• რეკლამა
  • კონტაქტი
16:10, ოთხშაბათი, 26 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მეუფე იაკობი ევროკომისიის რეკომენდაციებზე – საშინაო დავალება მოგვცეს, მაგათი ბავშვი ვინ არის?

ალია ავტორი - ალია
14:06 12-04-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
332

მინდა ვიკითხო 12 რეკომენდაციაზე. საშინაო დავალება მოგვცეს. მაგათი ბავშვი ვინ არის?! ჩვენზე ცივილიზებულები არიან? – გვეკითხებიან კი ქართველ ხალხს რა გვინდა?! ჩვენ გვინდა კარგი ცხოვრება, ღირსეული ადგილი დავიმკვიდროთ, – ამის შესახებ ბოდბელმა მიტროპოლიტმა მეუფე იაკობმა ქადაგებისას განაცხადა.

„მინდა ვიკითხო 12 რეკომენდაციაზე. საშინაო დავალება მოგვცეს. მაგათი ბავშვი ვინ არის?! ჩვენზე ცივილიზებულები არიან? ჩვენ მართალია ჩამოვრჩებით ცხოვრების დონით, იმიტომ, რომ საბჭოთა იმპერიაში ვცხოვრობდით და დაჩაგრულები ვიყავით. თავისუფლება გვინდა. გვინდა კარგი ცხოვრება. ხალხის სახელით გამოდიან ვიღაცები და გვესაუბრებიან: „აი, ქართველი ხალხი…”. გვეკითხებიან, კი ქართველ ხალხს რა გვინდა?! ჩვენ გვინდა კარგი ცხოვრება, ჩვენი ღირსეული ადგილი დავიმკვიდროთ სადმე. დღეს რომ შემოსული არ ვარ [ევროკავშირში] და მჩაგრავ, რომ შემოვიდე მესამეხარისხოვანი ქვეყნების როლში უნდა ვიყო? კეთილი ინებე და მიმიღე, როგორც ღირსეული წევრი, როგორც ღირსებით აღსავსე ხალხს ისე დაგველაპარაკე. 12-დან მხოლოდ ერთი არის თავიდან შესასრულებელი”,- განაცხადა მეუფე იაკობმა.

მან პოლარიზაციაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ყველას უნდა მოვთხოვოთ შერიგება.

„პოლარიზაციას რომ ეძახით, პოლარიზაციას უფრო აღრმავებენ. ყველას მოვთხოვოთ შერიგება, ხოლო ვისაც დავინახავთ, რომ არ რიგდება ბოლო-ბოლო გავაგზავნოთ იმ ქვეყნებში, სადაც მოსწონთ ის ხალხი. ქართველებს დაგვაცადონ, რომ განვითარდეთ”, – აღნიშნავს მეუფე იაკობი.

როგორც მეუფე იაკობი განმარტავს, „ჩვენთან ხალხს ვითომ ევროპა უნდა და ეკლესიაზე იწყებენ შეტევას”.

„ვითომ ევროპა უნდა ჩვენთან ხალხს და შეხედეთ, იწყებენ ხოლმე ეკლესიაზე შეტევას. ტელევიზიებს დავალებებს აძლევენ, გამოდიან და ზოგის მანქანები არ მოსწონთ. მიშას დროს, სახელმწიფომ დაარიგა „შავ ჯიპებს” რომ ეძახიან. ერთადერთი ეპისკოპოსი მე ვიყავი, იმ ჯიპებზე, რომ ვთქვი უარი. ყველას მისცეს და რომ მისცეს, რა მოხდა, დანაშაულია? მითხრეს უარს როგორ ამბობო. ვუთხარი, რომ ხალხისთვის გთხოვთ, ჩემი თავისთვის არასდროს. გამოდიან, და თურმე მთავარი ბოროტება საპატრიარქო ყოფილა. რომ არა საპატრიარქო და ქართული ეკლესია დღეს ჩვენი ქვეყანა ასე იქნებოდა?! მართლა რუსეთისკენ რომ იყვნენ ერთ-ერთი გუბერნია ვიქნებოდით. გამოვიდნენ, დაასახელონ ვინ არის. რომელი ვართ რუსეთისკენ თქვან. მაგათ უნდათ ევროპისკენ წასვლა? დადიან გრანტები აიღონ. ვიღაცები სულელურ გადაწყვეტილებას იღებენ: „12 დავალება.” რომელ 12 დავალებაზეა საუბარი. ერთადერთ გვინდა, რომ შევრიგდეთ. ვინც ეკლესიის წინააღმდეგ გამოდის, რა გგონიათ, პირადად მე რომ მოვინდომო იმ პარტიებს, თუ კონკრეტულ პოლიტიკურ ლიდერებს რა დღეში ჩავაყენებ. არავის დახმარება არ მინდა, არ გავაკეთებ ჩვენები არიან. იქნებ როდესმე ადამიანობა დაიბრუნონ”, – აღნიშნავს მეუფე იაკობი.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე
ახალი ამბები

თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე

13:51 08-26-2026
წინასასკოლო კამპანიის ფარგლებში, თიბისი და Mastercard საერთაშორისო შოპინგზე განსაკუთრებული შეთავაზებებს გთავაზობენ
ახალი ამბები

წინასასკოლო კამპანიის ფარგლებში, თიბისი და Mastercard საერთაშორისო შოპინგზე განსაკუთრებული შეთავაზებებს გთავაზობენ

14:21 08-25-2026
Cashback-ის და Mastercard-ის შეთავაზება DRESSUP-ში
ახალი ამბები

Cashback-ის და Mastercard-ის შეთავაზება DRESSUP-ში

13:16 08-25-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved