• რეკლამა
  • კონტაქტი
23:47, ოთხშაბათი, 20 აგვისტო, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ისეთი რიტორიკაა, თითქოს ბიძინა ივანიშვილის 3 მილიარდს ეჯიბრებით… კარგია, სიკეთეში შეეჯიბრეთ“ -ამირან სალუქვაძე

ალია ავტორი - ალია
14:40 11-30-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
278

სამხედრო ექსპერტი ამირან სალუქვაძე:

„ბოლო რამდენიმე ცხელი თემის შესახებ ორ-ორი სიტყვით. სათითაო თემას შეიძლება ვრცელი ანალიზი მიეძღვნას, მაგრამ არაა ამდენი დრო.
▪️ისე, კოლექტიური ნაცმოძრაობა აჟიოტაჟის სპეციალისტები არიან. მაგრად აორგანიზებენ სოცქსელით და მედიით რონელიმე ერთ პირზე, ერთ ინსტიტუტზე ან ერთ თემაზე შეტევას. არაფრისგან ისეთ წიოკს აწევენ, გეგონება.მეორედ მოსვლაა.
▪️ჯერ იმ გარეწრების მონაზონზე ძალადობა გამოიყენეს საპატრიარქოზე შეტევისთვის. ეკლესიასთან და ადათ-წესებთან ტრადიციული მებრძოლები ტელეეთერებში გვიმტკიცებდნენ, ჩვენც ეკლესიის წევრები ვართო, ეკლესიას არ ვებრძვითო, მაგრამ საპატრიარქო ბოროტებააო. ეს იმ ოპერიდანაა, ქართველ ხალხს და ამ ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას რომ აცალკევებენ. ამათ ის დაზარალებული მონაზონიც ფეხებზე ჰკიდიათ და ფემიციდის თემაც. მთავარია თემა პოლიტიკურად გამოიყენონ.
▪️შემშეგ იმედის ჟურნალისტს მარიკა ბაკურაძეს დაეცხრნენ თავს, რომელსაც სიძულვილის ენის საწინააღმდეგო სიუჟეტის გაკეთება სურდა. სიუჟეტის მთელი მუღამი იყო, აზრს არ გაცვლევინებთ, ჩემს კრიტიკას სიძულვილის ენით, წყევლით და გინებით რატომ გამოხატავთო, ეკითხებოდა. მოუნახეს აბსურდული მიზეზი და უარესი სიძულვილის ნიაღვარი მოუწყვეს. ნაცმოძრაობის მთავარმა “ფეიკმეიკერმაც” კი თქვა, არაფერი გაუკეთებია არაჟურნალისტური, ასე რომ ეძგერეთო.
▪️დილიდან კახი კალაძის “მშვიდობის ქალაქი” არ მოეწონათ. შარშან “ისტორიით სავსე ქალაქი” გააკრიტიკეს, მანამდე “სიცოცხლით სავსე ქალაქი” და ა.შ.. ვერ დაწერეს ამათი მოსაწონი სლოგანი. მიაბეს ისევ უკრაინას, თითქოს აქ ქალაქის ცენტრში დაწერილი ფრაზა გარე აუდიტორიაზე იყო გათვლილი. იმას ხომ არ იტყოდით, ომი გვინდაო?! ამიტომ დაირაზმნენ, მიაწებეს ეს თემაც უკრაინას, თითქოს კიევს ეჯიბრება ვინმე. შეიძლება სლოგანი დაიწუნო, შეიძლება პოლიტიკურად არ მოგეწონოს და გააკრიტიკო, მაგრამ უკრაინა რა შუაშია?! ამ სლოგანის ადრესატები ხომ ჩვენი მოსახლეობაა?! გააკრიტიკეთ, ვინ გიშლით, მაგრამ აბა რისი მავნებლები ხართ თუ ქვეყნის დასაზიანებლად არ გამოიყენეთ?!
▪️მერე კოლექტიური ნაცმოძროაბა ირაკლი კობახიძეს დაესხა თავს. გგონიათ იულია ტიმოშენკო ადარდებდათ? არა, აეწვათ სიმართლე სააკაშვილთან მიმართებაში, რომ მის მდგომარეობას იყენებენ როგორც შიდა პოლიტიკისთვის, ისე შიდაპარტიულ ბრძოლაში. ვის აწყობს სააკაშვილის უფერულ მდგომარეობაში გამოყვანა, ხომ ვიცით?!
ტიმოშენკოს შესახებ ყველაფრის დეტალურად გახსენება დიდ დროს წაიღებს. ამიტომ მხოლოდ ერთ ისტორიას შევახსენებ უთავმოყვარეო სუბიექტებს. ისეთი ისტორიაა, არანაციონალებიც შეურაცხყოფად ჩათვლიან.
აგვისტოს ომიდან ერთი წლის შემდეგ, 2009 წელს, მაშინ როცა სააკაშვილი უკრაინაში ვიზიტით იყო და კიევში იუშჩენკოსთან ჰქონდა შეხვედრა, ზუსტად იმავე დღეს უკრაინულ ყირიმში, ლივადიის სასახლეში ერთმანეთს ხვდებოდნენ პუტინი და იულია ტიმოშენკო.
იმასაც შეგახსენებთ, რომ აგვისტოს ომის შემდეგ, როცა რადამ საგამოძიებო კომისია შექმნა ჩვენთვის იარაღის მოყიდვის გამო, ასევე როცა ჩავარდა ჩვენი მხარდამჭერი რეზოლუციები, ტიმოშენკოს პარტია “ბაწკივშინა” ჩვენს მიმართ მეგობრობით არ გამოირჩეოდა.
დავუბრუნდეთ ლივადიის სასახლეს. ჟურნალისტმა პუტინს ჰკითხა იცოდა თუ არა სააკაშვილ-იუშჩენკოს შეხვედრის შესახებ და რას ურჩევდით პრეზიდენტებსო.
პუტინმა ღიად დასცინა ორივე პრეზიდენტს. ორ პრეზიდენტს ყოველთვის აქვთ სალაპარაკოო. ალბათ გაიხსენებენ რაც ერთად წააგესო (უხეშად თქვა – продули). კიდევ ერთს ვურჩევ, თუ ვახშამზე წავლენ, უჰალსტუხოდ წავიდნენ, ჰალსტუხს ახლა დიდი ფასი ადევს. სააკაშვილს არ შემოეჭამოს იუშჩენკოს ჰალსტუხიო.
ტიმოშენკო იღიმოდა და როცა პუტინმა დაასრულა, სიცილით დაამატა: “ერთი შემიძლია ვთქვა, ჩვენ ნაღდად უჰალსტუხოდ ვივახშმებთო”.
შემდგომში ტიმოშენკო იუარებს, მასე არ მითქვამსო. თუმცა, ზუსტად ის თქვა და ისე მოიქცა, რაც დავწერე. ვიდეოს კომენტარებში დავდებ.
იმ სიღრმეში აღარ შევალ, უკრაინისთვის რამდენად კაბალურ და პუტინისთვუს სასარგებლო გაზის კონტრაქტს მოაწერა ხელი, რომელიც მთელი 10 წელი პრობლემას უქმნიდა უკრაინის ეკონომიკას. შემდგომში იუშჩენკო იტყვის, რომ ტიმოშენკომ პუტინთან მოლაპარაკებებისას პრეზიდენტის დირექტივები არ შეასრულაო.
რატომ მოაწერა ხელი პუტინთან ერთი ერთზე რამდენიმე საათიანი მოლაპარაკების შემდეგ, ვრცელი თემაა. ფაქტია, რომ ამ კონტრაქტის გამო იულია დააპატიმრეს. ციხეში მან დაიწყო შიმშილი, მოთხოვნები საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანასთან დაკავშირებით და ა.შ. ერთი ერთში, როგორც სააკაშვილი იქცევა. ეტყობა ერთ დროს მისი საყვარელი იულიასგან ისწავლა.
ჰოდა, ტიმოშენკოს იმ შეურაცხყოფის შემდეგ, რაც ზემოთ დავწერე, ვგულისხმობ სააკაშვილის დაცინვას ჰალსტუხთან დაკავშირებით, ტიმოშენკოს დასაცავად რომ დაირაზმეთ, სასაცილოა.
სააკაშვილის წინააღმდეგი შეიძლება იყო, მაგრამ ეს ჩვენი შიდა საქმეა, მაგრამ როცა შენი ქვეყნის პირველ პირს რუსეთის და უკრაინის მაშინდელი პრემიერები ბრიფინგზე ღიად და უხეშად დასცინიან, წესით შეურაცხყოფად უნდა აღიქვათ, განსაკუთრებით სააკაშვილის ფან-კლუბის წევრებმა.
▪️დადიანების სასახლის აღსადგენად ამერიკის მიერ გამოყოფილი 300 ათასი ლარის ირგვლივ ატყდა აჟიოტაჟი. უამრავი პოსტი და კომენტარი წავიკითხე. ზოგიერთმა ისე გაიგო და ისე დაწერეს კიდეც, თითქოს ფონდმა “ქართუმ” ცუდად შეაკეთა და ისევ მოითხოვს რეაბილიტაციას. დადიანების კომპლექსში ორი სასახლეა, პლუს პარკი. ნახეთ 2022 წლის საახალწლო მეჯლისი, ეზო, ნიკოსეული სასახლე. ამ სასახლის რეაბილიტაცია მოახდინა “ქართუმ”, რაც 3 მილიონამდე დაჯდა. მგონი მთელ ქვეყანას მოეწონა. არის მეორე სასახლე, დედოფლის, რომლის რეაბილიტაცია არ მომხდარა. მადლობა ამერიკის მხარეს ამ 300 ათასი ლარის გამოყოფისთვის და სხვა უამრავი მხარდაჭერისთვის. უამრავი მაგალითის მოყვანა შემიძლია: იროკეზების ესკადრილია, წვრთნისა და აღჭურვის პროგრამა და სხვა.
მაგრამ ნუ უტრირებთ, ოპოზიციას მოგმართავთ. ისეთი რიტორიკაა ამ თვეების მანძილზე, თითქოს ბიძინა ივანიშვილის 3 მილიარდს ეჯიბრებით. კარგია, სიკეთეში შეეჯიბრეთ. საერთოდ ვინ აყენებს ეჭვის ქვეშ ამერიკის დახმარებას?! მაგრამ როცა მიმდინარე ყოველწლიურ დახმარებებზეა საუბარი, უარყოფთ, რომ ამ თანხების 80% ენჯეოებზე მოდის?
ორი პრეტენზიაა. პირველი. თუ ენჯეოების დახმარება ითვლება საქართველოს, ანუ მოსახლეობის დახმარებად, კეთილი ინებონ და ენჯეოებმა ხარჯები გამჭვირვალე გახადონ და ნუ პასუხობენ საზოგადოებას თქვენთან არ ვართ ანგარიშვალდებულებიო. მეორე. აშშ-ს მიერ ბევრი სასარგებლო პროექტი ფინანსდება, მაგალითად სოფლის მეურნეობაში, თვითმმართველობაში, სხვა მიმართულებებით, მაგრამ არ ვთვლი, რომ ეკა გიგაურების დაფინანსება საქართველოს მოსახლეობის და საზოგადოების დახმარებაა და რაიმე სარგებელი მოაქვს, დაპირისპირების და გაღიზიანების გარდა. ეს ენჯეოები მაცმოძრაობის მიერ გამოიყენება შიდაპოლიტიკურ ბრძოლაში. კარგი იქნება თუ ეს თანაფარდობა და.მიდგომა გამოსწორდება.“
თეგები: ამირან სალუქვაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: 150 მილიონის მიტაცება, “მკვლელი მატარებლები” – უსაფრთხოების დარღვევა და მასშტაბური კორუფცია “რკინიგზაში” – გია ყრუაშვილის სკანდალური, ექსკლუზიური ინტერვიუ
ახალი ამბები

“ზუსტად ასე დაწერეთ, “რკინიგზამ”, ჩემი ავადმყოფი შვილი, გაწირა სასიკვდილოდ” – გია ყრუაშვილი

14:56 08-20-2025
“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ
ახალი ამბები

“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ

05:22 08-20-2025
„რასაც ივანიშვილი ახლა აკეთებს, ამ ლოგიკით ხდება… ბიძინას სხვა გათვლა აქვს“ – ბაბუნაშვილი
ახალი ამბები

„ბიძინა თურმე ამბობდა – ვინ უნდა შემცვალოს, ვინ? ვის აქვს ჩემდენი ფული?… არადა, 60 მილიარდ ევროზე იყო ლაპარაკი… ამიტომ ბიძინამ ჩემთან დაკავშირებით ნევროზი აიკიდა და განადგურება გადაწყვიტა“

20:20 07-16-2025
“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია
ახალი ამბები

“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია

14:37 07-09-2025

ბიზნესი

ალტას განახლებული პლატფორმა: შეიძინე სასურველი ტექნიკა კიდევ უფრო კომფორტულად
ახალი ამბები

ალტას განახლებული პლატფორმა: შეიძინე სასურველი ტექნიკა კიდევ უფრო კომფორტულად

16:55 08-20-2025
თიბისის განათლების შესაძლებლობები სტუდენტებისთვის: გაიცანით კესო ლალიაშვილი
ახალი ამბები

თიბისის განათლების შესაძლებლობები სტუდენტებისთვის: გაიცანით კესო ლალიაშვილი

13:53 08-20-2025
თიბისი კონცეპტის და Visa-ს ულიმიტო ქეშბექი სითი მოლში
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის და Visa-ს ულიმიტო ქეშბექი სითი მოლში

13:17 08-20-2025
თიბისი ახალი ვიდეო რგოლით გვახსენებს, რომ დიდი თავგადასავლის წინ, მნიშვნელოვანია ვინ დგას შენს გვერდით
ახალი ამბები

თიბისი ახალი ვიდეო რგოლით გვახსენებს, რომ დიდი თავგადასავლის წინ, მნიშვნელოვანია ვინ დგას შენს გვერდით

14:34 08-19-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved