• რეკლამა
  • კონტაქტი
13:34, ხუთშაბათი, 9 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

თენგიზ ცერცვაძე საგანგებო განცხადებას ავრცელებს

ალია ავტორი - ალია
11:17 12-11-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
320

ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე სოციალურ ქსელში საგანგებო განცხადებას ავრცელებს.

“COVID და სხვა რესპირაციული ინფექციები –
სიტუაცია საქართველოში

როგორც ადრე ვწერდით, საქართველომ ერთ-ერთმა პირველმა შეძლო გადაექცია COVID ერთ-ერთი რიგით რესპირაციულ ინფექციად, რაც ნიშნავს, რომ COVID-ით გამოწვეული სიკვდილობა მისი ნეგატიური გავლენა ადამიანების ცხოვრების ხარისხსა და ქვეყნის ეკონომიკაზე პრაქტიკულად არ აღემატება ან მხოლოდ ცოტათ აღემატება სხვა რესპირაციული ინფექციებით, მაგალითად გრიპით და სხვა ე.წ. სეზონური ვირუსებით გამოწვეულ შესაბამის მაჩვენებლებს.
დღეს საქართველოში, როგორც მთელს მსოფლიოში ფიქსირდება გრიპის და სხვა სეზონური ვირუსული ინფექციების (რესპირაციულ-სინციტიური ვირუსი, რინოვირუსი, ადენოვირუსი და სხვ.) გახშირებული რაოდენობა. პაციენტების, განსაკუთრებით ბაშვების, მომართვიანობა გაზრდილია, კლინიკები გადატვირთულია. ეს ინფექციები ზოგჯერ მძიმედ მიმდინარეობს და სერიოზულ ყურადღებას და ძალისხმევას მოითხოვს. მათ შესაძლოა გამოიწვიონ სერიოზული გართულებები, განსაკუთრებით ბავშვთა ასაკში და ასაკოვან (65 წელზე ზემოთ) პირებში, აგრეთვე მათში, ვისაც აქვს სერიოზული თანმხლები ქრონიკული დაავადებები და იმუნოდეფიციტური მდგომარეობები. ეს ასე იყო წინა წლებში და ალბათ ასე იქნება მომავალშიც.

საქართველოს ჯანდაცვის სისტემა ძალიან კარგად მომზადებული შეხვდა ამ პრობლემას, ყველა რგოლი დაწყებული ოჯახის ექიმებით და სასწრაფო სამედიცინო დახმარების პერსონალით და დამთავრებული კლინიკებით. გამართულად ფუნქციონირებს. მოსახლეობის უსაფრთხოება საიმედოდაა დაცული. არცერთი ავადმყოფი არ რჩება დროული და სრულფასოვანი სამედიცინო მომსახურების, მათ შორის სტაციონარული და საჭიროების შემთხვევაში რეანიმაციული მომსახურების გარეშე. შემთხვევების დიდი რაოდენობის მიუხედავად არცერთხელ არ დაფიქსირებულა მნიშვნელოვანი სისტემური ხარვეზები. არ ყოფილა მედპერსონალის, საწოლების, მედიკამენტების, ჟანგბადის და სუნთქვის აპარატების ნაკლებობა და პრაქტიკულად არ არის სეზონური რესპირაციული ინფექციებისგან გარდაცვალების შემთხვევები. შედარებისთვის, 2009-2010 წლებში ე.წ. ღორის გრიპის ეპიდემიის დროს ქვეყანაში მხოლოდ დადასტურებულ შემთხვევებში გრიპის და მისი გართულებებისგან გარდაიცვალა 50-ზე მეტი პაციენტი. აღსანიშნავია ის, რომ ევროპის და ამერიკის რიგი ქვეყნები, როგორც COVID-ის, ისე სეზონური რესპირაციული ინფექციების მხრივ აწყდებიან გაცილებით უფრო მეტ პრობლემებს, ვიდრე საქართველო. ასე მაგალითად, აშშ-ში მათივე ოფიციალური მონაცემებით მარტო გრიპისგან გარდაიცვალა 4500 პაციენტი, ხოლო კალიფორნიაში საწოლების დეფიციტის გამო უხდებოდათ კარვების გაშლა და სახელდახელო „ემერჯენსების“ მოწყობა. ასევე ოფიციალური მონაცემებით განვითარებად ქვეყნებში ხუთ წელზე ნაკლები ასაკის ბაშვებში რესპირაციულ-სინციტიური ვირუსით გამოწვეული ინფექციის 50 შემთვედან 1 შემთხვევა (2%) ფატალურად მთავრდება.
ახლა დავუბრუნდეთ COVID-ს.

საქართველოში ბოლო თვეებში აღინიშნება COVID-ის ახალი შემთხვევების და გარდაცვალების შემთხვევების სტაბილური კლება, მაგრამ ყველგან ასე არ არის. მართალია, მთელ მსოფლიოში პიკის პერიოდთან შედარებით COVID-ის ახალმა შემთხვევებმა და გარდაცვალებამ იკლო, მაგრამ ბოლო პერიოდში მთელ რიგ ქვეყნებში აღინიშნება COVID-ის როგორც ახალი შემთხვევების, ისე გარდაცვალების შემთხვევების მატება. ასე მაგალითად: ა.წ. 7 დეკემბერს მსოფლიოში დაფიქსირდა 536 962 ახალი შემთხვევა და 1347 გარდაცვალება, რაც ამ პერიოდისთვის ცოტა ნამდვილად არ არის. ამ დღეს იაპონიაში დაფიქსირდა 149 383 ახალი შემთხვევა და 211 გარდაცვალება, აშშ-ში – 45 970 ახალი შემთხვევა და 318 გარდაცვალება, გერმანიაში – 40 256 ახალი შემთხვევა და 125 გარდაცვალება, საფრანგეთში – 75 752 ახალი შემთვევა და 92 გარდაცვალება და ა.შ. საქართველოში ამ დღეს დაფიქსირებული იყო COVID-ის სულ 155 ახალი შემთხვევა და არცერთი გარდაცვალება. სტაციონარულ მკურნალობაზე იმყოფებოდა სულ 167 ავადმყოფი.

ზოგადად ბოლო 8 თვის, მათ შორის ბოლო 1 თვის მონაცემებითაც ყოველ 1 მილიონ მოსახლეზე გადაანგარიშებით: საქართველოში COVID-ით გარდაცვალების შემთხვევები – სულ 39 გარდაცვალება ბოლო 8 თვეში და 1.5 გარდაცვალება ბოლო 1 თვეში ბევრად, შეუდარებლად ნაკლებია, ვიდრე ამერიკის, ევროპის და დანარჩენი ქვეყნების უმრავლესობაში, მათ შორის ისეთ COVID-19-ის მართვაში სამაგალითოდ მიჩნეულ ქვეყნებთან შედარებითაც კი, როგორიცაა აშშ (290 გარდაცვალება ბოლო 8 თვეში და 30 გარდაცვალება ბოლო 1 თვეში), გერმანია (336 გარდაცვალება და 58 გარდაცვალება), ფინეთი (769 გარდაცვალება და 129 გარდაცვალება), საფრანგეთი (251 გარდაცვალება და 30 გარდაცვალება), ისრაელი (143 გარდაცვალება და 10 გარდაცვალება), შვედეთი (269 გარდაცვალება და 42 გარდაცვალება), დანია (303 გარდაცვალება და 29 გარდაცვალება), იაპონია (175 გარდაცვალება და 27 გარდაცვალება), სამხრეთ კორეა (261 გარდაცვალება და 27 გარდაცვალება), ავსტრალია (378 გარდაცვალება და 23 გარდაცვალება), ლიტვა (191 გარდაცვალება), ლატვია (241 გარდაცვალება), ესტონეთი (253 გარდაცვალება და 43 გარდაცვალება), ავსტრია (585 გარდაცვალება და 40 გარდაცვალება) და სხვ. აღსანიშნავია, რომ საქართველოში COVID-19-ის კლინიკური მართვის ხარისხის ძირითადი ინდიკატორი – COVID-19-ის დადასტურებულ შემთხვევებს შორის გარდაცვალების პროცენტი – ე.წ. CFR (Case fatality rate) საშუალოდ მთელი პანდემიის მანძილზე (და არა ბოლო 8 თვეში) 1%-ზე ნაკლებია (0.93%), რაც მსოფლიოს 111 ქვეყანაზე უფრო დაბალი მაჩვენებელია.
ბოლო პერიოდში სეზონური ვირუსული ინფექციების სიჭარბის ფონზე გამოიკვეთა ერთი სერიოზული პრობლემა. მოსახლეობამ ნაადრევად ირწმუნა, რომ საქართველოში COVID აღარ არის და რესპირაციული სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში ხშირად დროულად აღარ იკეთებს ტესტს COVID-ზე. შედეგად მოიმატა COVID-ით დაგვიანებული შემთხვევებით მომართვიანობამ. ბოლო დღეებში დაგვიანებით და მძიმე მდგომარეობაში მოგვმართა COVID-ით რამოდენიმე ავადმყოფმა და მათი სიცოცხლის გადასარჩენად მძიმე ბრძოლა გვიწევს.

ხშირად გვეკითხებიან, როგორ უნდა მოვიქცეთ ძალიან გახშირებული, მათ შორის მძიმე რესპირაციული ინფექციების ფონზე.
მინდა დაბეჯითებით მივმართო მოსახლეობას შემდეგი რჩევებით:
– რესპირაციული სიმპტომების პირველივე გამოვლენისთანავე ჩაიტარონ ტესტი COVID-ზე, ვინაიდან COVID კვლავ რჩება პოტენციურად ყველაზე სახიფათო რესპირაციულ ინფექციად და ამასთან, მას აქვს ძალიან ეფექტიანი სპეციფიკური ანტივირუსული მკურნალობა. COVID-ის დადასტურების შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართონ ოჯახის ექიმს და ზედმიწევნით შეასრულონ მისი რეკომენდაციები. თავის მხრივ ექიმების მოვუწოდებ, ჩვენებების შემთხვევაში რაც შეიძლება ადრე დაიწყონ მკურნალობა პაქსლოვიდით ან რემდესივირით.

– თუ გვაქვს მძიმედ მიმდინარე რესპირაციული ინფექცია უეცარი დასაწყისით, მაღალი ტემპერატურით და ინტოქსიკაციით, აუცილებლად უნდა ვიფიქროთ გრიპზე და ჩავიტაროთ შესაბამისი ტესტი. უნდა გვახსოვდეს, რომ გრიპსაც აქვს ეფექტიანი სპეციფიკური ანტივირუსული მკურნალობა (ტამიფლუ). ყველა შემთხვევაში თავი შევიკავოთ თვითმკურნალობისგან და შევასრულოთ ოჯახის და/ან კლინიკის ექიმის რეკომენდაციები.
– გვახსოვდეს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია COVID-ის და გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, რომელიც ფართედ ხელმისაწვდომია”, – წერს თენგიზ ცერცვაძე.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?
ახალი ამბები

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?

15:14 07-08-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

Tegeta Fest – „თეგეტა მოტორსი“ წრიული რბოლის ჩემპიონატის ფარგლებში ავტოსპორტის მოყვარულებს უმასპინძლებს
ახალი ამბები

Tegeta Fest – „თეგეტა მოტორსი“ წრიული რბოლის ჩემპიონატის ფარგლებში ავტოსპორტის მოყვარულებს უმასპინძლებს

12:43 07-09-2026
თიბისი კაპიტალმა დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლებს მაკროეკონომიკური მიმოხილვა წარუდგინა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლებს მაკროეკონომიკური მიმოხილვა წარუდგინა

12:41 07-09-2026
PSP-ს K-Beauty პორტფელს პრემიუმ ბრენდი Manyo შეემატა
ახალი ამბები

PSP-ს K-Beauty პორტფელს პრემიუმ ბრენდი Manyo შეემატა

11:22 07-09-2026
თიბისი კამპუსი – უფასო ონლაინ განათლება სტუდენტებისთვის
ახალი ამბები

თიბისი კამპუსი – უფასო ონლაინ განათლება სტუდენტებისთვის

10:31 07-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved