ირმა ხეცურიანი კონტინენტის ჩემპიონია. საქართველოს ეტლით მოფარიკავე ქალთა ნაკრები ვარშავის ევროპის ჩემპიონატიდან 4 მედლით დაბრუნდა – ორი ოქრო, ერთი ვერცხლი და ერთი ბრინჯაო.
მოფარიკავეები სამშობლოში გამთენიისას ჩამოფრინდნენ. მათ აეროპორტში – გულშემატკივრები და საქართველოს პარალიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი, რატი იონათამიშვილი დახვდნენ.
ხეცურიანთან ერთად, ვარშავის ევროპის ჩემპიონატში – ნინა თიბილაშვილი და გვანცა ზადიშვილიც ასპარეზობდნენ.














კომენტარები