• რეკლამა
  • კონტაქტი
10:35, ოთხშაბათი, 8 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„მე მომხრე ვარ, რომ პედოფილების კასტრაცია მოხდეს“ – გიორგი გუგავა

ალია ავტორი - ალია
22:58 12-01-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
212

ლევან ჯავახიშვილი

„ალიას“ ესაუბრება „ლეიბორისტული პარტიის“ გენერალური მდივანი, გიორგი გუგავა.

– ხაშურში, ცხრამუხის დედათა მონასტერში, ორი კაცი შეიჭრა და 70 წლის მონაზონი გააუპატიურეს. ზოგი ამბობს, რომ ეს რიგითი კრიმინალია, ზოგი ამბობს, რომ სატანისტური ჯგუფის გაკეთებულია. საერთოდ, რა უბედურება გვჭირს?

– რა უბედურება გვჭირს და უღმერთობა, კაცთმოყვარეობის ნაკლულობა, ჰუმანიზმის დეფიციტი გვჭირს. იმიტომ იმრავლა სხვა და სხვა სახის უბედურებებმა. დღე არ გავა, რაიმე საშინელება არ მოხდეს და ამას დასასრული აღარ აქვს. ეს კი, გამონაკლისი შემთხვევა არ არის. ჩვენ ვუყურებთ, რომ სისტემატიური ხასიათი მიიღო პედოფილიის შემთხვევებმა, ქალთა მიმართ ძალადობის შემთხვევებმა. მე ვფიქრობ, აქ ღრმად უნდა ვეძიოთ ამ კონკრეტული და სხვა დანაშაულებების რეალური მიზეზები. აქ მენტალური პრობლემაა, ცნობიერის პრობლემაა, განათლების თუ გაუნათლებლობის პრობლემაა. ასევე, უმძიმესი სოციალური, ეკონომიური პრობლემების ბრალია. ასევე, ეს არის სამართლის პრობლემა და საბოლოოდ, მივდივართ ზოგად მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობამდე, რაც ქვეყანაშია. მოკლედ, ეს არის გლობალური პრობლემა, რასაც ძალიან სერიოზულად უნდა მივუდგეთ. სხვა შემთხვევაში კარგი არაფერი გველოდება. რაც მე პრობლემები ჩამოვთვალე, მათი გათვალისწინებით, საზოგადოების ფსიქოლოგიური მდგომარეობა უფრო დამძიმდება და მომავალში უარესი მოხდება. დროზე უნდა მიეხედოს ამ პრობლემას, ამ სახის დანაშაულებებს, რომელთაც უკვე სისტემატიური ხასიათი აქვს. წარმოუდგენელია, ზოგჯერ ისეთი საშინელებები ხდება, გგონია, ფილმში უყურებ ამ ყველაფერს და შენს ქვეყანაში არ ხდება. თუნდაც, მონაზვნის გაუპატიურების ფაქტი ავიღოთ. ადრე ამას მართლა ვერ წარმოვიდგენდი.

– ხელისუფლება სასჯელის გამკაცრებას აპირებს  პედოფილებზე, ქალებზე სექსუალური და  სხვა სახის მოძალადეთა მიმართ. ეს უშველის ამ პრობლემას?

– არა, მარტო კანონის გამკაცრება არ უშველის. კი, სასჯელი უნდა გამკაცრდეს იმავე პედოფილიის მიმართულებით, მაგრამ მარტო 5 თუ 7 წლით სასჯელის დამატება არ უშველის. მე მომხრე ვარ, რომ პედოფილების კასტრაცია მოხდეს. პირდაპირ სკოლებთან დაიწყეს ნადირობა ბავშვებზე. საპროცესო გარიგებით გამოუშვეს  ციხიდან  პედოფილები, რაც ამ დანაშაულის  წახალისება იყო. თან ვიცით, რომ ეს განუკურნებელი ავადმყოფობაა. მთელი რიგი ღონისძიებებია დასავლეთში პედოფილების მიმართ, სპეცრეესტრია შექმნილი ყველა ნორმალურ ქვეყანაში და ასეთ ადამიანებს სკოლების,  უნივერსიტეტების, სპორტული და სახელოვნებო სკოლების სიახლოვეს მისვლა ეკრძალებათ,გარკვეული პერიმეტრი არსებობს და იმას იცავენ. არ დაიცავენ და ციხეში უშვებენ. ამიტომ, ჩვენთან კანონიც გასამკაცრებელია და სხვა ღონისძიებებიც გასატარებელია, კასტრაციის შემოღების ჩათვლით.

თეგები: გიორგი გუგავა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026

ბიზნესი

სილქნეტი
ახალი ამბები

სილქნეტი “დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის” საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს

17:23 07-07-2026
თიბისი IT აკადემია ბლოკჩეინის ტექნოლოგიების შესწავლის ახალ შესაძლებლობას ქმნის
ახალი ამბები

თიბისი IT აკადემია ბლოკჩეინის ტექნოლოგიების შესწავლის ახალ შესაძლებლობას ქმნის

16:11 07-07-2026
თიბისი კაპიტალის ექსკლუზიური მხარდაჭერით, თეგეტა მოტორსმა ადგილობრივ ბაზარზე პირველი 6-თვიანი ობლიგაციები განათავსა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალის ექსკლუზიური მხარდაჭერით, თეგეტა მოტორსმა ადგილობრივ ბაზარზე პირველი 6-თვიანი ობლიგაციები განათავსა

20:32 07-06-2026
სელფი
ახალი ამბები

“სელფის” ქსელი კიდევ 27 სადგურით გაიზარდა

18:50 07-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved