დღეიდან, 9 დეკემბრამდე კუს ტბის საბაგირო მგზავრებს ვერ მოემსახურება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის სატრანსპორტო კომპანია ავრცელებს.
,,კუს ტბის საბაგირო გზა ტექნიკური სამუშაოების გამო, 7-დან 9 დეკემბრამდე მგზავრებს ვერ მოემსახურება.
საბაგირო გზაზე რეგლამენტით გათვალისწინებული სამუშაოები ჩატარდება.
თბილისის სატრანსპორტო კომპანია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო!”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
კომენტარები