• რეკლამა
  • კონტაქტი
14:04, ხუთშაბათი, 27 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ასე უღირსად არცერთ მის თანამებრძოლს არ გაუტარებია პატიმრობა – ნანა კაკაბაძე მიხეილ სააკაშვილზე

ალია ავტორი - ალია
11:05 12-13-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
206

არასამთავრობო ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე წერს.

„სახლში მინდაააააა! „არ მინდა ციხეშიიიიი…. დედა მინდაააა….“ – ასე დაიწყო დაკავებული „პოლიტპატიმრის“ სააკაშვილის ტრაგიკომედია. „გადაიყვანეთ საავადმყოფოშიიიი… ციხეში ვერ გაძლეეეებს…“ – ასე გააგრძელეს მისმა ფანებმა. „რატომ გადაიყვანეთ ციხის საავადმყოფოშიიიი… რატომ „ათრიეთ“ და რატომ შეიყვანეთ პალატაში ხელში ატატებულიიიი… ჩვენ ქალაქის საავადმყოფოში გადაყვანა გვინდოდაააა…“ – ასე გამოიგონეს ახალი პრეტენზია. „გვიშველეეეეეთ… მიშას საავადმყოფოში კლავეეეენ…“ – დღესაც გაკივიან „ნაცები“ და „განაცებული“ NGO-ები, ჟურნალისტები და ყოფილი მეოცნებეებიც. „მიშა მოწამლეეეეს… უშველეეეეეთ…“ – ბანს აძლევს კაგებეს გენერალი ბიძა. „მიშველეეეეე… პუტინი დამპირდა, რომ მომკლავდა, ციხეში გამიშვეეეს, ვკვდებიიიი, ცოტა დრო დამრჩაააა“ – შეჰღაღადებს თვითონ მიშა საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს. „გაათავისუფლეთ ნაწამები სააკაშვილი ჰუმანიტარული საფუძვლით, თორემ…“ – გაღმა ნაპირიდან იმუქრებიან კორუფციაში მხილებული ევროსტრუქტურების წარმომადგენელი მიშას ფანი ევროპარლამენტარები. და ამ სამარცხვინო ვაკხანალიას ყოველდღე, დილიდან დაღამებამდე თვალს ადევნებენ მუდმივი პრობლემებით დაღლილი ჩვენი მოქალაქეები.

არც უკრაინის ომი, არც ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატი, არც კორუფციული სკანდალი ევროპარლამენტში, არც ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი და არც რომელიმე სხვა, მართლაც მომაკვდავი ან უსამართლოდ ბრალდებული სხვა პატიმრის მდგომარეობა არ ადარდებს არავის, რადგან თურმე მიშა ყოფილა გადასარჩენი. კარგად გვახსოვს ორიოდე წლის წინათ თითქმის მსგავსი სიმძაფრით აგორებული და აჟიტირებული ანალოგიური თემა მსჯავრდებული დეკანოზის გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით. დაახლოებით ამ სტილში მიმდინარეობდა ყოველდღიური აგრესიული პროპაგანდა, რომ თუ მას არ გაათავისუფლებენ, რამდენიმე დღეში მოკვდებოდა. მისი გულშემატკივარი მრავალი პარტიული აქტივისტი, ენჯეოშნიკი თუ ჟურნალისტი ხან ცრემლებით და ხან მუშტების ქნევით ემუქრებოდა „რუსი ოლიგარქის სისხლიანი რეჟიმის“ წარმომადგენლებს, რომ თუ მომაკვდავ დეკანოზს არ გაათავისუფლებდნენ, ქვეყანას და ხელისუფლებას თავზე დაამხობდნენ, მაგრამ როდესაც სასამართლომ მისი დაავადება არ ჩათვალა სასჯელის გადავადებისთვის საკმარისად, ჩაცხრა ეგზალტირებული აქტივისტების ვნებები და დეკანოზი დღესაც განაგრძობს სასჯელის მოხდას (ღმერთმა ჯანმრთელად ამყოფოს).

ასე იქნება სააკაშვილის შემთხვევაშიც, რადგან მიშას ფანების გარდა არავის სჯერა არც მისი „მომაკვდინებელი უმძიმესი დაავადებების“ და არც იმის, დაუჭრელი ფრჩხილებით მოფხანის შედეგად მისი სხეულის რომელიღაც ნაწილზე დარჩენილი კვალი წამების შედეგია. ამიტომ დასჭირდათ მის ფან ექიმებს იმდენი დაავადების ჩამოწერა საექსპერტო დასკვნაში, რომ დათვლაც კი გაგიჭირდება ადამიანს, თუმცა, ვერცერთზე ვერ მიუთითეს, თუ რატომ ვერ უმკურნალებენ ამ დაავადებებს საქართველოში და რა ისეთი ჯადოქრები არიან უცხოეთში, რომ იქ „მომაკვდავს“ გააცოცხლებენ. თუმცა, ზოგჯერ სიმართლეც წამოცდებათ ხოლმე და ამბობენ, ყველა დაავადება პატიმრობით გამოწვეული სტრესისა და დეპრესიის შედეგია და ამიტომ რადგან ის ქართული საავადმყოფოს პალატასაც ციხის საკნად აღიქვამს (თუნდაც მთელი ოჯახისა და ფანების ყოველდღიური ვიზიტების პირობებში), მას აუცილებლად სჭირდება უცხოეთის ჰაერიო.

აღარ საუბრობს იმაზეც, ჩაიდინა თუ არა მიშამ მის მიმართ ინკრიმინირებული მრავალი და კიდევ უფრო მეტი არაინკრიმინირებული დანაშაული, რომელსაც ათასობით და ათიათასობით უფლებაშელახული და მსხვერპლი ჰყავს, (გუშინ კიდევ ერთი, სააკაშვილის რეჟიმს ნსხვერპლი ნორა კვიციანი გარდაიცვალა.) ბოლოს მაინც იქით მივდივართ, რომ უნდა დაკმაყოფილდეს მოთხოვნები: „არ მინდა ციხეშიიიი… არ მინდა საავადმყოფოში… სახლში მინდაააა… უცხოეთში მინდააააა…. მიშველეეეეთ…“ მოკლედ, ასე უღირსად არც ერთ მის თანამებრძოლს არ გაუტარებია პატიმრობა და დარწმუნებული ვართ, მისი ყველაზე დიდი ფანი ნიკა გვარამიაც კი ძალიან შეშფოთებული, შეწუხებული და დაფიქრებულია მისი კერპის ასეთი სამარცხვინო მოქმედებით“, – წერს ნანა კაკაბაძე.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე
ახალი ამბები

თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე

13:51 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved