მაისურაძე რედაქციამ  2021 წლის 8 სექტემბერს ჩაწერა. იმ დროს მაისურაძე ახალქალაქის დასუფთავების სამსახურში მუშაობდა, პარტიის დატოვება კი მისმა ხელმძღვანელმა, არმენ ბიჩახჩიანმა მოსთხოვა.

მომხდართან დაკავშირებით ახალქალაქში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრს და მერობის ყოფილ კანდიდატს დავუკავშირდით, მელიქ რაისიანმა გვითხრა, რომ „არაფერი არ იცის“, რაც შეეხება მაისურაძის მათ პარტიაში ყოფნას, გვითხრა რომ ადრე იყო, შემდგომ წავიდა.

 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?
ახალი ამბები

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?

15:14 07-08-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

ქართული ბენტონიტი მსოფლიო ბაზარზე – „ასკანგელ ალიანსი“ ინდუსტრიას თიბისისთან ერთად ავითარებს
ახალი ამბები

ქართული ბენტონიტი მსოფლიო ბაზარზე – „ასკანგელ ალიანსი“ ინდუსტრიას თიბისისთან ერთად ავითარებს

13:36 07-10-2026
სრული სვლით საგანძურისკენ – 200 000 მოთამაშე, 40 გამარჯვებული და ბევრი თავგადასავალი თიბისის მობაილბანკში
ახალი ამბები

სრული სვლით საგანძურისკენ – 200 000 მოთამაშე, 40 გამარჯვებული და ბევრი თავგადასავალი თიბისის მობაილბანკში

12:42 07-10-2026
ლიტერატურული პრემია “საბას” 2026 წლის ფინალისტები ცნობილია – თიბისი
ახალი ამბები

ლიტერატურული პრემია “საბას” 2026 წლის ფინალისტები ცნობილია – თიბისი

14:27 07-09-2026
Tegeta Fest – „თეგეტა მოტორსი“ წრიული რბოლის ჩემპიონატის ფარგლებში ავტოსპორტის მოყვარულებს უმასპინძლებს
ახალი ამბები

Tegeta Fest – „თეგეტა მოტორსი“ წრიული რბოლის ჩემპიონატის ფარგლებში ავტოსპორტის მოყვარულებს უმასპინძლებს

12:43 07-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved