• რეკლამა
  • კონტაქტი
14:57, შაბათი, 24 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ჩემთან თუ გინდა, რატომ მაგინებ, რატომ მადანაშაულებ სიცრუეში?!“- გიორგი ვაშაძე

ალია ავტორი - ალია
13:48 12-07-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
181

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა:

„კონსტიტუციაში პრეზიდენტს რატომ აქვს შეწყალების უფლება?! იმისთვის, რომ მსგავს სიტუაციებში იყოს ეს გამოყენებული. როცა მართლმსაჯულება ვერ უზრუნველყოფს სამართლიანობას და არ არის მიკერძოებული, ასეთ შემთხვევაში ეს უნდა გამოიყენო. სამი პროცესი მიმდინარეა, თუმცა თუ არსებულ ბრალზე მოხდება შეწყალება, მაშინ სააკაშვილი უნდა გათავისუფლდეს და მერე ხელახლა თუ დაიჭერენ, წინასწარ პატიმრობას მიუსჯიან, თავისთავად მაჩვენებელი იქნება, რომ მიზანი ამ ადამიანის განადგურებაა.

ვერავინ იტყვის, მათ შორის, ვერც „ვივამედის“ კლინიკური დირექტორი, ზურაბ ჩხაიძე, რომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა დღეს არის დამაკმაყოფილებელი მაინც, თუ კარგი არა. ამას ვერავინ ამბობს. რაც შეეხება „ქართლ ოცნებას“, მათ ხომ ზღვარი, მორალი, ადამიანობა, სახე აქვთ დაკარგული. მათ თეთრზე შავის მტკიცება ყველაფერზე შეუძლიათ“,- განაცხადა ვაშაძემ.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, დღეს საქართველოში ორი იდეა ებრძვის ერთმანეთს – ეს არის ძლიერი საქართველოს იდეა და მეორე მხრივ, რუსეთის სატელიტი საქართველოს იდეა.

„დღეს საქართველოში ორი იდეა ებრძვის ერთმანეთს. ეს არის ძლიერი საქართველოს იდეა – ევროკავშირის, ნატოს წევრი, ეკონომიკურად ფეხზე დამდგარი, ამბიციების მქონე საქართველოს იდეა და მეორე მხრივ, რუსეთის სატელიტი საქართველოს იდეა. ეს არის გაუბედურებული, პროვინციული საქართველოს იდეა, რომელსაც ამბიცია არ უნდა ჰქონდეს, რომელიც არ არის ევროკავშირის და ნატოს წევრი, რომელიც ფასადურად არის და სასამართლო სასამართლო არ არის, კანონი არ კანონობს ქვეყანაში, ეკონომიკა წინ არ მიდის, ჩვენი მოქალაქეები უცხოეთში გარბიან, მათ ადგილზე რუსეთის მოქალაქეები რჩებიან. ეს ორი იდეა ებრძვის ერთმანეთს და აქ არის სწორედ არჩევანი. როდესაც ვამბობ ევროპა თუ რუსეთი, „ქართულმა ოცნებამ“ არჩევანი რუსეთზე გააკეთა.

რატომ არ აქვს საქართველოს დღეს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი?! ვინ არის დამნაშავე, რომ მოლდოვამ მიიღო და ჩვენ არ მივიღეთ?!- „ქართული ოცნებაა“ დამნაშავე. გავიხსენოთ, რა ნაბიჯები გადადგეს – პირველი ეს იყო პოლიტიკური მდგენელი, უკრაინასთან დაკავებული ძალიან ცუდი პოზიცია, რომელიც ჰქონდა საქართველოს და რომელიც იყო ფაქტობრივად, მტრული დამოკიდებულება უკრაინასთან მიმართებით. მეორე ეს იყო რეფორმების არგატარება კი არა, კონტრრეფორმების ჩატარება, რომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი არ მიგვეღო – მოსმენების კანონის მიღება, ნიკა გვარამიას დაკავება, გააორმაგეს თავდასხმები ევროპარლამენტარებზე, გააორმაგეს თავდასხმები ჩვენს პარტნიორებზე და კითხვები არის: „ჩემთან თუ გინდა, რატომ მაგინებ, რატომ მადანაშაულებ სიცრუეში?!“- განაცხადა ვაშაძემ.

თეგები: გიორგი ვაშაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისი AgileXchange Georgia 2026-ის მთავარი მხარდამჭერია
ახალი ამბები

თიბისი AgileXchange Georgia 2026-ის მთავარი მხარდამჭერია

14:06 10-23-2026
ტექ ჯილდო ლოს-ანჯელესიდან – თიბისი Kong Innovator Awards 2026-ის გამარჯვებულია
ახალი ამბები

ტექ ჯილდო ლოს-ანჯელესიდან – თიბისი Kong Innovator Awards 2026-ის გამარჯვებულია

13:48 10-23-2026
სილქფესტი ულიმიტო კომბინაციებს და დიდი მოცულობის პაკეტებს სპეციალურ ფასად თავაზობს მომხმარებლებს
ახალი ამბები

სილქფესტი ულიმიტო კომბინაციებს და დიდი მოცულობის პაკეტებს სპეციალურ ფასად თავაზობს მომხმარებლებს

13:10 10-23-2026
თიბისი კონცეპტის მომხმარებლებს პრაიმ ანაბარის გახსნა უკვე მობაილბანკიდან შეგიძლიათ
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მომხმარებლებს პრაიმ ანაბარის გახსნა უკვე მობაილბანკიდან შეგიძლიათ

15:29 10-22-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved