წელს, შიდსის ჯანდაცვის ფონდი (AHF) შიდსის მსოფლიო დღეს აღნიშნავს მთავარი გზავნილით – „ჯერ არ დასრულებულა“. ამ მესიჯით, AHF მსოფლიო ლიდერებს, საერთაშორისო საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტებსა და სამოქალაქო საზოგადოებას შეახსენებს, რომ შიდსის ეპიდემიის დასასრულებლად ჯერ კიდევ ბევრიაგასაკეთებელი.
საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშები საგანგაშოა და მიუთითებს იმაზე, რომ ნაკლები ყურადღება ეთმობა ახალ ინფექციებსა და სიკვდილიანობის მაჩვენებლების შემცირებაზე ზრუნვას. სწორედ ამიტომ, აუცილებელია გაორმაგდეს ძალისხმევა, რადგან სასწორზე მილიონობით ადამიანის სიცოცხლეა.
UNAID-ის ანგარიშის თანახმად, შარშან მსოფლიოში შიდსის 1,5 მილიონი შემთხვევა გამოვლინდა, რაც გლობალურ სამიზნეს ერთი მილიონით აღემატება. დაახლოებით 650 ათასი ადამიანი კი შიდსთან ასოცირებული დაავადებებით დაიღუპა.














კომენტარები