• რეკლამა
  • კონტაქტი
11:08, ოთხშაბათი, 13 მაისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მშვიდობა იყო, არის და იქნება მუდამ მთავარი ღირებულება, რაზეც ცივილიზებული სამყარო შეთანხმდა – კახა კალაძე

ალია ავტორი - ალია
12:53 11-30-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
303

„მშვიდობაა მთავარი სიკეთე, რომელიც თბილისელებს 2022 წელმა გვაჩუქა და რომელსაც დამდეგი 2023 წლისგან ყველა თბილისელი ისურვებდა“, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა და საახალწლო სლოგანის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, კონკრეტულმა მედიასაშუალებებმა და პოლიტიკოსებმა სცადეს, საახალწლო სლოგანი – „მშვიდობის ქალაქი“ წარმოეჩინათ როგორც ნიშნისმოგება უკრაინელების მიმართ.

„ყოველ წელს გვაქვს საახალწლო სლოგანი, რაც 2018 წლიდან იცვლებოდა. იყო „სიცოცხლით სავსე თბილისი“, „სიყვარულით სავსე თბილისი“, „ისტორიით სავსე თბილისი“, „სოლიდარობით სავსე თბილისი“ და „მეტი სიყვარული – გვიყვარდეს ერთმანეთი“. წელს ჩვენი საახალწლო სლოგანია – „მშვიდობის ქალაქი“. იმ გამოწვევების ფონზე, რაც მსოფლიოში ხდება ნებისმიერი ადამიანი რასაც ინატრებს, მშვიდობაა, თუმცა, საკმარისია ხელისუფლების, თბილისის მთავრობის, ან გნებავთ, საზოგადოების მხრიდან გაჩნდეს საყოველთაო ფასეულობებზე დაფუძნებული იდეა, მყისიერად იწყება თავდასხმა, ბულინგი, ცილისწამება. გუშინ, კონკრეტულმა მედიასაშუალებებმა და პოლიტიკოსებმა სცადეს, აღნიშნული საახალწლო სლოგანი წარმოეჩინათ როგორც ნიშნისმოგება ჩვენი
მეგობარი უკრაინელების მიმართ, რაც არის უმძიმესი სპეკულაცია და პროვოკაცია, რომელსაც ჩვენი ქვეყნის და ქალაქის მიმართ სიყვარულით გამსჭვალული ადამიანი არასოდეს იკადრებდა“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

მისი თქმით, მშვიდობა გასული წლის მთავარი მონაპოვარი იყო და მას ალტერნატივა არ აქვს.

„ყოველ ახალ წელს ადამიანები ტრადიციულად აღნიშნავენ მთავარ სიკეთეს, რითაც გასული წელი ყველაზე მეტად დაამახსოვრდათ და ერთმანეთს უსურვებენ ყველაზე მნიშვნელოვანს, რაც მათ უნდათ, რომ მომავალმა წელმა მოუტანოს. სწორედ მშვიდობაა მთავარი სიკეთე, რომელიც თბილისელებს 2022 წელმა გვაჩუქა და რომელსაც დამდეგი 2023 წლისგან ყველა ქართველი ისურვებდა. ამასთან, პირველი, ვისაც თითოეული ჩვენგანი, თითოეული თბილისელი და ქართველი, ერთმანეთის შემდეგ, მშვიდობას უსურვებდა, სწორედ ჩვენი კიეველი და უკრაინელი მეგობრები არიან. მშვიდობას არ აქვს ალტერნატივა და ის, რომ ჩვენი და ზოგადად, მსოფლიოს ყველა ქალაქი უნდა იყოს მშვიდობის ქალაქი, მავანთათვის თურმე კითხვებს აჩენს. რა ვქნათ, არ ჩავიფიქროთ მშვიდობა?! არ გავუშვათ ეს ყველასთვის სანუკვარი სურვილი თბილისიდან მსოფლიოს ყველა ქალაქის მისამართით?!“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

მისი თქმით, საახალწლო სლოგანში არ იყო ჩადებული არავითარი პოლიტიკური გზავნილი და მშვიდობა არის ის, რისკენაც ყველა მიისწრაფვის.

„გასული წელიწადნახევრის განმავლობაში, საქართველოში პოლიტიკური პროცესები სხვაგვარად რომ წარმართულიყო და კონკრეტულ ჯგუფს ძალაუფლება დაებრუნებინა, თბილისი დღეს ნამდვილად იქნებოდა არა მშვიდობის, არამედ ომის ქალაქი, რაც თბილისმა თავის თავზე არაერთგზის იწვნია და რისი გამეორება არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ. დღეს ჩვენს ქალაქს, ხალხს, ქვეყანას ყველაზე მეტად მშვიდობა და ქვეყნის ეკონომიკური განვითარება სჭირდება. ამ ადამიანებმა ვერ შეიკავეს თავი და კიდევ ერთხელ გამოავლინეს საკუთარი რეალური სურვილი. სინამდვილეში, მათ არა მშვიდობის შესახებ სრულიად უწყინარი სლოგანი და წარწერა, არამედ უპირველეს ყოვლისა, თავად მშვიდობა აღიზიანებთ. სლოგანზე თავდასხმა სწორედ ამ ყველაფრის გამოვლინება იყო და მეტი არაფერი. არ ვიცი, რა ვთქვა, ეს თემა განსასჯელად თქვენთვის მომინდია. დავამატებ მხოლოდ იმას, რომ მთავარი ის კი არ არის, რა წარწერას გავაკეთებთ ქუჩებში, მთავარია, გულით ვისურვოთ კეთილი სურვილები და ცოტა უფრო მეტად გვიყვარდეს ჩვენი ქვეყანა და ხალხი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“როგორ ეხმარება საქართველო კრემლს ნავთობის სანქციების გვერდის ავლაში” – ნიდერლანდური მედიის სკანდალური სტატია ყულევზე
ახალი ამბები

“როგორ ეხმარება საქართველო კრემლს ნავთობის სანქციების გვერდის ავლაში” – ნიდერლანდური მედიის სკანდალური სტატია ყულევზე

13:35 05-07-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026
,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026

ბიზნესი

შეიძინე კრიპტო თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე YE, Kanye West-ის კონცერტის ბილეთებით
ახალი ამბები

შეიძინე კრიპტო თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე YE, Kanye West-ის კონცერტის ბილეთებით

18:28 05-11-2026
თიბისის მხარდაჭერით საქართველოს AI ნაკრების შესარჩევი ოლიმპიადა იწყება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით საქართველოს AI ნაკრების შესარჩევი ოლიმპიადა იწყება

12:55 05-11-2026
კრიპტო უკვე თიბისის მობაილბანკშია
ახალი ამბები

კრიპტო უკვე თიბისის მობაილბანკშია

17:25 05-09-2026
მომსახურების ერთიანი სტანდარტი: ექსპრეს ლომბარდის ფილიალები მთელ საქართველოში
ახალი ამბები

მომსახურების ერთიანი სტანდარტი: ექსპრეს ლომბარდის ფილიალები მთელ საქართველოში

20:03 05-08-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved