რუსეთში, მოსკოვის ოლქში, სავაჭრო ცენტრ MEGA Khimki-ში ძლიერი ხანძარია, – ამის შესახებ RBC-უკრაინა Mash-ზე დაყრდნობით იუწყება.
საგანგებო სიტუაციების სამსახურში აცხადებენ, რომ ხანძრის ფართობი 7000 კვადრატულ მეტრს შეადგენს.
პროკურატურის ინფორმაციით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა ან დაღუპულა.
ცეცხლი თავდაპირველად სავაჭრო ცენტრში მდებარე სამშენებლო პროდუქციის ჰიპერმარკეტ OBI-ში გაჩნდა.
ცეცხლის ჩაქრობას ართულებს შენობის საპროექტო მახასიათბლები და სახურავის ჩანგრევა.














კომენტარები