უკრაინაში დაღუპული ქართველ გმირს, ჯამბულათ (ჯაბა) ხოფერიას დღეს გურიაში, ლანჩხუთის რაიონის სოფელ გვიმბალაურში სამხედრო პატივით საგვარეულო სასაფლაოზე დაკრძალავენ.
ის სამშობლოში 8 დეკემბერს გამთენიისას გადმოასვენეს. თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ლასარეს ტერმინალში მეომრის ჩამოსვენების დღეს სამოქალაქო აქტივისტები, პოლიტიკური პარტიების წევრები და რიგითი მოქალაქეები იყვნენ შეკრებილი.
ჯამბულათ (ჯაბა) ხოფერია უკრაინაში დაღუპული 27-ე ქართველი მებრძოლია.
კომენტარები