„ტაბულას“ დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს:
„გიგას ჩემი დაცვა არ სჭირდება“
ასე მიპასუხა ერთმა, როდესაც ვკითხე, ახლა კოლექტიურ თვითგვემას, თუ სააკაშვილის გადარჩენა უნდოდა, გიგას პოზიცია რატომ არ დაიცვა, როდესაც მას მოღალატედ რაცხავდნენ იმის გამო, რომ მესიანიზმის გზას კრახის გზად ხედავდა და ზუსტად აღწერდა დღევანდელ კრიზისს, თუ სააკაშვილის გზით ივლიდა პოლიტიკური პროცესი.
სიტყვა სიტყვით აქვს აღწერილი ყველაფერი, რაც ახლა ხდება წლების წინ და გონიერი ხალხი იოლად უნდა მიმხვდარიყო, რომ სწორს იძახდა.
“გიგას ჩემი დაცვა არ სჭირდება”.
მეგობრებო, არც გიგას, არც მე, და მგონი არავის, ვისაც საკუთარი სიმართლის სჯერა, სიმართლის კარნახით მოქმედებს და მეტნაკლებად თვითკმარია, თქვენი დაცვა არ გვჭირდება – ჩვენი სიმართლე გვიცავს.
თქვენ გჭირდებათ.
თქვენ გჭირდებათ სწორი პოზიციის დაცვა.
თქვენ გჭირდებათ, რომ თქვენს აზრს და სიტყვას ფასი მიეცეს.
მე არაფერში მჭირდება. არც გიგას.
თქვენ გჭირდებათ სწორი პოზიციის დაცვა მაშინაც, როდესაც ეს დინებას ეწინააღდეგება.
თორემ დინებას რომ შემოვატრიალებთ და წაგიღებთ, გასაგებია, რომ გასწორდებით მკვდარი თევზებივით“.














კომენტარები