• რეკლამა
  • კონტაქტი
22:04, ოთხშაბათი, 26 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ეს ახლა შეიძლება შეფასდეს მეოთხე ხარისხის კახექსიად ჩვენი აზრით და რასაც სიცოცხლისთვის მძიმე პროგნოზი შეიძლება მოჰყვეს“ – თენგიზ წულაძე

ალია ავტორი - ალია
20:35 12-06-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
270

“ჩვენს ქვეყანას ასეთი პაციენტის მართვის გამოცდილება არ აქვს… მიხეილ სააკაშვილი მოცილებულ უნდა იქნას ამ გარემოს” – ამის შესახებ ნევროლოგი თენგიზ წულაძე ომბუდსმენის კონსილიუმის დასკვნის გასაჯაროებისას მიხეილ სააკაშვილთა დაკავშირებით საუბრობს.

გავსინჯეთ პაციენტი 4 ნოემბერს, ჩვენ ვნახეთ წინა გასინჯვასთან შედარებით, რომელიც აპრილში ჩავატარეთ. პაციენტის მდგომარეობა მნიშვნელოვნად იყო გაუარესებული. შევაფასეთ როგორც მძიმე. გაუარესება გამოიხატებოდა წონის კლებაში, პაციენტის კოგნიტიური ფუნქციების გაუარესებაში, პოლინეიროპათია, გამოიხატა ასევე კუნთების განლევა, საერთო სისუსტე, პაციენტი ვერ დგება, დახმარებით დგება. საუბარში, კონტაქტში შემოსვლა უჭირს, შეფასდა მისი კოგნიტიური სფეროც და ისიც დაქვეითებულია.

აქვს ცხელება და ამან მოგვცა უფლება, რომ გვესაუბრა ისეთ მძიმე განვითარებაზე ამ შიმშილობისა, რომელიც არის კახექსია. შიმშილობა შეიძლება არასწორად ვახსენე, უფრო ანორექსია იყო, ვიდრე შიმშილობა. ყოველშემთხვევაში, პაციენტი აცხადებს, რომ არ შიმშილობს და შესაბამისად, მას აქვს გულისრევა და ვერ იღებს საკვებს და ამ ფონზე განვითარდა ეს მძიმე ფორმა კახექსია… მდგომარეობის მკვეთრი დამძიმება შეიძლება მოჰყვეს ამას. ეს ახლა შეიძლება შეფასდეს მეოთხე ხარისხის კახექსიად ჩვენი აზრით და რასაც სიცოცხლისთვის მძიმე პროგნოზი შეიძლება მოჰყვეს, – ამბობს წულაძე. 

მისივე თქმით, საქართველოს მსგავსი სიმძიმის პაციენტის მართვის გამოცდილება არ აქვს, შესაბამისად, ის სამკურნალოდ საზღვარგარეთ უნდა გადაიყვანონ.

აქედან გამომდინარე, ჩვენ ვთვლით რომ მიუხედავად იმისა რომ პაციენტი მკურნალობდა სხვადასხვა მრავალპროფილურ კლინიკაში, კეთდებოდა შესაბამისი ლაბორატორიული კვლევები, შესაბამისი ინსტრუმენტური კვლევები და მკურნალობა, მისი მდგომარეობა მაინც სწრაფად გაუარესდა, განსაკუთრებით ბოლო თვეების განმავლობაში და ვთვლით, რომ ძირეული გადაწყვეტილებები უნდა იქნას მიღებული ამ ეტაპზე.

ვფიქობთ, რომ მოცილებულ უნდა იქნას ამ გარემოს და სხვაგან იქნას გადაყვანილი. როცა პაციენტის მდგომარეობა არ უმჯობესდება მრავალ კლინიკაში, მაშინ მე ვფიქრობ უნდა იქნას გადაწყვეტილება მიღებული რომ პაციენტი უნდა იქნას ჩვენი ქვეყნდან გაყვანილი და სხვაგან უნდა იქნას ნამკურნალები, სხვა მრავალპროფილურ კლინიკაში, რომელსაც ამის შესაძლებლობა აქვს. როგორც დიაგნოზისა, ასევე შესაბამისი გამოცდილება აქვს. უნდა გითხრათ, რომ ჩვენი კოლეგები ყველაფერს აკეთებენ ჩვენ არ ვფიქრობთ რომ ისინი აკლებენ რაიმეს, მაგრამ ჩვენს ქვეყანას ასეთი პაციენტის მართვის გამოცდილება არ აქვს, – თქვა ნევროლოგმა.

„მთავარი არხი“

თეგები: მიხეილ სააკაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე
ახალი ამბები

თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე

13:51 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved