“ნაციონალურ მოძრაობაში” გაფართოებული შეხვედრა იმართება. პარტიის წევრებს გუშინ, მესამე პრეზიდენტის სასამართლო პროცესის ჩანიშვნის შემდეგ, თავმჯდომარე, ნიკა მელიამ მოუწოდა შეიკრიბონ და იმსჯელონ როგორი იქნება სამოქმედო გეგმა.
შეხვედრას არ დაესწრებიან ლევან ხაბეიშვილი და პეტრე ცისკარიშვილი, რომელიც რეგიონებში შეხვედრებს მართავენ.
ადგილზე მივიდა თავმჯდომარეობის კანდიდატი გიორგი მუმლაძე, რომელმაც ნიკა მელიას ინიციატივა მოუწონა და თქვა, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი უწყვეტი აქციები და საპროტესტო აქტივობებია.
„მთავარი არხი“
კომენტარები