• რეკლამა
  • კონტაქტი
09:03, ხუთშაბათი, 18 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„იმედია, დადგება დრო და სააკაშვილი თავად იტყვის ვინ დაარწმუნა მიეღო საქართველოში ჩამოსვლის გადაწყვეტილება, ვინ მისცა გარანტიები, რომ ამ დღეში არ ჩავარდებოდა“ – მამუკა ხაზარაძე

ალია ავტორი - ალია
13:48 12-06-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
918

„ლელოს“ ლიდერი, მამუკა ხაზარაძე:

„ღალატი – ქართული ფენომენი
30 წელია ქართულ პოლიტიკას ვუყურებთ. იმედით ვიწყებთ ყველა არჩევნებს, იმ იმედით, რომ აი, ახლა გვეშველება, ახლა დაიწყება ის, რაც ნორმალურ და ცივილიზებულ ქვეყნებში ხდება, ის, რომ ადამიანი, მოქალაქე იქნება დაცული, თუმცა…
უმრავლესობით ვირჩევთ პრეზიდენტებს, თითქმის ერთხმად, ერთსულოვნად და შემდეგ ყოველ ჯერზე ამ ლიდერის განადგურებით ვართ დაკავებული. სახალხო სანახაობის ფონზე აღტკინებულები და განაბულები მისი სასაკლაოზე გაყვანის ფინალური სერიის მოლოდინში შევცქერით სისხლიან დასასრულს.
ახლაც იგივე ხდება, რაც 30 წლის წინ. პრეზიდენტ გამსახურდიას მკვლელობა დიდი ღალატის შედეგი იყო, ღალატის, რომელშიც მისი გარემოცვა და მტრები თანაბრად მონაწილეობდნენ. მაშინ საღმა აზრმა ვერ გაიმარჯვა, პრეზიდენტი მოვკალით! დიახ, ყველამ ერთად მოვკალით, მიუხედავად მომხრისა თუ მოწინააღმდეგისა, ის მოკლა ღალატმა, რომელიც პროცესების თანმხლები იყო, როგორც ქართული ფენომენი.
სააკაშვილის მიმართაც იგივე სცენარია დაწერილი, როგორც აქ, ასევე რუსეთის სპეცსამსახურებში. ზუსტად ისე, როგორც გამსახურდიას დროს, მაშინაც და ახლაც ქართველების ხელით ხდება ერთ დროს უმრავლესობით არჩეული პრეზიდენტის მკვლელობა.
არაბული ანდაზაა: “ის , რაც ერთხელ ხდება, არაა აუცილებელი მეორედ მოხდეს და თუ ორჯერ ხდება, მესამედ და კიდევ ბევრჯერ აუცილებლად მოხდება.” მესამე შეიძლება ივანიშვილი იყოს თუ სააკაშვილს დროზე არ მიეცა სიცოცხლის შენარჩუნების უფლება. ამაში დარწმუნებული ვარ და მთელი გულით არ მინდა, რომ ასე მოხდეს.
უნდა დამთავრდეს პოლიტიკური ვენდეტა, რევანში და შურისძიება!
იმედია, დადგება დრო და სააკაშვილი თავად იტყვის ვინ დაარწმუნა მიეღო საქართველოში ჩამოსვლის გადაწყვეტილება, ვინ მისცა გარანტიები, რომ ამ დღეში არ ჩავარდებოდა, “არაფერი არს დამალული რაც არ გამჟღავნდების.”
დავფიქრდეთ ყველა, დავსვათ წერტილი, დავიწყოთ სუფთა ფურცლიდან ამ რთულ და ქვეყნისთვის უამრავი გამოწვევების სავსე დროს. მერე გვიან იქნება, მერე ვეღარ გავაჩერებთ ზვავს, რომელიც წაგვლეკავს, ეს კი ის სცენარია, რომელიც აწყობს ჩვენს მტერს!
გონს მოვიდეთ!
დავამარცხოთ ეს ისტორიული ღალატი ერთმანეთის და ქვეყნის მიმართ!“
თეგები: მამუკა ხაზარაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

ტირტირი - K-Beauty
ახალი ამბები

რატომ არის ტირტირი K-Beauty-ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრენდი?

20:01 06-17-2026
ბინები ქობულეთში
ახალი ამბები

ბინები ქობულეთში – რატომ იზრდება მოთხოვნა და ღირს თუ არა ინვესტირება?

14:57 06-17-2026
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის ბალეტის ფესტივალს
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის ბალეტის ფესტივალს

14:50 06-17-2026
იფრთხილე – ენერგო–პრო–ჯორჯია
ახალი ამბები

“იფრთხილე” – რა სამუშაოების უსაფრთხოდ დაგეგმვაში გეხმარება “ენერგო–პრო–ჯორჯია”? – ვიდეო

14:38 06-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved