• რეკლამა
  • კონტაქტი
02:39, ხუთშაბათი, 9 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„… რასაკვირველია გაიმარჯვებს მშვიდობა და ომის პარტია დამარცხდება…“ – რას წერს დავით ზურაბიშვილი

ალია ავტორი - ალია
21:07 12-07-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
3,469

ყოფილი პარლამენტარი, მწერალი დავით ზურაბიშვილი:

„- ბატონო ირაკლი, ვის გულშემატკივრობთ ამ მსოფლიო ჩემპიონატში?
– საქართველოს.
– საქართველო რომ არ მონაწილეობს ტურნირში?
– მერე რა? სამშობლოს სიყვარული ტურნირებით განისაზღვრება? ამაშია საქმე! ომის პარტიას კი უნდოდა ახალი ჯიშის გულშემატკივრის გამოყვანა, რომელიც მარტო იმას მიემხრობოდა, ვინც ტურნირში მონაწილეობს, მაგრამ ვერ მივართვით. არასდროს აღარ დაბრუნდება მათი დრო!
– თავად ტურნირში რომელი ნაკრების თამაში მოგეწონათ ყველაზე მეტად?
– საქართველოს ნაკრების.
– საქართველოს ნაკრებს რომ არ უთამაშია?
– აუცილებლად უნდა ითამაშოს რომ მომეწონოს? ეგ ომის პარტიას უნდა, რომ მხოლოდ მოთამაშეების თამაშს ვაფასებდეთ. მათთვის ხომ უცხოა სამშობლოს ცნება და სძულთ ყველაფერი ქართული. მარტო რუსეთს როცა ვეთამაშებდით მაშინ ახსენდებათ პატრიოტიზმი და ისიც იმიტომ, რომ რუსები ეზიზღებათ მართლმადიდებლობის გამო.
– სხვათა შორის რუსეთიც არ მონაწილეობს ტურნირში.
– რას ნიშნავს არ მონაწილეობს? მე მაგას ვერ დავიჯერებ! რუსეთი ჩვენი მეზობელია, მოგვწონს ეს თუ არა!
– და ბოლო კითხვა: თქვენი აზრით ვინ გახდება მსოფლიო ჩემპიონი?
– საქართველო.
– არ მონაწილეობს, ბატონო ირაკლი, საქართველო ამ ჩემპიონატში…
– კაცი შენ ომის პარტიის მოგზავნილი ხომ არა ხარ? ხომ გითხარი, რომ ამას არა აქვს არსებითი მნიშვნელობა. ჩვენ გვაქვს პასუხისმგებლობა ქართველი ხალხის წინაშე და უცხოელთა თამაშებს ვერ ავყვებით, მით უმეტეს როცა ვიცით, თუ როგორ დამთავრდება ეს თამაშები.
– და როგორ დამთავრდება?
– რასაკვირველია გაიმარჯვებს მშვიდობა და ომის პარტია დამარცხდება.
– მე ამ ტურნირის მონაწილე გუნდებზე გკითხეთ.
– რა მნიშვნელობა აქვს ვინ სად მონაწილეობს? ჩვენი გუნდი არის ერთსულოვანი! გვაქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა და რაც მთავარია გვაქვს მშვიდობა. ომის პარტია კი დადის სოფელ-სოფელ და ხალხს აგროვებს, მაგრამ არაფერი გამოუვა. ვერანაირ ტურნირში ჩვენ ვერ ჩაგვითრევენ!
– მადლობა ინტერვიუსთვის.
– მე რა, მადლობა ბატონ ბიძი… მმმ… კი არა და… ისა… ეს არ გაუშვათ, ამოჭერით!
(გაგრძელება იქნება)“
თეგები: დავით ზურაბიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?
ახალი ამბები

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?

15:14 07-08-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

17:16 07-08-2026
თიბისის მხარდაჭერით, ლაგოდეხი ბლუზის მე-10 საერთაშორისო ფესტივალს  უმასპინძლებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, ლაგოდეხი ბლუზის მე-10 საერთაშორისო ფესტივალს უმასპინძლებს

16:03 07-08-2026
“ევექსი ლაბის” ახალი შეთავაზება სოციალური ბარათის მფლობელებს
ახალი ამბები

“ევექსი ლაბის” ახალი შეთავაზება სოციალური ბარათის მფლობელებს

15:59 07-08-2026
თიბისის მხარდაჭერით, საქართველოს ნაკრები ინფორმატიკის ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე გაემგზავრება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, საქართველოს ნაკრები ინფორმატიკის ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე გაემგზავრება

15:55 07-08-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved